პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი თსუ-ს რექტორად? - რა კომენტარს აკეთებენ კვერენჩხილაძე და პაპავა
პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი თსუ-ს რექტორად? - რა კომენტარს აკეთებენ კვერენჩხილაძე და პაპავა

პრე­სა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ პრე­ზი­დენ­ტის ყო­ფი­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვა­ნი გი­ორ­გი კვე­რენ­ჩხი­ლა­ძე შე­საძ­ლოა ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლად და­სა­ხელ­დეს. კვე­რენ­ჩხი­ლა­ძე გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სრულ სი­სუ­ლე­ლეს უწო­დებს. პრე­ზი­დენ­ტის ყო­ფილ­მა სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვან­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ტო­ვა და ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ საქ­მი­ა­ნო­ბას თსუ-ში გა­ნაგ­რძობს.

"სრუ­ლი სი­სუ­ლე­ლეა. ფაქ­ტია, რომ ადა­მი­ა­ნის ფან­ტა­ზი­ას სა­ზღვა­რი არ აქვს, მაგ­რამ ეს სრუ­ლი სი­სუ­ლე­ლეა. არც ვიცი სა­ი­დან, ვინ ავ­რცე­ლებს ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას. უნი­ვერ­სი­ტე­ტი ჩემ­თვის მხო­ლოდ სა­მუ­შაო ად­გი­ლი არ არის, ჩემი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია. მე ყვე­ლა­ნა­ი­რად გა­მოვ­რი­ცხავ ამას ", - უარ­ყოფს კვე­რენ­ჩხი­ლა­ძე გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

პრე­ზი­დენ­ტის ყო­ფი­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო მდივ­ნის შე­საძ­ლო და­ნიშ­ვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა თსუ-ს მოქ­მედ­მა რექ­ტორ­მა. ვლა­დი­მერ პა­პა­ვას თქმით, ამა­ზე სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია და მას არ აქვს მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცია.

სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის კან­დი­და­ტუ­რა­ზე ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ ერთი გან­ცხა­დე­ბაა შე­სუ­ლი. სა­ბუ­თე­ბის მი­ღე­ბა 14 აპ­რილს, 18:00 სა­ათ­ზე იწუ­რე­ბა. რო­გორც პა­პა­ვამ აღ­ნიშ­ნა, ამომ­რჩე­ველ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა არის 1300 კაც­ზე მეტი, რაც დიდი რი­ცხვია, მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ რა­ო­დე­ნო­ბის აკა­დე­მი­უ­რი და სა­მეც­ნი­ე­რო პერ­სო­ნა­ლის მიერ პირ­ვე­ლად ხდე­ბა რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის არ­ჩე­ვა.

ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი ვლა­დი­მერ პა­პა­ვა თა­ნამ­დე­ბო­ბას სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე პირ­ველ მა­ისს და­ტო­ვებს.

პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი თსუ-ს რექტორად? - რა კომენტარს აკეთებენ კვერენჩხილაძე და პაპავა

პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი თსუ-ს რექტორად? - რა კომენტარს აკეთებენ კვერენჩხილაძე და პაპავა

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე შესაძლოა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დასახელდეს. კვერენჩხილაძე გავრცელებულ ინფორმაციას სრულ სისულელეს უწოდებს. პრეზიდენტის ყოფილმა საპარლამენტო მდივანმა თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქმიანობას თსუ-ში განაგრძობს.

"სრული სისულელეა. ფაქტია, რომ ადამიანის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს, მაგრამ ეს სრული სისულელეა. არც ვიცი საიდან, ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას. უნივერსიტეტი ჩემთვის მხოლოდ სამუშაო ადგილი არ არის, ჩემი ცხოვრების ნაწილია. მე ყველანაირად გამოვრიცხავ ამას ", - უარყოფს კვერენჩხილაძე გავრცელებულ ინფორმაციას.

პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივნის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა თსუ-ს მოქმედმა რექტორმა. ვლადიმერ პაპავას თქმით, ამაზე საუბარი ნაადრევია და მას არ აქვს მსგავსი ინფორმაცია.

სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურაზე ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი განცხადებაა შესული. საბუთების მიღება 14 აპრილს, 18:00 საათზე იწურება. როგორც პაპავამ აღნიშნა, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა არის 1300 კაცზე მეტი, რაც დიდი რიცხვია, მისივე ინფორმაციით, ამ რაოდენობის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის მიერ პირველად ხდება რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა თანამდებობას საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე პირველ მაისს დატოვებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია