პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დინამოზე" თამაშის დროს ვცდილობ ადამიანებში დედის სახე დავიჭირო" - შალვა სუთიაშვილი პირადსა და რაგბზე
"დინამოზე" თამაშის დროს ვცდილობ ადამიანებში დედის სახე დავიჭირო" - შალვა სუთიაშვილი პირადსა და რაგბზე

შალ­ვა სუ­თი­აშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო მო­რაგ­ბე­თა ნაკ­რე­ბის წევ­რია. ევ­რო­პის ერთა თა­სის თა­მა­შებ­ზე სწო­რედ ის იყო გუნ­დის კა­პი­ტა­ნი. რა­ტომ გა­და­წყვი­ტა რაგ­ბის თა­მა­ში, ვი­ნაა მისი მთა­ვა­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, რა გან­ცდაა ეროვ­ნუ­ლი ჰიმ­ნის მღე­რა ამ და სხვა კი­თხვე­ბით თა­ვად შალ­ვას მივ­მარ­თეთ:

- მა­მა­ჩე­მი, გოგი სუ­თი­აშ­ვი­ლი ძვე­ლი მო­რაგ­ბეა. თბი­ლი­სის "ლო­კო­მო­ტი­ვის" იმ თა­ო­ბის წევ­რია, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის თასი რომ მო­ი­გეს. სწო­რედ, მა­მა­ჩე­მის გავ­ლე­ნით და­ვი­წყე რაგ­ბის თა­მა­ში. სხვა­თა­შო­რის, თა­ვი­დან, არა­ვის ეგო­ნა თუ რაგბ­ში წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წევ­დი, რად­გან ძა­ლი­ან გამ­ხდა­რი ვი­ყა­ვი. ჩემი მე­გობ­რე­ბი დღემ­დე იხ­სე­ნე­ბენ: პირ­ვე­ლად რომ მოხ­ვე­დი რაგბ­ზე, ისე­თი გამ­ხდა­რი იყა­ვი, როცა და­დი­ო­დი ძვლე­ბის ჭა­ხა­ჭუ­ხი ის­მო­დაო. ძა­ლი­ან ბევ­რი ვარ­ჯი­შით ნელ-ნელა წარ­მა­ტე­ბაც მო­ვი­და. თით­ქმის ყვე­ლა ასა­კობ­რივ ნაკ­რებ­ში ვი­თა­მა­შე. "ლო­კო­მო­ტივ­თან" ერ­თად ვი­ყა­ვი სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი.

- რომ არა მა­მის ფაქ­ტო­რი, ითა­მა­შებ­დი თუ არა რაგ­ბის?

- რომ არა მა­მა­ჩე­მის ფაქ­ტო­რი, ალ­ბათ არ გავ­ხდე­ბო­დი მო­რაგ­ბე, რად­გან არა თუ რაგ­ბი, არა­მედ ზო­გა­დად სპორ­ტი ნაკ­ლე­ბად მა­ინ­ტე­რე­სებ­და. ზო­გა­დად ისე­თი ტიპი ვარ რომ უსაქ­მოდ ყოფ­ნა არ მიყ­ვარს და ქუ­ჩა­ში ნამ­დვი­ლად არ დავ­დგე­ბო­დი, მაგ­რამ რას გა­ვა­კე­თებ­დი არ ვიცი. ვიზ­რდე­ბო­დი რაგ­ბის სამ­ყა­რო­ში. სამ­წუ­ხა­როდ მა­მამ იმ დროს და­ა­ნე­ბა რაგ­ბის თა­მაშს თავი როცა მე და­ბა­დე­ბუ­ლიც არ ვი­ყა­ვი და მა­მა­ჩე­მის თა­მა­შებ­ზე არ მივ­ლია, მაგ­რამ მა­მას­თან ერ­თად დავ­დი­ო­დი სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის თა­მა­შებ­ზე და ნელ-ნელა "მო­ვი­წამ­ლე" რაგ­ბით. რო­გორც გი­თხა­რით მამა მო­რაგ­ბე იყო, ბიძა, მსოფ­ლი­ოს ვიცე-ჩემ­პი­ო­ნი ჭი­და­ო­ბა­ში ანუ ჩემ ოჯახს სპორ­ტის გა­რე­შე არ უცხოვ­რია. მე­რეც, როცა რაგ­ბი დამ­თავ­რდე­ბო­და ხოლ­მე, ჩვენ­თან ოჯახ­ში იშ­ლე­ბო­და სუფ­რა და ასე ვთქვათ იქ გრძელ­დე­ბო­და "მე­სა­მე ტა­ი­მი". გულ­წრფე­ლად მი­ხა­რია რომ ეს ტრა­დი­ცია შე­ვი­ნარ­ჩუ­ნე და ახ­ლაც, ყო­ვე­ლი თა­მა­შის მერე ჩემ­თვის ძა­ლი­ან დიდი სი­ხა­რუ­ლია სახ­ლში მის­ვლა, რად­გან იქ უკვე გაშ­ლი­ლია დიდი სუფ­რა, სა­დაც ჩემი საყ­ვა­რე­ლი ხალ­ხი მე­ლო­დე­ბა. რაგ­ბი არაა მხო­ლოდ სპორ­ტი, ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ფი­ლო­სო­ფი­აა. რაგ­ბი ადა­მი­ა­ნის პა­ტი­ვის­ცე­მას გას­წავ­ლის. რაგბ­ში მთა­ვა­რია მო­წი­ნა­აღ­მდე­გის პა­ტი­ვის­ცე­მა და და­ფა­სე­ბა. მაგ. ზე­ლა­ნა­დი­ე­ლე­ბის მხრი­დან პა­ტი­ვის­ცე­მაა, როცა 80 წუ­თის მან­ძილ­ზე ბო­ლომ­დე მთე­ლი ძა­ლით თა­მა­შო­ბენ და არ გაგ­რძნო­ბი­ნე­ბენ რომ შენ­ზე ბევ­რად ძლი­ე­რე­ბი არი­ან. შე­იძ­ლე­ბა 100:0 მო­გი­გონ, მაგ­რამ მერე ტა­შით გა­გა­ცი­ლე­ბენ. მატ­ჩის მერე დე­რე­ფა­ნია, სა­დაც მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი ერ­თმა­ნეთ­სი­სად­მი უდი­დეს პა­ტი­ვის­ცე­მას გა­მო­ხა­ტა­ვენ.

- 90-იან წლებ­ში მა­შინ როცა მთელ ქვე­ყა­ნას უჭირ­და, ბუ­ნებ­რი­ვია არ იყო ფი­ნან­სე­ბი რაგბ­შიც, თუმ­ცა ეს მთა­ვარ გუნდს არ და­ტყო­ბია

- რაგ­ბი­ში მთა­ვა­რი ფული არაა. რაგ­ბი უპირ­ვე­ლე­სი ერ­თმა­ნე­თის გა­ტა­ნა და გვერ­დში დგო­მაა. ალ­ბათ სწო­რედ ამან გა­და­არ­ჩი­ნა ქარ­თუ­ლი რაგ­ბიც, თო­რემ ომის დროს რაგ­ბის­თვის ვის ეცა­ლა. მი­უ­ხე­და­ვად გა­ჭირ­ვე­ბი­სა რაგბ­მა და მო­რაგ­ბე­ებ­მა სახე შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს. ჩემ­პი­ო­ნა­ტი ენ­თუ­ზი­აზ­მით ტარ­დე­ბო­და და იმ თა­ო­ბამ უდი­დე­სი როლი შე­ას­რუ­ლა შე­დე­გის მიღ­წე­ვა­ში რა­საც ვიმ­კით. რაგ­ბის თი­თო­ე­უ­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი მად­ლი­ე­რი უნდა ვი­ყოთ იმ ხალ­ხის ვინც მა­შინ ოვა­ლუ­რი ბურ­თით თა­მა­შობ­და, ძა­ლი­ან დიდი და უან­გა­რო სი­კე­თე აკე­თეს ამ ადა­მა­ნებ­მა.

- შალ­ვა სამი ბიჭს ზრდი, რო­გორ ფიქ­რობ შენი ბი­ჭე­ბი ითა­მა­შე­ბენ რაგ­ბის?

- ალ­ბათ კი. ყო­ველ­შემ­თხვე­ვა­ში ამათ ძა­ლი­ან უყ­ვართ რაგ­ბი, და­დი­ან კი­დეც და წარ­მა­ტე­ბე­ბიც აქვთ. მე ჩე­მისმხრივ ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­ვუ­წყობ ხელს, და­ძა­ლე­ბით ნამ­დვი­ლად არ და­ვა­ძა­ლებ და ვნა­ხოთ. იმე­დია ტრა­დი­ცია გაგ­რძელ­დე­ბა და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­რაგ­ბე სუ­თი­აშ­ვი­ლე­ბი ისევ იქ­ნე­ბი­ან. სხვა­თა­შო­რის, ძა­ლი­ან მი­ხა­რია რომ ცდი­ლო­ბენ მომ­ბა­ძონ, ზუს­ტად ისე, რო­გორც მე ვცდ­ლობ­დი მა­მა­ჩე­მის­თვის მი­მე­ბა­ძა.

- რას გრძნობ როცა იცი რომ შენი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან სტა­დი­ონ­ზე. ეს სტი­მუ­ლია თუ უფრო და­მაბ­რკო­ლე­ბე­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტო­რი?

- როცა რაგ­ბის თა­მა­ში და­ვი­წყე მა­შინ თუ ვი­ცო­დი რომ მა­მა­ჩე­მი ეს­წრე­ბო­და თა­მაშს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვინ­დო­მებ­დი, თით­ქოს ვცდი­ლობ­დი მა­მა­ჩე­მის­თვის მო­მე­წო­ნე­ბი­ნა თავი. სამ­წუ­ხა­როდ, დედა მხო­ლოდ ერთხელ და­ეს­წრო ჩემს თა­მაშს. 18 წლამ­დელ­თა ნაკ­რე­ბის თა­მა­ში იყო "დი­ნა­მო­ზე" და ისიც კი მახ­სოვს სად იჯდა, ის თა­მა­ში წა­ვა­გეთ, თუმ­ცა მახ­სოვს რა ბედ­ნი­ე­რი იყო დედა, სი­ხა­რუ­ლი­სა­გან ტი­რო­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­მაც მო­რაგ­ბე იყო, მეც მა­ნამ­დეც მქონ­და თა­მა­შე­ბი, დედა მხო­ლოდ მა­შინ იყო სტა­დი­ონ­ზე პირ­ვე­ლად და რო­გორც აღ­მოჩ­ნდა უკა­ნას­კნე­ლად (შალ­ვას დედა გა­რა­დაც­ვლი­ლი ყავს. ავტ.). ამ ფაქ­ტო­რის გამო "დი­ნა­მოს" სტა­დი­ო­ნი სხვა დატ­ვირ­თვას ატა­რებს ჩემ­თვის. როცა "დი­ნა­მო­ზე" მი­წევს თა­მა­ში ასე მგო­ნია რომ იმ ად­გი­ლას ისევ ზის დედა და მგულ­შე­მატ­კივ­რობს. მახ­სოვს მისი ბედ­ნი­ე­რი სახე და სულ ვცდი­ლობ ის სახე და­ვი­ჭი­რო ადა­მი­ა­ნებ­ში.

ძა­ლი­ან მწყდე­ბა გული რომ დედა ვერ მო­ეს­წრო ჩემს წარ­მა­ტე­ბას, არა­და სა­ნამ ცო­ცხა­ლი იყო ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და რომ ბევ­რის­თვის მი­მეღ­წია. ერთხელ, მა­შინ ბავ­შვთა გუნდში ვთა­მა­შობ­დი, ვარ­ჯი­შის მერე მთე­ლი გუნ­დი დავ­პა­ტი­ჟე სახ­ლში, არა­და აზ­რზე არ ვი­ყა­ვი, რა გვქონ­და ოჯახ­ში, რით ვა­პი­რებ­დი გა­მას­პინ­ძლე­ბას, მაგ­რამ დე­და­ჩე­მი მე­გუ­ლე­ბო­და და თა­მა­მად წა­მო­ვიყ­ვა­ნე მთე­ლი გუნ­დი. ბი­ჭე­ბი დღემ­დე ტკბი­ლად იხ­სე­ნე­ბენ ამ დღეს და ძა­ლი­ან მი­ხა­რია. რაც შე­ე­ხე­ბა ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბი სტა­დი­ონ­ზე ყოფ­ნას, ძა­ლი­ან დიდი სტი­მუ­ლია. მაგ. ახა­ლი ზე­ლან­დი­ის ნაკ­რე­ბის თა­მაშ­ზე ჩემი მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი რომ იყ­ვნენ ძა­ლი­ან დიდი სტი­მუ­ლი იყო ჩემ­თვის. სამი და მყავს და სა­მი­ვე ყვე­ლა თა­მაშს ეს­წრე­ბა. ჩემი დე­ბის და მათი შვი­ლე­ბის დას­წრე­ბა კი­დევ უფრო და­მა­ტე­ბი­თი სტი­მუ­ლია, მათი ხმაც კი მეს­მის ხოლ­მე.

- რა გან­ცდაა რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნაკ­რე­ბის კა­პიტ­ნის რან­გში გა­დი­ხარ მო­ე­დან­ზე?

- ჯერ პირ­ვე­ლად როცა გე­უბ­ნე­ბი­ან რომ უნდა იყო კა­პი­ტა­ნი, არის ძა­ლი­ან რთუ­ლი, მაგ­რამ გა­მოც­დი­ლე­ბას­თან ერ­თად თა­მამ­დე­ბი. ბუ­ნებ­რი­ვია, სი­ა­მა­ყის გან­ცდაა როცა ამ­ხე­ლა ნდო­ბას გი­ცხა­დე­ბენ და ცდი­ლობ რომ ეს ნდო­ბა გა­ა­მარ­თლო, ცდი­ლობ იყო ყვე­ლა კონ­ტექ­სტში სა­მა­გა­ლი­თო. თან ქარ­თვე­ლე­ბი ცოტა ფი­ცხი ხა­სი­ა­თის ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ, ზოგ­ჯერ ემო­ცი­ე­ბის მო­თოკ­ვა გვი­ჭირს, კა­პი­ტანს ამის უფ­ლე­ბა არ აქვს. გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი უნდა იყოს. ბუ­ნებ­რი­ვია მწვრთნე­ლის და­რი­გე­ბე­ბით გავ­დი­ვართ სტა­დი­ონ­ზე, მაგ­რამ უშუ­ა­ლოდ მო­ე­დან­ზე შენ გი­წევს ბევ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­კუ­თარ თავ­ზე აღე­ბა. კა­პიტ­ნის რან­გში თა­მა­ში ას­ჯერ მე­ტად ემო­ცი­უ­რია ჩემ­თვის.

- შალ­ვა, რუ­მი­ნეთ­თან თა­მა­შის მერე, პირ­ვე­ლი­ვე კო­მენ­ტარ­ში თქვი,რომ ქედს იხრი გულ­შე­მატ­კივ­რის წი­ნა­შე. რას ნიშ­ნავს შენ­თვის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი?

- რუ­მი­ნეთ­თან თა­მა­შის მერე, მარ­თლა მინ­დო­და მიკრო­ფო­ნი მქო­ნო­და და გულ­შე­მატ­კივ­რი­სათ­ვის მად­ლო­ბა მო­მე­ხა­და. გულ­შე­მატ­კი­ვა­რი მარ­თლა და­მა­ტე­ბი­თი მო­თა­მა­შეა. ნაღ­დი გულ­შე­მატ­კივ­რი­სა­გან კრი­ტი­კაც სა­სი­ა­მოვ­ნოა, რად­გან რო­გორც წესი მარ­თე­ბუ­ლია ხოლ­მე, მი­უ­ხე­და­ვად შე­დე­გი­სა. ნაკ­რე­ბის თა­მა­შით­ვის ბევ­რჯერ მი­ყუ­რე­ბია გულ­შე­მატ­კივ­რის რან­გში და ვიცი რას გა­ნიც­დის ამ დროს მა­ყუ­რე­ბე­ლი, ამი­ტომ სტა­დი­ონ­ზე როცა ვარ ვცდი­ლობ მათ სი­ხა­რუ­ლი მი­ვა­ნი­ჭო. სხვა­თა­შო­რის ბევ­რჯერ მი­ფიქ­რია რას ვი­ზამ კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და ერ­თა­დერ­თი რაც ვიცი, არის ის რომ რაგბ­ში აუ­ცი­ლებ­ლად დავ­რჩე­ბი, მი­ნი­მუმ რო­გორც გულ­შე­მატ­კი­ვა­რი.

- ბევ­რი გულ­შე­მატ­კივ­რი­სა­გან გა­მი­გია, ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბი ისე მღე­რი­ან ჰიმნს, რომ მთე­ლი თა­მა­ში მიგყვე­ბა მუხ­ტი და გა­ი­ძუ­ლე­ბენ შენც აყ­ვეო...

- ინ­გლის­ში, საფ­რან­გეთ­სი, ზე­ლან­დია და სხვა სა­რაგ­ბო ქვეყ­ნებ­ში მთე­ლი სტა­დი­ო­ნი ერ­თად მღე­რის ჰიმნს და ძა­ლი­ან მი­ხა­რია რომ ნელ-ნელა ეს ჩვენ­თა­ნაც მკვიდ­რდე­ბა. რუ­მი­ნეთ­თან მარ­თლა ყვე­ლამ ერ­თად ვიმ­ღე­რეთ. ჩვე­ნი მი­ზა­ნია ხმა­მაღ­ლა ვიმ­ღე­როთ რომ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­მაც გა­ი­გო­ნოს ჩვე­ნი ჰიმ­ნი და გულ­შე­მატ­კი­ვარ­მაც. ზე­ლან­დი­ე­ლებს თუ ჰაკა აქვთ ჩვენ ჩვე­ნი ჰიმ­ნი გვაქვს. სიმ­ღე­რის კომ­პლექ­სიც უკვე აღარ გვაქვს და ბო­ლომ­დე გუ­ლი­ა­ნად ვმღე­რით ჰიმნს.

- ყვე­ლა­ზე ემო­ცი­უ­რი თა­მა­ში რო­მე­ლი იყო შენ­თვის?

- რა თქმა უნდა ყვე­ლა თა­მა­ში ემო­ცი­უ­რია, მაგ­რამ არის გა­მორ­ჩე­უ­ლად ემო­ცი­უ­რი თა­მა­შე­ბი. ძა­ლი­ან დიდი ემო­ცია იყო ამე­რი­კას­თან (2010წ) თა­მა­ში­სას როცა ბოლო წუთ­ზე გა­ვი­ტა­ნეთ გა­დამ­წყვე­ტი ლელო. მახ­სოვს ამ თა­მაშ­ზე გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ბოლო ათი წუთი არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა და გვერ­დში გვედ­გა. ბუ­ნებ­რი­ვია, უდი­დე­სი ემო­ცია იყო მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ტონ­გას­თან გა­მარ­ჯვე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ ბოლო 15 წუთი მო­მი­წია თა­მა­ში, ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ემო­ცი­უ­რი სა­მო­ას­თან მო­გე­ბა იყო თბი­ლის­ში. თა­მა­შის დროს ამა­ზე არც ფიქ­რობ, მსა­ჯის სასტვენ­თან ერ­თად უკვე მო­დის სი­ხა­რუ­ლი რო­მელ­საც გულ­შე­მატ­კი­ვარ­თან ერ­თად ვი­ზი­ა­რებთ ხოლ­მე.

- აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გკი­თხო ექვს ერზე. რო­გორ ფიქ­რობ მზად ვართ იქ სა­თა­მაშდ?

- ყვე­ლა­ზე ლო­გი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა ლა პა­სემ (მსოფ­ლიო რაგ­ბის ჯერ კი­დევ მოქ­მე­დი თავ­მჯდო­მა­რე)გა­ა­კე­თა, რო­მელ­მაც თქვა რომ ექ­ვსი ერის ბოლო ად­გი­ლო­სან­მა და ევ­რო­პის ერთა თა­სის გა­მარ­ჯვე­ბულ­მა ორ­მატ­ჩი­ან და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­არ­კვი­ონ უძ­ლი­ე­რე­სი და იმან ითა­მა­შოს მომ­დევ­ნო წელ­სო. ჩვენ გვაქვს პრე­ტენ­ზია რომ შეგ­ვიძ­ლია მათ­თან თა­მა­ში, თუ ვერ გა­ვი­მარ­ჯვებთ ღირ­სე­ულ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვუ­წევთ და იმ ორი თა­მა­შით, რა­ზეც ლა­პა­სე სა­უბ­რობ­და გა­ვი­გებთ რამ­დე­ნად მარ­თე­ბუ­ლია ეს პრე­ტენ­ზია. ბუ­ნებ­რი­ვია, თუ მათ­თან არ გვქონ­და თა­მა­შე­ბი ეს სა­უ­ბა­რი დიდ­ხანს გარ­ძელ­დე­ბა, ჩვენ ვი­ტყვით რომ შეგ­ვიძ­ლია, იტა­ლია იტყვის რომ ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ად­რეა და ასე სა­უ­ბარ­ში ძა­ლი­ან დიდი დრო და­ი­კა­რეგ­ბა.

- ივ­ნის­ში ნაკ­რებს უწევს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტეს­ტე­ბი ფი­ჯის­თან, ტონ­გას­თან და სა­მო­ას­თან. რო­გორ შე­ა­ფა­სებ ჩვენ შან­სებს?

- კუნ­ძუ­ლებ­ზე თა­მა­ში ძა­ლი­ან ძნე­ლი იქ­ნე­ბა. ჩვენ გვაქვს მი­ზა­ნი, რომ­ლის მი­საღ­წე­ვა­დაც ვიბ­რძო­ლებთ, ვი­ცით რომ ამ თა­მა­შებ­ში გა­მარ­ჯვე­ბას შე­უძ­ლია ძა­ლი­ან დიდი შე­დე­გი მო­ი­ტა­ნოს და ქარ­თუ­ლი რაგ­ბის ის­ტო­რი­ა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფურ­ცე­ლი ჩა­წე­როს და ეს ფაქ­ტო­რი, ბუ­ნებ­რი­ვია, და­მა­ტე­ბი­თი სტი­მუ­ლი იქ­ნე­ბა.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

"დინამოზე" თამაშის დროს ვცდილობ ადამიანებში დედის სახე დავიჭირო" - შალვა სუთიაშვილი პირადსა და რაგბზე

"დინამოზე" თამაშის დროს ვცდილობ ადამიანებში დედის სახე დავიჭირო" - შალვა სუთიაშვილი პირადსა და რაგბზე

შალვა სუთიაშვილი საქართველო მორაგბეთა ნაკრების წევრია. ევროპის ერთა თასის თამაშებზე სწორედ ის იყო გუნდის კაპიტანი. რატომ გადაწყვიტა რაგბის თამაში, ვინაა მისი მთავარი გულშემატკივარი, რა განცდაა ეროვნული ჰიმნის მღერა ამ და სხვა კითხვებით თავად შალვას მივმართეთ:

- მამაჩემი, გოგი სუთიაშვილი ძველი მორაგბეა. თბილისის "ლოკომოტივის" იმ თაობის წევრია, საბჭოთა კავშირის თასი რომ მოიგეს. სწორედ, მამაჩემის გავლენით დავიწყე რაგბის თამაში. სხვათაშორის, თავიდან, არავის ეგონა თუ რაგბში წარმატებას მივაღწევდი, რადგან ძალიან გამხდარი ვიყავი. ჩემი მეგობრები დღემდე იხსენებენ: პირველად რომ მოხვედი რაგბზე, ისეთი გამხდარი იყავი, როცა დადიოდი ძვლების ჭახაჭუხი ისმოდაო. ძალიან ბევრი ვარჯიშით ნელ-ნელა წარმატებაც მოვიდა. თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ვითამაშე. "ლოკომოტივთან" ერთად ვიყავი საქართველოს ჩემპიონი.

- რომ არა მამის ფაქტორი, ითამაშებდი თუ არა რაგბის?

- რომ არა მამაჩემის ფაქტორი, ალბათ არ გავხდებოდი მორაგბე, რადგან არა თუ რაგბი, არამედ ზოგადად სპორტი ნაკლებად მაინტერესებდა. ზოგადად ისეთი ტიპი ვარ რომ უსაქმოდ ყოფნა არ მიყვარს და ქუჩაში ნამდვილად არ დავდგებოდი, მაგრამ რას გავაკეთებდი არ ვიცი. ვიზრდებოდი რაგბის სამყაროში. სამწუხაროდ მამამ იმ დროს დაანება რაგბის თამაშს თავი როცა მე დაბადებულიც არ ვიყავი და მამაჩემის თამაშებზე არ მივლია, მაგრამ მამასთან ერთად დავდიოდი საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზე და ნელ-ნელა "მოვიწამლე" რაგბით. როგორც გითხარით მამა მორაგბე იყო, ბიძა, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ჭიდაობაში ანუ ჩემ ოჯახს სპორტის გარეშე არ უცხოვრია. მერეც, როცა რაგბი დამთავრდებოდა ხოლმე, ჩვენთან ოჯახში იშლებოდა სუფრა და ასე ვთქვათ იქ გრძელდებოდა "მესამე ტაიმი". გულწრფელად მიხარია რომ ეს ტრადიცია შევინარჩუნე და ახლაც, ყოველი თამაშის მერე ჩემთვის ძალიან დიდი სიხარულია სახლში მისვლა, რადგან იქ უკვე გაშლილია დიდი სუფრა, სადაც ჩემი საყვარელი ხალხი მელოდება. რაგბი არაა მხოლოდ სპორტი, ცხოვრებისეული ფილოსოფიაა. რაგბი ადამიანის პატივისცემას გასწავლის. რაგბში მთავარია მოწინააღმდეგის პატივისცემა და დაფასება. მაგ. ზელანადიელების მხრიდან პატივისცემაა, როცა 80 წუთის მანძილზე ბოლომდე მთელი ძალით თამაშობენ და არ გაგრძნობინებენ რომ შენზე ბევრად ძლიერები არიან. შეიძლება 100:0 მოგიგონ, მაგრამ მერე ტაშით გაგაცილებენ. მატჩის მერე დერეფანია, სადაც მოწინააღმდეგეები ერთმანეთსისადმი უდიდეს პატივისცემას გამოხატავენ.

- 90-იან წლებში მაშინ როცა მთელ ქვეყანას უჭირდა, ბუნებრივია არ იყო ფინანსები რაგბშიც, თუმცა ეს მთავარ გუნდს არ დატყობია

- რაგბიში მთავარი ფული არაა. რაგბი უპირველესი ერთმანეთის გატანა და გვერდში დგომაა. ალბათ სწორედ ამან გადაარჩინა ქართული რაგბიც, თორემ ომის დროს რაგბისთვის ვის ეცალა. მიუხედავად გაჭირვებისა რაგბმა და მორაგბეებმა სახე შეინარჩუნეს. ჩემპიონატი ენთუზიაზმით ტარდებოდა და იმ თაობამ უდიდესი როლი შეასრულა შედეგის მიღწევაში რასაც ვიმკით. რაგბის თითოეული გულშემატკივარი მადლიერი უნდა ვიყოთ იმ ხალხის ვინც მაშინ ოვალური ბურთით თამაშობდა, ძალიან დიდი და უანგარო სიკეთე აკეთეს ამ ადამანებმა.

- შალვა სამი ბიჭს ზრდი, როგორ ფიქრობ შენი ბიჭები ითამაშებენ რაგბის?

- ალბათ კი. ყოველშემთხვევაში ამათ ძალიან უყვართ რაგბი, დადიან კიდეც და წარმატებებიც აქვთ. მე ჩემისმხრივ ყველანაირად შევუწყობ ხელს, დაძალებით ნამდვილად არ დავაძალებ და ვნახოთ. იმედია ტრადიცია გაგრძელდება და წარმატებული მორაგბე სუთიაშვილები ისევ იქნებიან. სხვათაშორის, ძალიან მიხარია რომ ცდილობენ მომბაძონ, ზუსტად ისე, როგორც მე ვცდლობდი მამაჩემისთვის მიმებაძა.

- რას გრძნობ როცა იცი რომ შენი ოჯახის წევრები არიან სტადიონზე. ეს სტიმულია თუ უფრო დამაბრკოლებელი ფსიქოლოგიური ფაქტორი?

- როცა რაგბის თამაში დავიწყე მაშინ თუ ვიცოდი რომ მამაჩემი ესწრებოდა თამაშს, განსაკუთრებულად ვინდომებდი, თითქოს ვცდილობდი მამაჩემისთვის მომეწონებინა თავი. სამწუხაროდ, დედა მხოლოდ ერთხელ დაესწრო ჩემს თამაშს. 18 წლამდელთა ნაკრების თამაში იყო "დინამოზე" და ისიც კი მახსოვს სად იჯდა, ის თამაში წავაგეთ, თუმცა მახსოვს რა ბედნიერი იყო დედა, სიხარულისაგან ტიროდა. მიუხედავად იმისა, რომ მამაც მორაგბე იყო, მეც მანამდეც მქონდა თამაშები, დედა მხოლოდ მაშინ იყო სტადიონზე პირველად და როგორც აღმოჩნდა უკანასკნელად (შალვას დედა გარადაცვლილი ყავს. ავტ.). ამ ფაქტორის გამო "დინამოს" სტადიონი სხვა დატვირთვას ატარებს ჩემთვის. როცა "დინამოზე" მიწევს თამაში ასე მგონია რომ იმ ადგილას ისევ ზის დედა და მგულშემატკივრობს. მახსოვს მისი ბედნიერი სახე და სულ ვცდილობ ის სახე დავიჭირო ადამიანებში.

ძალიან მწყდება გული რომ დედა ვერ მოესწრო ჩემს წარმატებას, არადა სანამ ცოცხალი იყო ყველაფერს აკეთებდა რომ ბევრისთვის მიმეღწია. ერთხელ, მაშინ ბავშვთა გუნდში ვთამაშობდი, ვარჯიშის მერე მთელი გუნდი დავპატიჟე სახლში, არადა აზრზე არ ვიყავი, რა გვქონდა ოჯახში, რით ვაპირებდი გამასპინძლებას, მაგრამ დედაჩემი მეგულებოდა და თამამად წამოვიყვანე მთელი გუნდი. ბიჭები დღემდე ტკბილად იხსენებენ ამ დღეს და ძალიან მიხარია. რაც შეეხება ოჯახის სხვა წევრები სტადიონზე ყოფნას, ძალიან დიდი სტიმულია. მაგ. ახალი ზელანდიის ნაკრების თამაშზე ჩემი მეუღლე და შვილები რომ იყვნენ ძალიან დიდი სტიმული იყო ჩემთვის. სამი და მყავს და სამივე ყველა თამაშს ესწრება. ჩემი დების და მათი შვილების დასწრება კიდევ უფრო დამატებითი სტიმულია, მათი ხმაც კი მესმის ხოლმე.

- რა განცდაა როდესაც ქვეყანაში ყველაზე წარმატებული ნაკრების კაპიტნის რანგში გადიხარ მოედანზე?

- ჯერ პირველად როცა გეუბნებიან რომ უნდა იყო კაპიტანი, არის ძალიან რთული, მაგრამ გამოცდილებასთან ერთად თამამდები. ბუნებრივია, სიამაყის განცდაა როცა ამხელა ნდობას გიცხადებენ და ცდილობ რომ ეს ნდობა გაამართლო, ცდილობ იყო ყველა კონტექსტში სამაგალითო. თან ქართველები ცოტა ფიცხი ხასიათის ადამიანები ვართ, ზოგჯერ ემოციების მოთოკვა გვიჭირს, კაპიტანს ამის უფლება არ აქვს. გაწონასწორებული უნდა იყოს. ბუნებრივია მწვრთნელის დარიგებებით გავდივართ სტადიონზე, მაგრამ უშუალოდ მოედანზე შენ გიწევს ბევრი გადაწყვეტილების საკუთარ თავზე აღება. კაპიტნის რანგში თამაში ასჯერ მეტად ემოციურია ჩემთვის.

- შალვა, რუმინეთთან თამაშის მერე, პირველივე კომენტარში თქვი,რომ ქედს იხრი გულშემატკივრის წინაშე. რას ნიშნავს შენთვის გულშემატკივარი?

- რუმინეთთან თამაშის მერე, მართლა მინდოდა მიკროფონი მქონოდა და გულშემატკივრისათვის მადლობა მომეხადა. გულშემატკივარი მართლა დამატებითი მოთამაშეა. ნაღდი გულშემატკივრისაგან კრიტიკაც სასიამოვნოა, რადგან როგორც წესი მართებულია ხოლმე, მიუხედავად შედეგისა. ნაკრების თამაშითვის ბევრჯერ მიყურებია გულშემატკივრის რანგში და ვიცი რას განიცდის ამ დროს მაყურებელი, ამიტომ სტადიონზე როცა ვარ ვცდილობ მათ სიხარული მივანიჭო. სხვათაშორის ბევრჯერ მიფიქრია რას ვიზამ კარიერის დასრულების შემდეგ და ერთადერთი რაც ვიცი, არის ის რომ რაგბში აუცილებლად დავრჩები, მინიმუმ როგორც გულშემატკივარი.

- ბევრი გულშემატკივრისაგან გამიგია, ბორჯღალოსნები ისე მღერიან ჰიმნს, რომ მთელი თამაში მიგყვება მუხტი და გაიძულებენ შენც აყვეო...

- ინგლისში, საფრანგეთსი, ზელანდია და სხვა სარაგბო ქვეყნებში მთელი სტადიონი ერთად მღერის ჰიმნს და ძალიან მიხარია რომ ნელ-ნელა ეს ჩვენთანაც მკვიდრდება. რუმინეთთან მართლა ყველამ ერთად ვიმღერეთ. ჩვენი მიზანია ხმამაღლა ვიმღეროთ რომ მოწინააღმდეგემაც გაიგონოს ჩვენი ჰიმნი და გულშემატკივარმაც. ზელანდიელებს თუ ჰაკა აქვთ ჩვენ ჩვენი ჰიმნი გვაქვს. სიმღერის კომპლექსიც უკვე აღარ გვაქვს და ბოლომდე გულიანად ვმღერით ჰიმნს.

- ყველაზე ემოციური თამაში რომელი იყო შენთვის?

- რა თქმა უნდა ყველა თამაში ემოციურია, მაგრამ არის გამორჩეულად ემოციური თამაშები. ძალიან დიდი ემოცია იყო ამერიკასთან (2010წ) თამაშისას როცა ბოლო წუთზე გავიტანეთ გადამწყვეტი ლელო. მახსოვს ამ თამაშზე გულშემატკივარი ბოლო ათი წუთი არ გაჩერებულა და გვერდში გვედგა. ბუნებრივია, უდიდესი ემოცია იყო მსოფლიო ჩემპიონატზე ტონგასთან გამარჯვება. მიუხედავად იმისა რომ ბოლო 15 წუთი მომიწია თამაში, ჩემთვის ყველაზე ემოციური სამოასთან მოგება იყო თბილისში. თამაშის დროს ამაზე არც ფიქრობ, მსაჯის სასტვენთან ერთად უკვე მოდის სიხარული რომელსაც გულშემატკივართან ერთად ვიზიარებთ ხოლმე.

- აუცილებლად უნდა გკითხო ექვს ერზე. როგორ ფიქრობ მზად ვართ იქ სათამაშდ?

- ყველაზე ლოგიკური განცხადება ლა პასემ (მსოფლიო რაგბის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე)გააკეთა, რომელმაც თქვა რომ ექვსი ერის ბოლო ადგილოსანმა და ევროპის ერთა თასის გამარჯვებულმა ორმატჩიან დაპირისპირებაში გაარკვიონ უძლიერესი და იმან ითამაშოს მომდევნო წელსო. ჩვენ გვაქვს პრეტენზია რომ შეგვიძლია მათთან თამაში, თუ ვერ გავიმარჯვებთ ღირსეულ წინააღმდეგობას აუცილებლად გავუწევთ და იმ ორი თამაშით, რაზეც ლაპასე საუბრობდა გავიგებთ რამდენად მართებულია ეს პრეტენზია. ბუნებრივია, თუ მათთან არ გვქონდა თამაშები ეს საუბარი დიდხანს გარძელდება, ჩვენ ვიტყვით რომ შეგვიძლია, იტალია იტყვის რომ ქართველებისთვის ადრეა და ასე საუბარში ძალიან დიდი დრო დაიკარეგბა.

- ივნისში ნაკრებს უწევს ძალიან მნიშვნელოვანი ტესტები ფიჯისთან, ტონგასთან და სამოასთან. როგორ შეაფასებ ჩვენ შანსებს?

- კუნძულებზე თამაში ძალიან ძნელი იქნება. ჩვენ გვაქვს მიზანი, რომლის მისაღწევადაც ვიბრძოლებთ, ვიცით რომ ამ თამაშებში გამარჯვებას შეუძლია ძალიან დიდი შედეგი მოიტანოს და ქართული რაგბის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი ფურცელი ჩაწეროს და ეს ფაქტორი, ბუნებრივია, დამატებითი სტიმული იქნება.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია