საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობდა პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების საქმეზე დაკავებული ვაჟა ლელუაშვილი დაკავებამდე 4 დღით ადრე
რას ამბობდა პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების საქმეზე დაკავებული ვაჟა ლელუაშვილი დაკავებამდე 4 დღით ადრე

პრო­კუ­რა­ტუ­რამ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბის ფაქ­ტზე 5 პირი და­ა­კა­ვა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით უწყე­ბა­ში დღეს სპე­ცი­ა­ლუ­რი ბრი­ფინ­გი გა­ი­მარ­თა. სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად გა­მოვ­ლე­ნილ­ნი არი­ან ის პი­რე­ბი, რო­მელ­თა მიერ გან­ხორ­ცი­ელ­და მიმ­დი­ნა­რე წლის 11 და 14 მარტს ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბა და შე­ნახ­ვა. სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, და­კა­ვე­ბუ­ლია ამ და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე 5 პირი, ერთი პი­რის და­კა­ვე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა, ვი­ნა­ი­დან მი­ე­მა­ლა გა­მო­ძი­ე­ბას, ხოლო ერთ პირს კი და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა

და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რი­საა შს სა­მი­ნის­ტროს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე ვაჟა ლე­ლუ­აშ­ვი­ლი. კუდ-ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, რო­მე­ლიც ბოლო წლე­ბია მე­დი­ას­თან არ გა­მო­ჩე­ნი­ლა, და­კა­ვე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბა­ში ჩა­წე­რა "იმე­დის დრომ".

და­კა­ვე­ბამ­დე ლე­ლუ­აშ­ვი­ლი ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ მას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის მო­პო­ვე­ბა­სა და გავ­რცე­ლე­ბას­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ ჰქონ­და. "წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, ვის შე­იძ­ლე­ბო­და გა­ე­ტა­ნა კუდ-დან ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი. მე ის არა­სო­დეს არ მქო­ნია, არც შე­მი­ნა­ხავს და მი­თუ­მე­ტეს არც გა­მივ­რცე­ლე­ბია" - გა­ნა­ცხა­და ლე­ლუ­აშ­ვილ­მა "იმე­დის დროს­თან" სა­უ­ბარ­ში. მი­სი­ვე თქმით, წარ­მოდ­გე­ნა არ ჰქონ­და, არ­სე­ბობ­და თუ არა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის ას­ლე­ბი.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი 5 პირი და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს. სპი­კერ-პრო­კუ­რორ კოკა კა­ცი­ტა­ძის გან­ცხა­დე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი არ აღი­ა­რე­ბენ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბას ჰყავს მოწ­მე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც იძ­ლე­ვი­ან ჩვე­ნე­ბებს. ამას­თან, კა­ცი­ტა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოწ­მე­ე­ბი უშუ­ა­ლოდ იყ­ვნენ შემ­ხებ­ლო­ბა­ში რო­გორც მა­სა­ლის მო­პო­ვე­ბას­თან, ასე­ვე მონ­ტაჟ­თან.

წა­ი­კი­თხეთ: ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის სქე­მა: რო­გორ გეგ­მავ­დნენ და იღებ­დნენ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ველ კად­რებს სას­ტუმ­რო­ებ­სა და სახ­ლებ­ში

რას ამბობდა პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების საქმეზე დაკავებული ვაჟა ლელუაშვილი დაკავებამდე 4 დღით ადრე

რას ამბობდა პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების საქმეზე დაკავებული ვაჟა ლელუაშვილი დაკავებამდე 4 დღით ადრე

პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 5 პირი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებაში დღეს სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად გამოვლენილნი არიან ის პირები, რომელთა მიერ განხორციელდა მიმდინარე წლის 11 და 14 მარტს ინტერნეტსივრცეში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების უკანონოდ მოპოვება და შენახვა. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულია ამ დანაშაულში მონაწილე 5 პირი, ერთი პირის დაკავება ვერ მოხერხდა, ვინაიდან მიემალა გამოძიებას, ხოლო ერთ პირს კი დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება

დაკავებულებს შორისაა შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ვაჟა ლელუაშვილი. კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ბოლო წლებია მედიასთან არ გამოჩენილა, დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე საქალაქო სასამართლოს შენობაში ჩაწერა "იმედის დრომ".

დაკავებამდე ლელუაშვილი ირწმუნებოდა, რომ მას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვებასა და გავრცელებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. "წარმოდგენა არ მაქვს, ვის შეიძლებოდა გაეტანა კუდ-დან ეს ჩანაწერები. მე ის არასოდეს არ მქონია, არც შემინახავს და მითუმეტეს არც გამივრცელებია" - განაცხადა ლელუაშვილმა "იმედის დროსთან" საუბარში. მისივე თქმით, წარმოდგენა არ ჰქონდა, არსებობდა თუ არა პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების ასლები.

პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების ფაქტზე დაკავებული 5 პირი დანაშაულს არ აღიარებს. სპიკერ-პროკურორ კოკა კაციტაძის განცხადებით, დაკავებული პირები არ აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს, თუმცა გამოძიებას ჰყავს მოწმეები, რომლებიც იძლევიან ჩვენებებს. ამასთან, კაციტაძის ინფორმაციით, მოწმეები უშუალოდ იყვნენ შემხებლობაში როგორც მასალის მოპოვებასთან, ასევე მონტაჟთან.

წაიკითხეთ: ფარული ჩანაწერების სქემა: როგორ გეგმავდნენ და იღებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს სასტუმროებსა და სახლებში

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ