სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ქალი, რომელმაც თამარ მეფე განასახიერა - პირველი ფილმი საქართველოს "ოქროს ხანის" მონარქზე
ვინ არის ქალი, რომელმაც თამარ მეფე განასახიერა - პირველი ფილმი საქართველოს "ოქროს ხანის" მონარქზე

"მე ვარ ანა მა­ტუ­აშ­ვი­ლი, თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი. ვარ ასე­ვე დიდ­თვა­ლე­ბა ნი­ნის დედა. მყავს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მშობ­ლე­ბი, ძმა და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის ჩემ გვერ­დით არის", - ასე გა­მეც­ნო რეს­პონ­დენ­ტი, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი თა­ვის წარ­დგე­ნა ვთხო­ვე.

ცოტა ხნის წინ მას სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო ამო­ცა­ნის შეს­რუ­ლე­ბა მო­უხ­და - სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად თა­მარ მე­ფე­ზე გა­და­ღე­ბულ მხატ­ვრულ-დო­კუ­მენ­ტურ ფილმში ქარ­თვე­ლი დი­დე­ბუ­ლი მე­ფის როლი შე­ას­რუ­ლა. მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სი­ას 1999 წელს შე­უდ­გა, რო­დე­საც თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა და რეზო ჩხე­ი­ძის სა­ხე­ლოს­ნო­ში მოხ­ვდა. ეს იყო პირ­ვე­ლი კი­ნო­სამ­სა­ხი­ო­ბო ჯგუ­ფი. ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, დე­ბი­უ­ტი რუს­თა­ვე­ლის "თე­ატ­რა­ლურ სარ­დაფ­ში" გოგი ქავ­თა­რა­ძის სპექ­ტაკლში - "მე ვხე­დავ მზეს" შედ­გა, სა­დაც ქეთო მა­მი­დას თა­მა­შობ­და. შემ­დე­გი ნა­მუ­შე­ვა­რი ისევ "სარ­დაფ­ში", ისევ გოგი ქავ­თა­რა­ძის სპექ­ტაკ­ლი "ვთა­მა­შობთ ჩე­ხოვს" (რა­ნევ­სკა­ია) იყო, მერე კი ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რში, ნუგ­ზარ ლორ­თქი­ფა­ნი­ძის სპექ­ტაკლ - "ვე­რა­გო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი" (ლედი მილ­ფორ­დი) გა­მოჩ­ნდა. დღეს ის თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია და ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ო­ნის წარ­მოდ­გე­ნა­ში - "გა­ზა­ფხუ­ლი მა­ინც მოვა" თა­მა­შობს. ეს მხო­ლოდ ის­ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რი­თაც ამ თე­ატ­რე­ბის სცე­ნებ­ზე პირ­ვე­ლად წარ­სდგა.

იხი­ლეთ ფილ­მის თრე­ი­ლე­რი

"ამ წარ­მოდ­გე­ნებს ბევ­რი, ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სპექ­ტაკ­ლი და როლი მოჰ­ყვა არა­ერთ სა­ინ­ტე­რე­სო რე­ჟი­სორ­თან და აი, თან­და­თან ჩა­ვე­ბი თე­ატ­რა­ლურ ფერ­ხულ­ში" - ამ­ბობს ანა.

- ცოტა ხნის წინ, რე­ჟი­სორ­მა ლე­ვან ლო­მაშ­ვილ­მა გა­და­ი­ღო მხატ­ვრლ-დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი - "თა­მა­რი", რო­მე­ლიც ჩვენს სა­ხე­ლო­ვან მე­ფეს მი­უ­ძღვნა. ამ სუ­რათ­ში მთა­ვა­რი როლი გერ­გოთ, თა­მა­რი განსა­ხი­ე­რეთ. თა­ვი­დან რო­გორ შეხ­ვდით ამ წი­ნა­დაებას? ად­ვი­ლად და­თან­ხმდით?

- რომ გი­თხრათ, რო­დე­საც შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ვი­ღე მა­შინ­ვე სი­ხა­რუ­ლით ავი­ტა­ცე ეს წი­ნა­და­დე­ბა-მეთ­ქი, ტყუ­ი­ლი იქ­ნე­ბა. ალ­ბათ ეს რე­აქ­ცია ბუ­ნებ­რი­ვიც იყო. გავ­ვოც­დი და შევ­შინ­დი. მე და ლე­ვა­ნი ერ­თმა­ნეთს არ ვიც­ნობ­დით. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, უცებ მო­დის ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სო­რი იმ იდე­ით, რომ თა­მარ მე­ფე­ზე ფილ­მის გა­და­ღე­ბა სურს და თა­მა­რის როლ­ზე მის წარ­მო­სახ­ვა­ში მე მო­ვი­აზ­რე­ბი. ამ ფაქ­ტმა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სა­შინ­ლად და­მაბ­ნია. მახ­სოვს, ლე­ვანს დრო ვთხო­ვე მო­სა­ფიქ­რებ­ლად, თუმ­ცა გუ­ლის სიღ­რმე­ში, ირი­ა­ლუ­რად აღ­ვიქ­ვამ­დი ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და ვა­ღი­ა­რებ, რომ ამით გარ­კვე­ულ­წი­ლად თავ­საც ვიმ­შვი­დებ­დი. მაგ­რამ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი ლე­ვან­თან ერ­თად, იმ­დე­ნად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი და მომ­ზა­დე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, რომ ამ შე­მარ­თე­ბამ ჩემ­ში გა­ჩე­ნი­ლი პირ­ვე­ლი ემო­ცია სულ გა­და­ფა­რა. ისი­ნი ყვე­ლა­ნი­რად მზად იყ­ვნენ და იმ­დე­ნად და­მა­ჯე­რებ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ, რომ ამან ძალა მომ­ცა. ამი­ტომ მათი სა­ო­ცა­რი ენ­თუ­ზი­აზ­მის სა­პა­სუ­ხოდ, ჩემ­ში გა­ჩე­ნილ ყვე­ლა დაბ­რკო­ლე­ბას გა­და­ვა­ბი­ჯე და საქ­მე­ში მათ­სა­ვით ჩა­ვე­ბი. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი ფილმზე ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და. ფილ­მი შე­მეც­ნე­ბით-დო­კუ­მენ­ტურ ხა­სი­ათს ატა­რებს, რო­მელ­შიც ასა­ხუ­ლია თა­მარ მე­ფის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე საკ­ვან­ძო მხატ­ვრუ­ლი სცე­ნა.

- რო­დე­საც უკვე და­თან­ხმდით, რა იყო მუ­შა­ო­ბი­სას თქვენ­თვის მთა­ვა­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი?

- უპირ­ვე­ლე­სი და უმ­თავ­რე­სი ფაქ­ტო­რი იყო, და­კის­რე­ბულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე თა­ვის სწო­რად გარ­თმე­ვა.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "სულ რომ მელ გიბ­სონს გა­და­ე­ღო, ყვე­ლა ფილმში შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც მო­გე­წო­ნოს, ან - არა" - რო­გორ გა­და­ი­ღეს პირ­ვე­ლი ფილ­მი თა­მარ მე­ფე­ზე

- როლ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას რა სირ­თუ­ლე­ე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა?

- რა საკ­ვირ­ვე­ლია, სირ­თუ­ლე­ებს ვერ ავ­ცდე­ბო­დი. ყვე­ლა როლი ერ­თნა­ი­რად რთუ­ლია, რო­დე­საც პირ­ვე­ლად იწყებ მას­თან შე­ხე­ბას და მის სრულ­ყო­ფამ­დე უამ­რავ დაბ­რკო­ლე­ბას­თან გი­წევს ჭი­დი­ლი. ლი­ტე­რა­ტუ­რა გაძ­ლევს ფრე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას, მაგ­რამ რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა ის­ტო­რი­ულ გმირს, ფე­ნო­მენს, თა­მარ მე­ფეს, სა­დაც არ გაქვს უფ­ლე­ბა, იყო თა­ვი­სუ­ფა­ლი, ყვე­ლა ნი­უ­ან­სი და დე­ტა­ლიც კი სიფრ­თხი­ლეს მო­ი­თხოვს: არა­ვი­თა­რი იმპრო­ვი­ზა­ცია და სა­კუ­თა­რი აღ­ქმა, ამ შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ფე­რი გათ­ვლი­ლია და მკაც­რად დად­გე­ნილ ჩარ­ჩო­ებ­ში გიხ­დე­ბა მოქ­მე­დე­ბა.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლას თა­ვის თა­მა­რი ჰყავს. რო­გო­რი წარ­მო­გედ­გი­ნათ მა­ნამ­დე ეს მეფე?

- თა­მარ მეფე პირ­ვე­ლი ქალი მო­ნარ­ქი გახ­ლავთ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, რომ­ლის მე­ფო­ბა­საც არა­ერ­თი გა­მარ­ჯვე­ბა უკავ­შირ­დე­ბა. მისი ეპო­ქა, ის­ტო­რი­ამ რო­გორც ოქ­როს ხანა, ისე შე­მოგ­ვი­ნა­ხა. სა­ოც­რად ჰუ­მა­ნუ­რი, ღვთის­ნი­ე­რი და პროგ­რე­სუ­ლად მო­აზ­როვ­ნე მეფე გახ­ლდათ.

- რო­გო­რია თქვენ მიერ გა­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი თა­მა­რი?

- ფილმში თა­მა­რის ცხოვ­რე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თე­მაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ახალ­გაზ­რდა თა­მა­რი, რომ­ლის ბედ­საც მის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად წყვე­ტენ. მეფე თა­მა­რი, ყუ­თ­ლუ-არსლან­თან შეთ­ქმუ­ლე­ბის სა­პა­სუ­ხოდ და სი­ნა­ნულ­ში მყო­ფი თა­მა­რი, მო­ძღვარ­თან. მხატ­ვრუ­ლი სცე­ნე­ბის ამ ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩემ მიერ გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი თა­მა­რი ახალ­გაზ­რდა, ძლი­ე­რი, ენერ­გი­უ­ლი, ემო­ცი­უ­რი, ღვთის­ნი­ე­რი, სევ­დი­ა­ნი, სი­ნა­ნულ­ში მყო­ფი და სა­ოც­რად ჰუ­მა­ნუ­რი პი­როვ­ნე­ბაა.

- რას და­ეყ­რდე­ნით და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მისი რო­მე­ლი პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბი წა­მოს­წი­ეთ წინ?

- იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ გა­და­ღე­ბე­ბის და­წყე­ბამ­დე რე­ჟი­სო­რი და სცე­ნა­რის­ტე­ბი, ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ის­ტო­რი­კო­სებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ებს გა­დი­ოდ­ნენ, ვფიქ­რობ, ამ მხრივ ფილ­მის არამ­ხატ­ვრუ­ლი ნა­წი­ლი, ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტუ­რი წე­სის დაც­ვი­თაა გა­და­ღე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა მხატ­ვრულ ნა­წილს, აქ რა საკ­ვირ­ვე­ლია, სხვა­დას­ხვა აზრი გაჩ­ნდე­ბა. ეს ბუ­ნებ­რი­ვია. "სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლას თა­ვი­სი თა­მარ მეფე ჰყავს" ფილ­მის ერთ-ერთი გმი­რის ეს ფრა­ზა ვფიქ­რობ, ზუს­ტად მე­ტყვე­ლებს ფილ­მის მთა­ვარ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე და იმა­ზე, თუ რო­გო­რია რე­ჟი­სო­რის მიერ და­ნა­ხუ­ლი მეფე თა­მა­რი.

- რო­გო­რი მო­ლო­დი­ნი გაქვთ, ფარ­თო მა­ყუ­რე­ბე­ლი ამ ნა­მუ­შე­ვარს რო­გორ მი­ი­ღებს?

- არ ვიცი, ეს იყო ძა­ლი­ან რთუ­ლი, სა­რის­კო და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო გა­მოწ­ვე­ვა და ჩემ­თვის ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, სა­ჭი­რო გა­მოც­დი­ლე­ბა. მად­ლო­ბა მთელ შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფს...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა

ვინ არის ქალი, რომელმაც თამარ მეფე განასახიერა - პირველი ფილმი საქართველოს "ოქროს ხანის" მონარქზე

ვინ არის ქალი, რომელმაც თამარ მეფე განასახიერა - პირველი ფილმი საქართველოს "ოქროს ხანის" მონარქზე

"მე ვარ ანა მატუაშვილი, თუმანიშვილის თეატრის მსახიობი. ვარ ასევე დიდთვალება ნინის დედა. მყავს არაჩვეულებრივი მშობლები, ძმა და საყვარელი ადამიანი, რომელიც ყოველთვის ჩემ გვერდით არის", - ასე გამეცნო რესპონდენტი, რომელსაც საკუთარი თავის წარდგენა ვთხოვე.

ცოტა ხნის წინ მას საპასუხისმგებლო ამოცანის შესრულება მოუხდა - საქართველოში პირველად თამარ მეფეზე გადაღებულ მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმში ქართველი დიდებული მეფის როლი შეასრულა. მსახიობის პროფესიას 1999 წელს შეუდგა, როდესაც თეატრალურ უნივერსტეტში ჩააბარა და რეზო ჩხეიძის სახელოსნოში მოხვდა. ეს იყო პირველი კინოსამსახიობო ჯგუფი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, დებიუტი რუსთაველის "თეატრალურ სარდაფში" გოგი ქავთარაძის სპექტაკლში - "მე ვხედავ მზეს" შედგა, სადაც ქეთო მამიდას თამაშობდა. შემდეგი ნამუშევარი ისევ "სარდაფში", ისევ გოგი ქავთარაძის სპექტაკლი ''ვთამაშობთ ჩეხოვს" (რანევსკაია) იყო, მერე კი ახმეტელის თეატრში, ნუგზარ ლორთქიფანიძის სპექტაკლ - "ვერაგობა და სიყვარული" (ლედი მილფორდი) გამოჩნდა. დღეს ის თუმანიშვილის თეატრის მსახიობია და ნუგზარ ბაგრატიონის წარმოდგენაში - "გაზაფხული მაინც მოვა" თამაშობს. ეს მხოლოდ ისჩამონათვალია, რითაც ამ თეატრების სცენებზე პირველად წარსდგა.

იხილეთ ფილმის თრეილერი

"ამ წარმოდგენებს ბევრი, ჩემთვის მნიშვნელოვანი სპექტაკლი და როლი მოჰყვა არაერთ საინტერესო რეჟისორთან და აი, თანდათან ჩავები თეატრალურ ფერხულში" - ამბობს ანა.

- ცოტა ხნის წინ, რეჟისორმა ლევან ლომაშვილმა გადაიღო მხატვრლ-დოკუმენტური ფილმი - "თამარი", რომელიც ჩვენს სახელოვან მეფეს მიუძღვნა. ამ სურათში მთავარი როლი გერგოთ, თამარი განსახიერეთ. თავიდან როგორ შეხვდით ამ წინადაებას? ადვილად დათანხმდით?

- რომ გითხრათ, როდესაც შემოთავაზება მივიღე მაშინვე სიხარულით ავიტაცე ეს წინადადება-მეთქი, ტყუილი იქნება. ალბათ ეს რეაქცია ბუნებრივიც იყო. გავვოცდი და შევშინდი. მე და ლევანი ერთმანეთს არ ვიცნობდით. წარმოიდგინეთ, უცებ მოდის ახალგაზრდა რეჟისორი იმ იდეით, რომ თამარ მეფეზე ფილმის გადაღება სურს და თამარის როლზე მის წარმოსახვაში მე მოვიაზრები. ამ ფაქტმა, რასაკვირველია, საშინლად დამაბნია. მახსოვს, ლევანს დრო ვთხოვე მოსაფიქრებლად, თუმცა გულის სიღრმეში, ირიალურად აღვიქვამდი ამ პროექტის განხორციელებას და ვაღიარებ, რომ ამით გარკვეულწილად თავსაც ვიმშვიდებდი. მაგრამ შემოქმედებითი ჯგუფი ლევანთან ერთად, იმდენად მობილიზებული და მომზადებული აღმოჩნდა, რომ ამ შემართებამ ჩემში გაჩენილი პირველი ემოცია სულ გადაფარა. ისინი ყველანირად მზად იყვნენ და იმდენად დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ, რომ ამან ძალა მომცა. ამიტომ მათი საოცარი ენთუზიაზმის საპასუხოდ, ჩემში გაჩენილ ყველა დაბრკოლებას გადავაბიჯე და საქმეში მათსავით ჩავები. შემოქმედებითი ჯგუფი ფილმზე ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. ფილმი შემეცნებით-დოკუმენტურ ხასიათს ატარებს, რომელშიც ასახულია თამარ მეფის შესახებ რამდენიმე საკვანძო მხატვრული სცენა.

- როდესაც უკვე დათანხმდით, რა იყო მუშაობისას თქვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანი?

- უპირველესი და უმთავრესი ფაქტორი იყო, დაკისრებულ პასუხისმგებლობაზე თავის სწორად გართმევა.

ასევე წაიკითხეთ: "სულ რომ მელ გიბსონს გადაეღო, ყველა ფილმში შეიძლება რაღაც მოგეწონოს, ან - არა" - როგორ გადაიღეს პირველი ფილმი თამარ მეფეზე

- როლზე მუშაობისას რა სირთულეები გამოიკვეთა?

- რა საკვირველია, სირთულეებს ვერ ავცდებოდი. ყველა როლი ერთნაირად რთულია, როდესაც პირველად იწყებ მასთან შეხებას და მის სრულყოფამდე უამრავ დაბრკოლებასთან გიწევს ჭიდილი. ლიტერატურა გაძლევს ფრენის საშუალებას, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ისტორიულ გმირს, ფენომენს, თამარ მეფეს, სადაც არ გაქვს უფლება, იყო თავისუფალი, ყველა ნიუანსი და დეტალიც კი სიფრთხილეს მოითხოვს: არავითარი იმპროვიზაცია და საკუთარი აღქმა, ამ შემთხვევაში ყველაფერი გათვლილია და მკაცრად დადგენილ ჩარჩოებში გიხდება მოქმედება.

- საქართველოში ყველას თავის თამარი ჰყავს. როგორი წარმოგედგინათ მანამდე ეს მეფე?

- თამარ მეფე პირველი ქალი მონარქი გახლავთ საქართველოს ისტორიაში, რომლის მეფობასაც არაერთი გამარჯვება უკავშირდება. მისი ეპოქა, ისტორიამ როგორც ოქროს ხანა, ისე შემოგვინახა. საოცრად ჰუმანური, ღვთისნიერი და პროგრესულად მოაზროვნე მეფე გახლდათ.

- როგორია თქვენ მიერ გასახიერებული თამარი?

- ფილმში თამარის ცხოვრებიდან რამდენიმე საინტერესო და მნიშვნელოვანი თემაა გამოყენებული. ახალგაზრდა თამარი, რომლის ბედსაც მისგან დამოუკიდებლად წყვეტენ. მეფე თამარი, ყუთლუ-არსლანთან შეთქმულების საპასუხოდ და სინანულში მყოფი თამარი, მოძღვართან. მხატვრული სცენების ამ ჩამონათვალიდან გამომდინარე, ჩემ მიერ განსახიერებული თამარი ახალგაზრდა, ძლიერი, ენერგიული, ემოციური, ღვთისნიერი, სევდიანი, სინანულში მყოფი და საოცრად ჰუმანური პიროვნებაა.

- რას დაეყრდენით და აქედან გამომდინარე, მისი რომელი პიროვნული თვისებები წამოსწიეთ წინ?

- იქიდან გამომდინარე, რომ გადაღებების დაწყებამდე რეჟისორი და სცენარისტები, ერთი წლის განმავლობაში, ისტორიკოსებთან კონსულტაციებს გადიოდნენ, ვფიქრობ, ამ მხრივ ფილმის არამხატვრული ნაწილი, ყველა დოკუმენტური წესის დაცვითაა გადაღებული. რაც შეეხება მხატვრულ ნაწილს, აქ რა საკვირველია, სხვადასხვა აზრი გაჩნდება. ეს ბუნებრივია. "საქართველოში ყველას თავისი თამარ მეფე ჰყავს" ფილმის ერთ-ერთი გმირის ეს ფრაზა ვფიქრობ, ზუსტად მეტყველებს ფილმის მთავარ მიმართულებაზე და იმაზე, თუ როგორია რეჟისორის მიერ დანახული მეფე თამარი.

- როგორი მოლოდინი გაქვთ, ფართო მაყურებელი ამ ნამუშევარს როგორ მიიღებს?

- არ ვიცი, ეს იყო ძალიან რთული, სარისკო და საპასუხისმგებლო გამოწვევა და ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანი, საჭირო გამოცდილება. მადლობა მთელ შემოქმედებით ჯგუფს...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"ანეგდოტია, როცა ექიმები, რომელთაც COVID-19-ს კუთხით ჯერ არაფერი გაუკეთებიათ, ითხოვენ სხვების გადადგომას" - ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს

"გაცნობიდან 2 თვეში ხელი მთხოვა, რთული იყო გადაწყვეტილების მიღება" - ოტია იოსელიანის შვილიშვილის სიყვარულის ამბავი და ცხოვრება მწერლის მუზეუმში

იწვევს თუ არა "მოდერნას" ვაქცინა ალერგიას ადამიანებში, ვისაც ფილერი აქვს გაკეთებული? - რას ამბობს კულუმბეგოვი გავრცელებულ ინფორმაციაზე