ალბათ ყველა ჩვენგანს გვიოცნებია, ერთხელ მაინც ”დისნეილენდში” მოხვედრაზე. ეს ის ადგილია, რომელიც ბავშვების ოცნებებით შეიქმნა. გასართობი პარკი პირველად 1955 წლის 17 ივლისს გახსნეს.
პარკი 160 აკრ მიწაზე გაშენდა და 17 მილიონი დოლარი დაჯდა, რის გამოც ის ”ყველაზე მდიდრულ გასართობ პარკად” დასახელდა პლანეტაზე. თუმცა გახსნის დღე სრული ფიასკოთი დასრულდა. საცობი საათების განმავლობაში გაგრძელდა, ცნობილი სტუმრების მოსვლა გვიანდებოდა. ძალიან ცხელოდა, შადრევნებიდან თბილი წყალი მოდიოდა. და ამას დამატებული - ბუნებრივმა აირმაც გაჟონა.
ზოგი მშობელი მაღალი ფასის გამო იყო უკმაყოფილო. ”დისნეიში გადაწყვიტეს, რომ ბავშვზე 2 დოლარი ნორმალური ფასი იყო თავიანთი 17 მილიონიანი საოცრებათა ქვეყნის დასათვალიერებლად. თუმცა დედებმა აღნიშნეს, რომ ორჯერ მეტის გაკეთება იყო საჭირო ბავშვების გასართობად”, - წერდა ჟურნალი ”ლაიფი” გახსნის დღეს. დღეისათვის ბავშვისთვის ”დისნეილენდის” მონახულება 93 დოლარი ღირს.
მომზადებულია time.com-ს მიხედვით.