მსოფლიო

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადვილია ოთახში შეკეტილმა, სოციალურ ქსელში პუტინს აგინო" - ნინი დედალამაზიშვილის მწვავე პასუხი "მგზავრების" კრიტიკოსებს
"ადვილია ოთახში შეკეტილმა, სოციალურ ქსელში პუტინს აგინო" - ნინი დედალამაზიშვილის მწვავე პასუხი "მგზავრების" კრიტიკოსებს

9 აპ­რილს რუ­სეთ­ში, სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში ჯგუ­ფი "მგზავ­რე­ბი" კონ­ცერტს გა­მარ­თავს. თე­მის გარ­შე­მო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­ერ­თი სა­ლან­ძღა­ვი და კრი­ტი­კუ­ლი პოს­ტი და­ი­წე­რა. კრი­ტი­კას ჯგუ­ფის ერთ-ერთი სო­ლის­ტის დამ, ნინი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უპა­სუ­ხა:

"პატ­რი­ო­ტე­ბო" პირ­ველ რიგ­ში ყვე­ლას აქვს აზ­რის გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა, პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბის, დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ, ადა­მი­ა­ნებს აქვთ უფ­ლე­ბა მო­წონ­დეთ ან არ მო­წონ­დეთ ჯგუ­ფი "მგზავ­რე­ბის" მუ­სი­კა, გუ­შინ მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მომ­დი­ო­და წე­რი­ლე­ბი, მი­რე­კავ­დნენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და მინ­და, რომ ყვე­ლას გაგ­ცეთ პა­სუ­ხი. დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვი­საც ვუყ­ვარ­ვართ, მაგ­რამ მო­გი­წო­დებთ, რომ გი­ნე­ბით და ლან­ძღვით ნუ პა­სუ­ხობთ სი­ძულ­ვი­ლის და "დე­დის გი­ნე­ბის" ენა­ზე მო­სა­უბ­რე ან­გა­ჟი­რე­ბულ ადა­მი­ანს. ჯგუ­ფი "მგზავ­რე­ბი" წლე­ბია უკ­რა­ი­ნა­ში არი­ან, და­სა­ხელ­დნენ წლის სა­უ­კე­თე­სო ჯგუ­ფად, წლე­ბის მან­ძილ­ზე სრუ­ლი ანშლა­გით მარ­თა­ვენ კონ­ცერ­ტებს, მათი სა­კონ­ცერ­ტო ტურ­ნე 1 წლით ადრე არის გა­წე­რი­ლი. ამა­ზე აქ­ცენ­ტი არ კეთ­დე­ბა და ესე­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბაც არ მახ­სოვს "მგზავ­რე­ბის" წარ­მა­ტე­ბა­ზე, ესეც გა­სა­გე­ბია, აქ ბედ­ნი­ე­რე­ბას და წარ­მა­ტე­ბას ვერ გპა­ტი­ო­ბენ. მი­ხა­რია, რომ ლო­კა­ლურ სივ­რცე­ში არ დარ­ჩნენ და წარ­მა­ტე­ბას სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მი­აღ­წი­ეს, გან­ვი­თარ­დნენ, რაც ყვე­ლა­ზე დიდი მო­ნა­პო­ვა­რია.

რაც შე­ე­ხე­ბა 9 აპ­რილს და­გეგ­მილ კონ­ცერტს, რო­მე­ლიც პე­ტერ­ბურ­გში გა­ი­მარ­თე­ბა. პატ­რი­ო­ტიზ­მია ოკუ­პანტ ქვე­ყა­ნა­ში მო­ა­ხერ­ხო ამ თე­მას შე­ე­ხო!, ად­ვი­ლია ოთახ­ში შე­კე­ტილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პუ­ტინს აგი­ნო, რო­დე­საც იცი, რომ ამის გამო ფი­ზი­კუ­რად ვე­რა­ვინ შე­გე­ხე­ბა. "მგზავ­რე­ბი" პე­ტერ­ბურ­გში აქ­ცია კონ­ცერტს გეგ­მავს, ვი­დეო ინ­სტა­ლა­ცი­ით, წუ­თი­ე­რი დუ­მი­ლით. ჩვე­ნი ია­რა­ღი ჩვე­ნი საქ­მეა, ჩვე­ნი ია­რა­ღი არის სტე­რე­ო­ტი­პე­ბის მსხვრე­ვა ახალ თა­ო­ბა­ში, რომ "გრუ­ზი­ნი" ის არ არის, რაც მათ გო­ნი­ათ. გიგი ოკუ­პან­ტე­ბის ქვე­ყა­ნა­ში მუდ­მი­ვად აფიქ­სი­რებს თა­ვის პო­ზი­ცი­ას, მათ შო­რის უკ­რა­ი­ნის თე­მა­ზეც.

პ.ს ნიკა გვა­რა­მი­ას დიდ პა­ტივს ვცემ. უფრო მეტ წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ, ბევ­რს მი­აღ­წია კა­ლო­შით ჩა­მო­სულ­მა თბი­ლის­ში, მაგ­რამ ყვე­ლა იგი­ვე რთულ გზას არ გა­დის, გი­გის უფრო გა­უ­მარ­თლა და კა­ლო­შით არ მო­უ­წია კი­ევ­ში ჩას­ვლა, იღ­ბლი­ა­ნია :) ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ ნი­კას ბი­ოგ­რა­ფი­ას, რომ თა­ვი­სი თავი შექ­მნა, ალ­ბათ გა­დაღ­ლი­ლია და "ქარ­თვე­ლი ვაჟ­კა­ცი­ვით" დე­დის გი­ნე­ბა­ზეა გა­და­სუ­ლი :))

ამა­სო­ბა­ში მგზავ­რე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ ტურ­ნეს მთე­ლი წელი გა­წე­რი­ლია მო­მა­ვა­ლი თვის ბი­ლე­თე­ბი წი­ნას­წარ გა­ყი­დუ­ლი.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვა მაქვს, რომ ტა­ლა­ხის სრო­ლის ფეს­ტი­ვა­ლი მო­ა­წყოს სა­ხელ­მწი­ფომ, ამა­ზე დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ბრბო მა­ინც ვე­რაფ­რის­გან იღებს.

წარ­მა­ტე­ბულ დღეს გი­სურ­ვებთ!", - წერს ნინი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ ასე­ვე: "მგზავ­რე­ბის" კონ­ცერ­ტი 9 აპ­რილს პე­ტერ­ბურ­გში და გა­მოხ­მა­უ­რე­ბა თბი­ლის­ში: "უკ­რა­ი­ნა­ში ცალი კა­ლო­შით ჩა­სუ­ლე­ბი, რუ­სეთს გა­ე­შურ­ნენ"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

"ადვილია ოთახში შეკეტილმა, სოციალურ ქსელში პუტინს აგინო" - ნინი დედალამაზიშვილის მწვავე პასუხი "მგზავრების" კრიტიკოსებს

"ადვილია ოთახში შეკეტილმა, სოციალურ ქსელში პუტინს აგინო" - ნინი დედალამაზიშვილის მწვავე პასუხი "მგზავრების" კრიტიკოსებს

9 აპრილს რუსეთში, სანკტ-პეტერბურგში ჯგუფი "მგზავრები" კონცერტს გამართავს. თემის გარშემო სოციალურ ქსელში არაერთი სალანძღავი და კრიტიკული პოსტი დაიწერა. კრიტიკას ჯგუფის ერთ-ერთი სოლისტის დამ, ნინი დედალამაზიშვილმა სოციალურ ქსელში უპასუხა:

"პატრიოტებო" პირველ რიგში ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება, პოზიციის დაფიქსირების, დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ადამიანებს აქვთ უფლება მოწონდეთ ან არ მოწონდეთ ჯგუფი "მგზავრების" მუსიკა, გუშინ მთელი დღის განმავლობაში მომდიოდა წერილები, მირეკავდნენ ჟურნალისტები და მინდა, რომ ყველას გაგცეთ პასუხი. დიდი მადლობა ყველას, ვისაც ვუყვარვართ, მაგრამ მოგიწოდებთ, რომ გინებით და ლანძღვით ნუ პასუხობთ სიძულვილის და "დედის გინების" ენაზე მოსაუბრე ანგაჟირებულ ადამიანს. ჯგუფი "მგზავრები" წლებია უკრაინაში არიან, დასახელდნენ წლის საუკეთესო ჯგუფად, წლების მანძილზე სრული ანშლაგით მართავენ კონცერტებს, მათი საკონცერტო ტურნე 1 წლით ადრე არის გაწერილი. ამაზე აქცენტი არ კეთდება და ესეთი გამოხმაურებაც არ მახსოვს "მგზავრების" წარმატებაზე, ესეც გასაგებია, აქ ბედნიერებას და წარმატებას ვერ გპატიობენ. მიხარია, რომ ლოკალურ სივრცეში არ დარჩნენ და წარმატებას სხვადასხვა ქვეყანაში მიაღწიეს, განვითარდნენ, რაც ყველაზე დიდი მონაპოვარია.

რაც შეეხება 9 აპრილს დაგეგმილ კონცერტს, რომელიც პეტერბურგში გაიმართება. პატრიოტიზმია ოკუპანტ ქვეყანაში მოახერხო ამ თემას შეეხო!, ადვილია ოთახში შეკეტილმა სოციალურ ქსელში პუტინს აგინო, როდესაც იცი, რომ ამის გამო ფიზიკურად ვერავინ შეგეხება. "მგზავრები" პეტერბურგში აქცია კონცერტს გეგმავს, ვიდეო ინსტალაციით, წუთიერი დუმილით. ჩვენი იარაღი ჩვენი საქმეა, ჩვენი იარაღი არის სტერეოტიპების მსხვრევა ახალ თაობაში, რომ "გრუზინი" ის არ არის, რაც მათ გონიათ. გიგი ოკუპანტების ქვეყანაში მუდმივად აფიქსირებს თავის პოზიციას, მათ შორის უკრაინის თემაზეც.

პ.ს ნიკა გვარამიას დიდ პატივს ვცემ. უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ, ბევრს მიაღწია კალოშით ჩამოსულმა თბილისში, მაგრამ ყველა იგივე რთულ გზას არ გადის, გიგის უფრო გაუმართლა და კალოშით არ მოუწია კიევში ჩასვლა, იღბლიანია :) ძალიან ვაფასებ ნიკას ბიოგრაფიას, რომ თავისი თავი შექმნა, ალბათ გადაღლილია და "ქართველი ვაჟკაცივით" დედის გინებაზეა გადასული :))

ამასობაში მგზავრები აგრძელებენ ტურნეს მთელი წელი გაწერილია მომავალი თვის ბილეთები წინასწარ გაყიდული.

საზოგადოებრივი ინიციატივა მაქვს, რომ ტალახის სროლის ფესტივალი მოაწყოს სახელმწიფომ, ამაზე დიდ სიამოვნებას ბრბო მაინც ვერაფრისგან იღებს.

წარმატებულ დღეს გისურვებთ!", - წერს ნინი დედალამაზიშვილი.

იხილეთ ასევე: "მგზავრების" კონცერტი 9 აპრილს პეტერბურგში და გამოხმაურება თბილისში: "უკრაინაში ცალი კალოშით ჩასულები, რუსეთს გაეშურნენ"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს