პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში Maroon 5 ჩამოდის!
საქართველოში Maroon 5 ჩამოდის!

პრო­ექტ Check-in Georgia-ს ფარ­გლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ეროს რა­მა­ზო­ტი, რობი უი­ლი­ამ­სი, ხოსე კარ­ე­რა­სი და Maroon 5 ეს­ტუმ­რე­ბი­ან. პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით, დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს ვიცე-პრე­მი­ერ­მა, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვილ­მა, კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძემ, მის­მა მო­ად­გი­ლემ კახი კან­დე­ლაკ­მა და ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა გი­ორ­გი ჩო­გო­ვა­ძემ პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თეს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი 2016 წლის აპ­რი­ლი­დან იწყე­ბა. ის მო­ი­ცავს კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის სე­რი­ას, რო­მე­ლიც თბი­ლის­სა და სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. პრო­ექტს ორ­გა­ნი­ზე­ბას კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონ­დი გა­უ­წევს. კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი აპ­რილ­ში და­ი­წყე­ბა და წლის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. Сheck-in Georgia ფარ­გლებ­ში და­გეგ­მი­ლია კონ­ცერ­ტე­ბი მსოფ­ლიო ვარ­კვლა­ვე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, კერ­ძოდ, ეროს რა­მა­ზო­ტი (24 აპ­რი­ლი, თბი­ლი­სი), რობი უი­ლი­ამ­სი (27 მა­ი­სი, თბი­ლი­სი), ხოსე კარ­ე­რა­სი (18 ივ­ნი­სი, ქუ­თა­ი­სი), Maroon 5 (7 ივ­ნი­სი, ბა­თუ­მი).

Check-in Georgia მო­ი­ცავს ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ქვეყ­ნის 19 ქა­ლაქ­ში და­გეგ­მილ კონ­ცერ­ტებს და 35 ფეს­ტი­ვალს. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის თქმით, ის ტრა­დი­ცი­ულ ხა­სი­ათს მი­ი­ღებს და ყო­ველ­წლი­უ­რად კი­დევ უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გახ­დე­ბა. გარ­და ამი­სა, პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მი­ლია ბა­თუმ­ში სა­კონ­ცერ­ტო მო­ედ­ნის მო­წყო­ბა.

Maroon 5 and Jose Carreras to hold concerts in Georgia

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

საქართველოში Maroon 5 ჩამოდის!

საქართველოში Maroon 5 ჩამოდის!

პროექტ Check-in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოს ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, ხოსე კარერასი და Maroon 5 ესტუმრებიან. პროექტთან დაკავშირებით, დღეს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, მისმა მოადგილემ კახი კანდელაკმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ პრესკონფერენცია გამართეს.

აღნიშნული პროექტი 2016 წლის აპრილიდან იწყება. ის მოიცავს კულტურული ღონისძიებების სერიას, რომელიც თბილისსა და საქართველოს რეგიონებში გაიმართება. პროექტს ორგანიზებას კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი გაუწევს. კულტურული ღონისძიებები აპრილში დაიწყება და წლის ბოლომდე გაგრძელდება. Сheck-in Georgia ფარგლებში დაგეგმილია კონცერტები მსოფლიო ვარკვლავების მონაწილეობით, კერძოდ, ეროს რამაზოტი (24 აპრილი, თბილისი), რობი უილიამსი (27 მაისი, თბილისი), ხოსე კარერასი (18 ივნისი, ქუთაისი), Maroon 5 (7 ივნისი, ბათუმი).

Check-in Georgia მოიცავს ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით ქვეყნის 19 ქალაქში დაგეგმილ კონცერტებს და 35 ფესტივალს. ორგანიზატორების თქმით, ის ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბათუმში საკონცერტო მოედნის მოწყობა.

Maroon 5 and Jose Carreras to hold concerts in Georgia

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება