10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„როცა შენი ახალგაზრდები ნიჩბით დახოცეს, 9 აპრილს პეტერბურგში კონცერტის გამართვა უსინდისობაა“ - დავით ოქიტაშვილი „მგზავრებს“ აკრიტიკებს
„როცა შენი ახალგაზრდები ნიჩბით დახოცეს, 9 აპრილს პეტერბურგში კონცერტის გამართვა უსინდისობაა“ - დავით ოქიტაშვილი „მგზავრებს“ აკრიტიკებს

"ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია ამ დღეს სიმ­ღე­რა იმ ქვე­ყა­ნა­ში, რო­მელ­მაც და­არ­ბია და და­ხო­ცა მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი"- ამის შე­სა­ხებ და­ვით ოქი­ტაშ­ვილ­მა გა­და­ცე­მა "პრი­ო­რი­ტე­ტებ­ში", პირ­და­პირ ეთერ­ში ჩარ­თვის დროს გა­ნა­ცხა­და.

კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის პრე­ზი­დენ­ტი ჯგუფ "მგზავ­რე­ბის" მიერ 9 აპ­რილს პე­ტერ­ბურ­გში კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვას მის­თვის მი­უ­ღე­ბელს ფაქტს უწო­დებს და აცხა­დებს, რომ მა­შინ, რო­დე­საც ახალ­გაზ­რდე­ბი ნიჩ­ბით და­ხო­ცეს, 9 აპ­რილს პე­ტერ­ბურ­გში კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვა უსინ­დი­სო­ბაა.

"ნე­ბის­მი­ე­რი მო­ქა­ლა­ქის­თვის 9 აპ­რი­ლი არის ტრა­გე­დია, არა­ვინ არაა რა­ღა­ცის წი­ნა­აღ­მდე­გი, მაგ­რამ ამ დღეს არ უნდა გა­ე­მარ­თათ კონ­ცერ­ტი. ესაა სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე ტრა­გი­კუ­ლი ის­ტო­რი­ის ფურ­ცე­ლი იმ ტრა­გე­დი­ა­თა შო­რის, რაც სა­ქარ­თვე­ლომ გა­და­ი­ტა და რო­დე­საც ამას ერი დღემ­დე გლო­ვობს და ჭრი­ლო­ბა დღემ­დე მო­უ­შუ­შე­ბე­ლია, შენ ამ დღეს უმ­ღე­რო ოკუ­პანტს, ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია.

ყვე­ლამ იცის ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ხე­ლო­ვა­ნე­ბის მი­მართ, მაგ­რამ მე ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი 9 აპ­რილს ამ კონ­ცერ­ტის ჩა­ტა­რე­ბას. მათ თა­ვი­ანთ ის­ტო­რი­ა­ში ცუდი ფურ­ცე­ლი ჩა­წე­რეს და სა­ნამ გვი­ან არ არის ვურ­ჩევ­დი, უარი თქვან ამ კონ­ცერ­ტის 9 აპ­რილს ჩა­ტა­რე­ბა­ზე და გა­და­დონ ის სხვა დღეს. როცა პრო­დი­უ­სე­რი უძღვე­ბა ჯგუფს, ის მა­ინც უნდა იცო­დეს, რომ ეს დღე ერთ-ერთი ძიმე ფურ­ცე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში და არ უნდა ჩა­აგ­დო ჯგუ­ფი ასეთ უხერ­ხულ ვი­თა­რე­ბა­ში, თუ ეს პრო­დი­უ­სე­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. დამ­თხვე­ვე­ბი არ ხდე­ბა, როცა კონ­ცერ­ტი იგეგ­მე­ბა, ჭკვი­ა­ნი პრო­დი­უ­სე­რი ნე­ბის­მი­ერ თა­რიღს აკ­ვირ­დე­ბა, რო­დის არის შე­საძ­ლე­ბე­ლი და რო­დის არა კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვა. მე მათ მო­ვუ­წო­დებ, გა­და­დონ ეს კონ­ცერ­ტი, სა­ნამ გვი­ან არ არის", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ოქი­ტაშ­ვილ­მა.

ასე­ვე იხი­ლეთ: "ად­ვი­ლია ოთახ­ში შე­კე­ტილ­მა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პუ­ტინს აგი­ნო" - ნინი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვი­ლის მწვა­ვე პა­სუ­ხი "მგზავ­რე­ბის" კრი­ტი­კო­სებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

„როცა შენი ახალგაზრდები ნიჩბით დახოცეს, 9 აპრილს პეტერბურგში კონცერტის გამართვა უსინდისობაა“ - დავით ოქიტაშვილი „მგზავრებს“ აკრიტიკებს

„როცა შენი ახალგაზრდები ნიჩბით დახოცეს, 9 აპრილს პეტერბურგში კონცერტის გამართვა უსინდისობაა“ - დავით ოქიტაშვილი „მგზავრებს“ აკრიტიკებს

"ჩემთვის მიუღებელია ამ დღეს სიმღერა იმ ქვეყანაში, რომელმაც დაარბია და დახოცა მშვიდობიანი მოქალაქეები"- ამის შესახებ დავით ოქიტაშვილმა გადაცემა "პრიორიტეტებში", პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს განაცხადა.

კულტურის პალატის პრეზიდენტი ჯგუფ ,,მგზავრების" მიერ 9 აპრილს პეტერბურგში კონცერტის გამართვას მისთვის მიუღებელს ფაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ მაშინ, როდესაც ახალგაზრდები ნიჩბით დახოცეს, 9 აპრილს პეტერბურგში კონცერტის გამართვა უსინდისობაა.

,,ნებისმიერი მოქალაქისთვის 9 აპრილი არის ტრაგედია, არავინ არაა რაღაცის წინააღმდეგი, მაგრამ ამ დღეს არ უნდა გაემართათ კონცერტი. ესაა საქართველოს ყველაზე ტრაგიკული ისტორიის ფურცელი იმ ტრაგედიათა შორის, რაც საქართველომ გადაიტა და როდესაც ამას ერი დღემდე გლოვობს და ჭრილობა დღემდე მოუშუშებელია, შენ ამ დღეს უმღერო ოკუპანტს, ჩემთვის მიუღებელია.

ყველამ იცის ჩემი დამოკიდებულება ხელოვანების მიმართ, მაგრამ მე ვეწინააღმდეგები 9 აპრილს ამ კონცერტის ჩატარებას. მათ თავიანთ ისტორიაში ცუდი ფურცელი ჩაწერეს და სანამ გვიან არ არის ვურჩევდი, უარი თქვან ამ კონცერტის 9 აპრილს ჩატარებაზე და გადადონ ის სხვა დღეს. როცა პროდიუსერი უძღვება ჯგუფს, ის მაინც უნდა იცოდეს, რომ ეს დღე ერთ-ერთი ძიმე ფურცელია საქართველოს ისტორიაში და არ უნდა ჩააგდო ჯგუფი ასეთ უხერხულ ვითარებაში, თუ ეს პროდიუსერის გადაწყვეტილებაა. დამთხვევები არ ხდება, როცა კონცერტი იგეგმება, ჭკვიანი პროდიუსერი ნებისმიერ თარიღს აკვირდება, როდის არის შესაძლებელი და როდის არა კონცერტის გამართვა. მე მათ მოვუწოდებ, გადადონ ეს კონცერტი, სანამ გვიან არ არის", - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

ასევე იხილეთ: "ადვილია ოთახში შეკეტილმა, სოციალურ ქსელში პუტინს აგინო" - ნინი დედალამაზიშვილის მწვავე პასუხი "მგზავრების" კრიტიკოსებს

"რა ევროპა, როგორ გეკადრება? რუს ტურისტს ელოდება ყველა, შემოუშვით ეს ოხრები და დახარჯონ აქ ფული" - ია ფარულავა

"2011 წელს ქათამი კვერცხს არ დებდა? მიხალკოვის შვილის ქორწილში შალახოს რომ ცეკვავდნენ?" - დათო ოქიტაშვილი პოზნერის ჩამოსვლაზე

"უცნაურად ცუდად ვარ, ბავშვს ერთი დღე ჰქონდა ძალიან მაღალი სიცხე" - ნუკი კოშკელიშვილის ოჯახის ყველა წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა