თბილისის ზღვაზე ახალი ზოოპარკი დაახლოებით 48 ჰექტარ ფართობზე განთავსდება. 13-14 ივნისის სტიქიის შემდეგ ზოოპარკის დიდი ნაწილი წყლით დაიტბორა, განადგურდა ვოლიერები და დაიღუპა ათობით ცხოველი. მას შემდეგ დედაქალაქის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისის ზღვაზე მოეწყობა ახალი, ბევრად დიდი და ფუნქციურად დატვრითული ზოოპარკი.
როგორც ALLNEWS.GE-ს მერიაში განუცხადეს, თბილისის ზღვაზე ზოოპარკისთვის შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე პირველი ვოლიერების მშენებლობა იწყება.
"GIZ -ის გრანტით იწყება დათვებისა და მგლების ვოლიერის მშენებლობა. რასაც მოყვება ირმებისა და ნიამორების ვოლიერის მშენებლობა. ზოოპარკს აქვს "არუპ ჰასელის" მიერ მომზადებული კონცეფცია და ჰოლანდიელი არქიტექტორის ერიკ ფონ ფლიტის მიერ მომზადებული სქემა. იხილეთ გაგრძელება