Faceამბები
სამართალი
საზოგადოება

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამუკა არეშიძე - ვაჟა ლელუაშვილი ცდილობდა ორმაგი თამაშით თამაშს, ნაწილობრივ აქეთაც იყო, ნაწილობრივ იქითაც
მამუკა არეშიძე - ვაჟა ლელუაშვილი ცდილობდა ორმაგი თამაშით თამაშს, ნაწილობრივ აქეთაც იყო, ნაწილობრივ იქითაც

ექ­სპერ­ტი მა­მუ­კა არე­ში­ძე არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ ვაჟა ლე­ლუ­აშ­ვილ­ზე "მის ყო­ფილ პატ­რო­ნებს" კომ­პრო­მა­ტე­ბი ჰქო­ნო­დათ.

რო­გორც არე­ში­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, მან არ იცის, ცდი­ლობ­და თუ არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ლე­ლუ­აშ­ვი­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას, თუმ­ცა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მის­გან ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას ეც­დე­ბო­და.

"მე ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შე­მექ­მნა, რომ არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ლე­ლუ­აშ­ვი­ლის­ნა­ირ პი­როვ­ნე­ბა­ზე, რო­მე­ლიც სხვა­ზე ქმნი­და კომ­პრო­მა­ტებს, მის ყო­ფილ პატ­რო­ნებს მას­ზე ჰქო­ნო­დათ კომ­პრო­მა­ტე­ბი. ის ცდი­ლობ­და ორ­მა­გი თა­მა­შით თა­მაშს რო­გორც ჩანს. ნა­წი­ლობ­რივ აქე­თაც იყო, ნა­წი­ლობ­რივ იქი­თაც იყო დარ­ჩე­ნი­ლი. ეს გარ­და­ბან­ში, ბო­ლოს გა­მარ­თულ­მა გამ­გებ­ლის არ­ჩევ­ნებ­მაც გა­მო­ა­ჩი­ნა. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­მო­ა­ცხა­და, თით­ქოს ის ლა­მის შტა­ბის უფ­რო­სად იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ტყუ­ი­ლია ეს ამ­ბა­ვი. ის პო­ზი­ცი­ო­ნი­რებ­და, თით­ქოს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" უჭერ­და მხარს, სი­ნამ­დვი­ლე­ში ის ქსე­ლი, რო­მე­ლიც მას გარ­და­ბან­ში ფარ­თოდ ჰყავს და რო­მე­ლიც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, ეს ქსე­ლი ისევ თა­ვის ყო­ფილ პატ­რო­ნე­ბის­თვის მუ­შა­ობ­და. ეს მისი სტი­ლია", - აღ­ნიშ­ნა არე­ში­ძემ.

ე.წ. ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის საქ­მე­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რამ კუდ-ის 6 ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი გუ­შინ და­ა­კა­ვა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ და­კა­ვე­ბულ­ნი არი­ან : შს სა­მი­ნის­ტროს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე ვა­სილ ლე­ლუ­აშ­ვი­ლი; ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის ქ.თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სი რე­ვაზ ში­უ­კაშ­ვი­ლი; ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის ქ.თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს მე-3 სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სი რო­მან ზა­ა­ლიშ­ვი­ლი; შს სა­მი­ნის­ტროს ქ.თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ძვე­ლი თბი­ლი­სის სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ირაკ­ლი ყიფ­ში­ძე; შს სა­მი­ნის­ტროს ქ.თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ძვე­ლი თბი­ლი­სის სამ­მარ­თვე­ლოს მე-7 გან­ყო­ფი­ლე­ბის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ზუ­რაბ პავ­ლი­აშ­ვი­ლი;

შს სა­მი­ნის­ტროს ქ.თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ძვე­ლი თბი­ლი­სის სამ­მარ­თვე­ლოს მე-7 გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე გიგ­ლა ში­ოშ­ვი­ლი კი მი­ე­მა­ლა გა­მო­ძი­ე­ბას, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს სა­კუ­თა­რი ნე­ბით ჩა­ბარ­და. ხოლო კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მე-6 სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფილ უფ­როსს გივი კა­ცი­ტა­ძეს და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან მას და­ტო­ვე­ბუ­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრე­ბი და თავს არი­დებს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში გა­მო­ცხა­დე­ბას.

მამუკა არეშიძე - ვაჟა ლელუაშვილი ცდილობდა ორმაგი თამაშით თამაშს, ნაწილობრივ აქეთაც იყო, ნაწილობრივ იქითაც

მამუკა არეშიძე - ვაჟა ლელუაშვილი ცდილობდა ორმაგი თამაშით თამაშს, ნაწილობრივ აქეთაც იყო, ნაწილობრივ იქითაც

ექსპერტი მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს, რომ ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულ ვაჟა ლელუაშვილზე "მის ყოფილ პატრონებს" კომპრომატები ჰქონოდათ.

როგორც არეშიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, მან არ იცის, ცდილობდა თუ არა ხელისუფლება ლელუაშვილის გამოყენებას, თუმცა დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" მისგან ინფორმაციის მიღებას ეცდებოდა.

"მე ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ არ არის გამორიცხული, ლელუაშვილისნაირ პიროვნებაზე, რომელიც სხვაზე ქმნიდა კომპრომატებს, მის ყოფილ პატრონებს მასზე ჰქონოდათ კომპრომატები. ის ცდილობდა ორმაგი თამაშით თამაშს როგორც ჩანს. ნაწილობრივ აქეთაც იყო, ნაწილობრივ იქითაც იყო დარჩენილი. ეს გარდაბანში, ბოლოს გამართულმა გამგებლის არჩევნებმაც გამოაჩინა. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა გამოაცხადა, თითქოს ის ლამის შტაბის უფროსად იყო წარმოდგენილი. ტყუილია ეს ამბავი. ის პოზიციონირებდა, თითქოს "ქართულ ოცნებას" უჭერდა მხარს, სინამდვილეში ის ქსელი, რომელიც მას გარდაბანში ფართოდ ჰყავს და რომელიც ჩემთვის ცნობილია, ეს ქსელი ისევ თავის ყოფილ პატრონებისთვის მუშაობდა. ეს მისი სტილია", - აღნიშნა არეშიძემ.

ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე პროკურატურამ კუდ-ის 6 ყოფილი მაღალჩინოსანი გუშინ დააკავა.

პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან : შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი; ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რევაზ შიუკაშვილი; ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან ზაალიშვილი; შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი ყიფშიძე; შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების ყოფილი უფროსი ზურაბ პავლიაშვილი;

შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილე გიგლა შიოშვილი კი მიემალა გამოძიებას, თუმცა მოგვიანებით ის სამართალდამცველებს საკუთარი ნებით ჩაბარდა. ხოლო კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის მე-6 სამმართველოს ყოფილ უფროსს გივი კაციტაძეს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება, ვინაიდან მას დატოვებული აქვს საქართველოს საზღვრები და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."