ბოდბელი 29 წლის გურამ მანგოშვილის ნასესხები 300 ლარით დაწყებული დიდი ბიზნესი

ბოდბელი 29 წლის გურამ მანგოშვილის ნასესხები 300 ლარით დაწყებული დიდი ბიზნესი

სიღნაღის რაიონის სოფელ ზემო ბოდბეში მცხოვრები 29 წლის გურამ მანგოშვილი კახეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფერმის მფლობელია. მას 70 ძროხა ჰყავს. ფერმაში 10-მდე ადამიანია დასაქმებული.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურამ მანგოშვილმა უთხრა, მესაქონლეობის ბიზნესი 18 წლის ასაკში, 2 ხბოთი დაიწყო, რომლებიც ნასესხები 300 ლარით შეიძინა. საქონლის გამრავლების შემდეგ ბანკიდან 45 ათასი ლარის აგროსესხი გამოიტანა და ფერმა ააშენა.

"18 წლის რომ გავხდი, ერთ ნაცნობ კაცს ვთხოვე 300 ლარი ესესხებინა. ვუთხარი, თუ ხელს მომიმართავ, ამ სიკეთეს არასოდეს დაგივიწყებ მეთქი. იმ კაცმა მაშინვე გამომიტანა 300 ლარი და მითხრა, რამდენი ხანიც გინდა იმდენხანს გქონდესო. ამ ფულით ბოდბისხევის ბაზარში 2 ხბო ვიყიდე. ძალიან პატარები იყვნენ და რძეს ხელით ვაჭმევდი. ძალიან გვიჭირდა. 10-10 ლარს გვაძლევდნენ ნახირში, ქირაზე დავდიოდით და საქონლისთვის ბალახს ვყიდულობდით. ცოტა ხანში ხბოებმა იმაკეს და 4 გახდნენ. შემდეგ წელს ჩვენი დანაზოგიდან კიდევ 2 ხბო ვიყიდეთ, მომდევნო წელს კიდევ გამრავლდნენ. 15 სულზე რომ ავედით, ბანკიდან 45 ათასი ლარი გამოვიტანე და ფერმა ავაშენეთ. ახლა 70 სული გვყავს. ცოტა ხნის წინ უელსში ვიყავი მესაქონლეობის გამოფენაზე. ახლა ინგლისურს ვსწავლობ და კანადაში ვაპირებ წასვლას, სადაც იქ არსებულ სტანდარტებს გავეცნობი", - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურამ მანგოშვილმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა