სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომის პაპი საქართველოს ეწვევა - საინტერესო ფაქტები ფრანცისკეს შესახებ
რომის პაპი საქართველოს ეწვევა - საინტერესო ფაქტები ფრანცისკეს შესახებ

სა­ქარ­თვე­ლოს რო­მის პაპი ფრან­ცის­კე სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს ეწ­ვე­ვა. რო­მის პაპ­მა მოწ­ვე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან მი­ი­ღო.

რო­მის 266-ე პა­პის არ­ჩევ­ნებ­ში 48 ქვეყ­ნის 115 კარ­დი­ნა­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მათ­გან ყვე­ლა­ზე მეტი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი – 28 კარ­დი­ნა­ლი იტა­ლი­ას ჰყავ­და, 11 კი აშშ-ს.

ხორ­ხე მა­რიო ბერ­გო­ლიო არ­გენ­ტი­ნა­ში 1936 წელს და­ი­ბა­და. მისი მამა რკი­ნიგ­ზის მუ­შა­კი იყო იტა­ლი­ი­დან. 1969 წლის 13 დე­კემ­ბერს ხორ­ხე მა­რიო ბერ­გო­ლიო არ­ქი­ე­პის­კო­პოს­მა რა­მონ ხოსე კას­ტე­ლი­ა­ნომ აღ­კვე­ცა ბერ-მო­ნაზვნად.

1998 წლის 28 თე­ბერ­ვალს კარ­დი­ნალ ან­ტო­ნიო კა­რა­სი­ნოს მემ­კვიდ­რედ და­სა­ხელ­და. სტა­ტუ­სი ოფი­ცი­ა­ლუ­რად 2001 წლის 21 თე­ბერ­ვალს, ვა­ტი­კან­ში, პაპ­მა იო­ა­ნე პავ­ლე II-მ უბო­ძა.

რო­მის პაპი სა­უბ­რობს ეს­პა­ნურ და იტა­ლი­ურ ენებ­ზე. პა­პის არ­ჩევ­ნებ­ზე 2005 წელს, ხორ­ხე ბერ­გო­ლიო ბე­ნე­დიქტ მე­თექ­ვსმე­ტეს კონ­კუ­რენ­ტი იყო. ფრან­ცის­კი არის პირ­ვე­ლი არა­ევ­რო­პე­ლი პაპი რო­მის კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ა­ში.

(რო­მის პაპ­მა ატი­რე­ბუ­ლი პა­ტა­რა და­ამ­შვი­და)

რო­მის პაპ ფრან­ცის­კე­ზე და­სავ­ლუ­რი მე­დია ხში­რად წერს, რომ ის არის მე­გობ­რუ­ლი (იხ. რო­მის პა­პის გულ­თბი­ლი ჩა­ხუ­ტე­ბა მძი­მედ და­ა­ვა­დე­ბულ მა­მა­კაც­თან), მხი­ა­რუ­ლი და აქვს იუ­მო­რი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პა­პის ხუმ­რო­ბე­ბი და მრევ­ლთან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არა­ერ­თხელ გავ­რცელ­და ვირუ­სუ­ლად სხვა­დას­ხვა ინ­ტერ­ნეტ­სა­ი­ტებ­ზე. (იხ. რო­მის პა­პთან ერ­თად, მესა პა­ტა­რა ბიჭ­მა "ჩა­ა­ტა­რა")

ერთ-ერთ შეხ­ვედ­რა­ზე პა­პის სი­დედრზე ხუმ­რო­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა აღაფრ­თო­ვა­ნა. პაპ­მა ფრან­ცის­კემ ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში მის სა­ნა­ხა­ვად შეკ­რე­ბი­ლი ხალ­ხი გა­ამ­ხი­ა­რუ­ლა ფრა­ზით: "ოჯა­ხე­ბი, კა­მა­თი... ზოგ­ჯერ თეფ­შე­ბი იწყე­ბენ ფრე­ნას და ბავ­შვე­ბი თა­ვის ტკი­ვილს იწ­ვე­ვენ. სა­ერ­თოდ ჯობს არა­ფე­რი ვთქვა სი­დედ­რე­ბის შე­სა­ხებ..." - იხუმ­რა პაპ­მა.

(პა­პის გან­ცხა­დე­ბით ცხო­ვე­ლე­ბი სა­მო­თხე­ში ხვდე­ბი­ან)

ამ ფაქ­ტამ­დე ცოტა ხნით ადრე პა­პის ირ­გვლივ კი­დევ ერთი კუ­რი­ო­ზუ­ლი ის­ტო­რია გავ­რცელ­და. ამე­რი­კის კონ­გრეს­ში პენ­სილ­ვა­ნი­ის შტა­ტის პა­ლა­ტის წევ­რმა რო­მის პა­პის გა­მოს­ვლის შემ­დეგ მისი და­ტო­ვე­ბუ­ლი ჭიქა წყა­ლი მო­ი­პა­რა. ბობ ბრე­დიმ ტრი­ბუ­ნი­დან კა­ბი­ნეტ­ში წა­ი­ღო პა­პის მიერ ნა­ხევ­რად მოს­მუ­ლი წყა­ლი.

კა­ბი­ნეტ­ში ბრე­დიმ, მის­მა მე­უღ­ლემ და ორმა თა­ნამ­შრო­მელ­მა თითო ყლუ­პი მოს­ვეს პა­პის ჭი­ქი­დან და ეს ფაქ­ტი სა­მახ­სოვ­როდ გა­და­ი­ღეს. დარ­ჩე­ნი­ლი წყა­ლი კონ­გრეს­მენ­მა ბოთ­ლში გა­და­ას­ხა და საშ­ვი­ლიშ­ვი­ლოდ შე­ი­ნა­ხა.

რო­მის პაპი ფრან­ცის­კე პირ­ვე­ლია, რო­მელ­მაც ოფი­ცი­ა­ლუ­რად მის­ცა მღვდლებს უფ­ლე­ბა, აბორ­ტის ცოდ­ვა მი­უ­ტე­ვონ ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც ჩა­დე­ნილს ინა­ნი­ე­ბენ. 78 წლის პაპ­მა თა­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ახ­სნა იმით, რომ წირ­ვე­ბის დროს ბევრ ქალს შეხ­ვდა, რო­მელ­საც გულ­ზე ჭრი­ლო­ბად ჰქონ­და ეს მტკივ­ნე­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. აქამ­დე აბორ­ტის ცოდ­ვა, რო­მელ­საც ეკ­ლე­სია მკვლე­ლო­ბას­თან აი­გი­ვებს, მხო­ლოდ ეპარ­ქი­ულ ეპის­კო­პო­სებს შე­ეძ­ლოთ მი­ე­ტე­ვე­ბი­ნათ.

(პა­პის ჩა­ხუ­ტე­ბა მძი­მედ და­ა­ვა­დე­ბულ მა­მა­კაც­თან)

ფრან­ცის­კე ყო­ველ­თვის გუ­ლახ­დი­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. პაპ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში ღა­მის კლუბ­ში დაც­ვა­ში მუ­შა­ობ­და და ე.წ. "ფეის-კონ­ტრო­ლი­ო­რი" იყო. ფრან­ცის­კი წეს­რი­გის დამ­რღვევ სტუმ­რებს ბა­რი­დან ქუ­ჩა­ში ის­ტუმ­რებ­და; მოგ­ვი­ა­ნე­ბით ლი­ტე­რა­ტუ­რი­თა და ფსი­ქო­ლო­გი­ით და­ინ­ტე­რეს­და და გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რო­გორ და­აბ­რუ­ნოს ხალ­ხი ეკ­ლე­სი­ა­ში. (რო­მის პაპი ინ­სტაგ­რამს "იპყრობს" )

და­სავ­ლურ გა­მო­ცე­მებ­ში წე­რენ, რომ ფრან­ცის­კი ყო­ველ ღამე ქუ­ჩა­ში შე­ნიღ­ბუ­ლი გა­დის და მა­თხოვ­რებს ეხ­მა­რე­ბა.

ნანა ჩხა­ი­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

რომის პაპი საქართველოს ეწვევა - საინტერესო ფაქტები ფრანცისკეს შესახებ

რომის პაპი საქართველოს ეწვევა - საინტერესო ფაქტები ფრანცისკეს შესახებ

საქართველოს რომის პაპი ფრანცისკე სექტემბრის ბოლოს ეწვევა. რომის პაპმა მოწვევა საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღო.

რომის 266-ე პაპის არჩევნებში 48 ქვეყნის 115 კარდინალი მონაწილეობდა. მათგან ყველაზე მეტი წარმომადგენელი – 28 კარდინალი იტალიას ჰყავდა, 11 კი აშშ-ს.

ხორხე მარიო ბერგოლიო არგენტინაში 1936 წელს დაიბადა. მისი მამა რკინიგზის მუშაკი იყო იტალიიდან. 1969 წლის 13 დეკემბერს ხორხე მარიო ბერგოლიო არქიეპისკოპოსმა რამონ ხოსე კასტელიანომ აღკვეცა ბერ-მონაზვნად.

1998 წლის 28 თებერვალს კარდინალ ანტონიო კარასინოს მემკვიდრედ დასახელდა. სტატუსი ოფიციალურად 2001 წლის 21 თებერვალს, ვატიკანში, პაპმა იოანე პავლე II-მ უბოძა.

რომის პაპი საუბრობს ესპანურ და იტალიურ ენებზე. პაპის არჩევნებზე 2005 წელს, ხორხე ბერგოლიო ბენედიქტ მეთექვსმეტეს კონკურენტი იყო. ფრანცისკი არის პირველი არაევროპელი პაპი რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში.

(რომის პაპმა ატირებული პატარა დაამშვიდა)

რომის პაპ ფრანცისკეზე დასავლური მედია ხშირად წერს, რომ ის არის მეგობრული (იხ. რომის პაპის გულთბილი ჩახუტება მძიმედ დაავადებულ მამაკაცთან), მხიარული და აქვს იუმორი.

აღსანიშნავია, რომ პაპის ხუმრობები და მრევლთან განსაკუთრებული დამოკიდებულება არაერთხელ გავრცელდა ვირუსულად სხვადასხვა ინტერნეტსაიტებზე. (იხ. რომის პაპთან ერთად, მესა პატარა ბიჭმა "ჩაატარა")

ერთ-ერთ შეხვედრაზე პაპის სიდედრზე ხუმრობამ საზოგადოება აღაფრთოვანა. პაპმა ფრანცისკემ ფილადელფიაში მის სანახავად შეკრებილი ხალხი გაამხიარულა ფრაზით: "ოჯახები, კამათი... ზოგჯერ თეფშები იწყებენ ფრენას და ბავშვები თავის ტკივილს იწვევენ. საერთოდ ჯობს არაფერი ვთქვა სიდედრების შესახებ..." - იხუმრა პაპმა.

(პაპის განცხადებით ცხოველები სამოთხეში ხვდებიან)

ამ ფაქტამდე ცოტა ხნით ადრე პაპის ირგვლივ კიდევ ერთი კურიოზული ისტორია გავრცელდა. ამერიკის კონგრესში პენსილვანიის შტატის პალატის წევრმა რომის პაპის გამოსვლის შემდეგ მისი დატოვებული ჭიქა წყალი მოიპარა. ბობ ბრედიმ ტრიბუნიდან კაბინეტში წაიღო პაპის მიერ ნახევრად მოსმული წყალი.

კაბინეტში ბრედიმ, მისმა მეუღლემ და ორმა თანამშრომელმა თითო ყლუპი მოსვეს პაპის ჭიქიდან და ეს ფაქტი სამახსოვროდ გადაიღეს. დარჩენილი წყალი კონგრესმენმა ბოთლში გადაასხა და საშვილიშვილოდ შეინახა.

რომის პაპი ფრანცისკე პირველია, რომელმაც ოფიციალურად მისცა მღვდლებს უფლება, აბორტის ცოდვა მიუტევონ ქალებს, რომლებიც ჩადენილს ინანიებენ. 78 წლის პაპმა თავის გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ წირვების დროს ბევრ ქალს შეხვდა, რომელსაც გულზე ჭრილობად ჰქონდა ეს მტკივნეული გადაწყვეტილება. აქამდე აბორტის ცოდვა, რომელსაც ეკლესია მკვლელობასთან აიგივებს, მხოლოდ ეპარქიულ ეპისკოპოსებს შეეძლოთ მიეტევებინათ.

(პაპის ჩახუტება მძიმედ დაავადებულ მამაკაცთან)

ფრანცისკე ყოველთვის გულახდილობით გამოირჩევა. პაპმა განაცხადა, რომ სტუდენტობის პერიოდში ღამის კლუბში დაცვაში მუშაობდა და ე.წ. "ფეის-კონტროლიორი" იყო. ფრანცისკი წესრიგის დამრღვევ სტუმრებს ბარიდან ქუჩაში ისტუმრებდა; მოგვიანებით ლიტერატურითა და ფსიქოლოგიით დაინტერესდა და გააცნობიერა, როგორ დააბრუნოს ხალხი ეკლესიაში. (რომის პაპი ინსტაგრამს "იპყრობს" )

დასავლურ გამოცემებში წერენ, რომ ფრანცისკი ყოველ ღამე ქუჩაში შენიღბული გადის და მათხოვრებს ეხმარება.

ნანა ჩხაიძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია