კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გეძლევათ კურთხევა, ადამიანებს უთხრათ სასიხარულო ამბავი" - ილია მეორის ქადაგება ხარების დღესასწაულზე
 "გეძლევათ კურთხევა, ადამიანებს უთხრათ სასიხარულო ამბავი" - ილია მეორის ქადაგება ხარების დღესასწაულზე

დღე­ვან­დელ დღეს ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი სი­ხა­რუ­ლის მა­ხა­რე­ბე­ლი უნდა იყოს, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ ხა­რე­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე სვე­ტი­ცხო­ველ­ში ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დე­ლი დღე მი­უ­ლო­ცა. უწ­მინ­დე­სის თქმით, მთე­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა დღეს ღვთის­მშობ­ლის ხა­რე­ბის დღე­სას­წა­ულს ზე­ი­მობს და ეს დღე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღეა. "რო­გორც ამ­ბო­ბენ ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი, იმ­დე­ნად დი­დია ხა­რე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი, რომ ამ დღეს ჩიტი ბუ­დე­საც არ იკე­თებს და ადი­დებს უფალს. ჩვენ ვა­დი­დებთ უფალს და მად­ლო­ბას ვწი­რავთ მას, მოგ­ვმად­ლოს წყა­ლო­ბა, მშვი­დო­ბა, სი­ხა­რუ­ლი და სიყ­ვა­რუ­ლი", – გა­ნა­ცხა­და უწ­მინ­დეს­მა.

"დღე­ვან­დე­ლი დღე ჩვენ შთაგ­ვა­გო­ნებს იმას, რომ ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი უნდა იყოს მა­ხა­რე­ბე­ლი. აი, გეძ­ლე­ვათ თქვენ ლოც­ვა-კურ­თხე­ვა, რომ ადა­მი­ა­ნებს უთხრათ სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბა­ვი, არა სამ­წუ­ხა­რო და არა ნე­გა­ტი­უ­რი, რო­გორც ჩვე­ნი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი სულ ნე­გა­ტი­ურს გად­მოს­ცე­მენ და ეს ქმნის სიმ­ძი­მეს, სტრე­სებს, თით­ქმის არ გა­დის დღე, რომ არ მო­ვიდ­ნენ ჩვენ­თან და არ თქვან, რომ ამა თუ იმ ადა­მი­ან­მა თავი მო­იკ­ლა. სი­ხა­რუ­ლი უნდა ვა­ხა­როთ ადა­მი­ა­ნებს, ჩა­ვი­ხე­დოთ ადა­მი­ა­ნის გულ­ში", - ბრძა­ნა უწ­მინ­დეს­მა.

პატ­რი­არ­ქმა ქა­და­გე­ბი­სას და­ლო­ცა რუ­სე­ბი, აფხა­ზე­ბი, ოსე­ბი და ტა­ძარ­ში მყო­ფი სხვა ეროვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და აღ­ნიშ­ნა, რომ მა­თაც ულო­ცავს ამ დღე­სას­წა­ულს. "თქვენ ისე­თი­ვე ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რი შვი­ლე­ბი ხართ, რო­გორც ქარ­თვე­ლე­ბი, ამი­ტომ ჩვენ უნდა ვი­ყოთ ერ­თად, ამო­ვუდ­გეთ ერ­თმა­ნეთს მხარ­ში", - გა­ნა­ცხა­და უწ­მინ­დეს­მა.

დღეს სვე­ტი­ცხოვ­ლის ტა­ძარ­ში ასე­ვე ით­ქვა, რომ ხა­რე­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სამი ჯარი ეკურ­თხა, რო­მე­ლიც აღ­დგო­მის მე­სა­მე კვი­რამ­დე სვე­ტი­ცხო­ველ­ში დარ­ჩე­ბა, შემ­დეგ კი გა­დაბ­რძან­დე­ბა ჯვარ­ზე, მცხე­თის მთა­ზე და უჯარ­მა­ში. დღეს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი ასე­ვე მცხე­თის ქუ­ჩებ­ში გავ­ლენ და ქუ­ჩებს აკურ­თხე­ბენ.

წა­ი­კი­თხეთ: დღეს ხა­რე­ბაა! - რა უნდა ვი­ცო­დეთ ამ უდი­დე­სი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლის შე­სა­ხებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

"გეძლევათ კურთხევა, ადამიანებს უთხრათ სასიხარულო ამბავი" - ილია მეორის ქადაგება ხარების დღესასწაულზე

 "გეძლევათ კურთხევა, ადამიანებს უთხრათ სასიხარულო ამბავი" - ილია მეორის ქადაგება ხარების დღესასწაულზე

დღევანდელ დღეს ყოველი ადამიანი სიხარულის მახარებელი უნდა იყოს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ხარების დღესასწაულზე სვეტიცხოველში ქადაგებისას განაცხადა.

კათოლიკოს-პატრიარქმა სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე მიულოცა. უწმინდესის თქმით, მთელი მართლმადიდებლობა დღეს ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს ზეიმობს და ეს დღე განსაკუთრებული დღეა. "როგორც ამბობენ ჩვენი წინაპრები, იმდენად დიდია ხარების დღესასწაული, რომ ამ დღეს ჩიტი ბუდესაც არ იკეთებს და ადიდებს უფალს. ჩვენ ვადიდებთ უფალს და მადლობას ვწირავთ მას, მოგვმადლოს წყალობა, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული", – განაცხადა უწმინდესმა.

"დღევანდელი დღე ჩვენ შთაგვაგონებს იმას, რომ ყოველი ადამიანი უნდა იყოს მახარებელი. აი, გეძლევათ თქვენ ლოცვა-კურთხევა, რომ ადამიანებს უთხრათ სასიხარულო ამბავი, არა სამწუხარო და არა ნეგატიური, როგორც ჩვენი ტელევიზიები სულ ნეგატიურს გადმოსცემენ და ეს ქმნის სიმძიმეს, სტრესებს, თითქმის არ გადის დღე, რომ არ მოვიდნენ ჩვენთან და არ თქვან, რომ ამა თუ იმ ადამიანმა თავი მოიკლა. სიხარული უნდა ვახაროთ ადამიანებს, ჩავიხედოთ ადამიანის გულში", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა ქადაგებისას დალოცა რუსები, აფხაზები, ოსები და ტაძარში მყოფი სხვა ეროვნების წარმომადგენლები და აღნიშნა, რომ მათაც ულოცავს ამ დღესასწაულს. "თქვენ ისეთივე ჩვენი სულიერი შვილები ხართ, როგორც ქართველები, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად, ამოვუდგეთ ერთმანეთს მხარში", - განაცხადა უწმინდესმა.

დღეს სვეტიცხოვლის ტაძარში ასევე ითქვა, რომ ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით სამი ჯარი ეკურთხა, რომელიც აღდგომის მესამე კვირამდე სვეტიცხოველში დარჩება, შემდეგ კი გადაბრძანდება ჯვარზე, მცხეთის მთაზე და უჯარმაში. დღეს სასულიერო პირები ასევე მცხეთის ქუჩებში გავლენ და ქუჩებს აკურთხებენ.

წაიკითხეთ: დღეს ხარებაა! - რა უნდა ვიცოდეთ ამ უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულის შესახებ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია