სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 04:18-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 07:02-ზე, მთვარე ტყუპშია – ჰარმონიული და მარტივი დღეა, სიყვარულის, პატიებისა და მიღების. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. თუმცა, ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. საღამოსკენ გაუმკლავდით ფინანსურ საკითხებს. გადაიხადეთ ვალები. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. დღეს არ შექმნათ ოჯახი. საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წერს შალვა რამიშვილის მეუღლე ქმრის გარშემო აგორებულ სკანდალზე
რას წერს შალვა რამიშვილის მეუღლე ქმრის გარშემო აგორებულ სკანდალზე

მსა­ხი­ო­ბი თა­თია სამ­ხა­რა­ძე შალ­ვა რა­მიშ­ვილს მის მი­მართ სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის შე­ვიწ­რო­ე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო მსა­ხი­ო­ბი ჟურ­ნა­ლის­ტის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნას გეგ­მავს. "იმე­დი­დან" რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი კი დღეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­კი­თხვა­ზე მი­ვი­და. რო­გორც რა­მიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, საქ­მე­ზე ძი­ე­ბა ორი დღის წინ მის მიერ შე­ტა­ნი­ლი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე არის და­წყე­ბუ­ლი. ტე­ლე­წამ­ყვა­ნი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მე­უღ­ლე­სა და ად­ვო­კატ­თან ერ­თად მი­ვი­და.

ქმრის ირ­გვლივ აგო­რე­ბულ სკან­დალს ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა ტე­ლე­წამ­ყვა­ნის მე­უღ­ლე, ხა­ტია ეკი­ზაშ­ვი­ლი: "ჩემო მე­გობ­რე­ბო! გარ­წმუ­ნებთ, თქვენ­ზე არა­ნაკ­ლებ, თუ მე­ტად არა, ვარ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ამ საქ­მე­ზე სი­მარ­თლის დად­გე­ნით. თუ წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი ვერ და­ამ­ტკი­ცა ბრალ­მდე­ბელ­მა, მა­შინ ცხა­დია რომ ად­გი­ლი აქვს ჩემი მე­უღ­ლის ღირ­სე­ბი­სა და რე­პუ­ტა­ცი­ის შემ­ლახ­ველ, ბინ­ძურ ცი­ლისმწა­მებ­ლურ კამ­პა­ნი­ას.

ამ ეტაპ­ზე, ვე­ლო­დე­ბით ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" მიერ შალ­ვას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ზე­ზის და­სა­ხე­ლე­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებს, რო­მელ­თა არ­სე­ბო­ბაც ვრცელ­დე­ბა... ეს ჩა­ნა­წე­რი სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­თან ერ­თად წა­რედ­გი­ნე­ბა შე­სა­ბა­მის სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­სა ან/და სა­სა­მარ­თლოს და მხო­ლოდ შემ­დგომ გა­ირ­კვე­ვა, შე­ი­ცავს თუ არა იგი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს. მა­ნამ­დე კი და­ვე­ლო­დოთ მოვ­ლე­ნა­თა გან­ვი­თა­რე­ბას", - წერს ეკი­ზაშ­ვი­ლი პოს­ტში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

რას წერს შალვა რამიშვილის მეუღლე ქმრის გარშემო აგორებულ სკანდალზე

რას წერს შალვა რამიშვილის მეუღლე ქმრის გარშემო აგორებულ სკანდალზე

მსახიობი თათია სამხარაძე შალვა რამიშვილს მის მიმართ სექსუალური ხასიათის შევიწროებაში ადანაშაულებს. აღნიშნულის გამო მსახიობი ჟურნალისტის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. "იმედიდან" რამდენიმე დღის წინ გათავისუფლებული შალვა რამიშვილი კი დღეს პროკურატურაში დაკითხვაზე მივიდა. როგორც რამიშვილმა აღნიშნა, საქმეზე ძიება ორი დღის წინ მის მიერ შეტანილი განცხადების საფუძველზე არის დაწყებული. ტელეწამყვანი პროკურატურაში მეუღლესა და ადვოკატთან ერთად მივიდა.

ქმრის ირგვლივ აგორებულ სკანდალს ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება ტელეწამყვანის მეუღლე, ხატია ეკიზაშვილი: "ჩემო მეგობრებო! გარწმუნებთ, თქვენზე არანაკლებ, თუ მეტად არა, ვარ დაინტერესებული ამ საქმეზე სიმართლის დადგენით. თუ წამოყენებული ბრალდებები ვერ დაამტკიცა ბრალმდებელმა, მაშინ ცხადია რომ ადგილი აქვს ჩემი მეუღლის ღირსებისა და რეპუტაციის შემლახველ, ბინძურ ცილისმწამებლურ კამპანიას.

ამ ეტაპზე, ველოდებით ტელეკომპანია "იმედის" მიერ შალვას გათავისუფლების მიზეზის დასახელებას. რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებს, რომელთა არსებობაც ვრცელდება... ეს ჩანაწერი სხვა მტკიცებულებებთან ერთად წარედგინება შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებსა ან/და სასამართლოს და მხოლოდ შემდგომ გაირკვევა, შეიცავს თუ არა იგი დანაშაულის ნიშნებს. მანამდე კი დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას", - წერს ეკიზაშვილი პოსტში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს