მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
Faceამბები
სპორტი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩანს პოლიტიკაში წასვლის სურვილი აქვს და სტალინის გამო დევნილის იმიჯს იყენებს" - რას ამბობენ გორის უნივერსიტეტიდან გათავისუფლებულ ლექტორზე
"ჩანს პოლიტიკაში წასვლის სურვილი აქვს და სტალინის გამო დევნილის იმიჯს იყენებს" - რას ამბობენ გორის უნივერსიტეტიდან გათავისუფლებულ ლექტორზე

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ გო­რის სუ­ხიშ­ვი­ლის სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან ლექ­ტო­რი არი­ნა თა­ვა­ქა­რიშ­ვი­ლი იმის გამო გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, რომ პე­და­გოგს ან­ტის­ტა­ლი­ნუ­რი პო­ზი­ცია ჰქონ­და. ამის თა­ო­ბა­ზე თა­ვა­ქა­რიშ­ვილ­მა ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზეც და­წე­რა:

"ეს ჩემ­თვის არ არის იო­ლად გა­და­სა­ტა­ნი და ვი­ტყვი, რომ ძა­ლი­ან ძნე­ლი­ცაა და მძი­მეც. რა­ხან მა­ინც და­ი­წე­რა ვი­ტყვი, რომ სტა­ლი­ნის ძეგლის ხელ­მე­ო­რედ დად­გმა არ დად­გმას შე­ე­წი­რა ჩემი ლექ­ცი­ე­ბი. ისე­ვე რო­გორც მე მაქვს მყა­რი პო­ზი­ცი­ე­ბი სტა­ლი­ნიზ­მზე, რუ­სეთ­ზე, მა­თაც აქვთ თა­ვი­ან­თი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სტა­ლინ­ზე.

ეს მათი ნე­ბაა, მაგ­რამ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს არ შე­ვე­ლე­ვი და თუ ასე ით­ვლე­ბა, მე ან­ტის­ტა­ლი­ნე­ლი ვარ... ჩემი პო­ზი­ცია მყა­რია და ვერ შე­მაც­ვლე­ვი­ნებთ" - წერ­და სტა­ტუს­ში ლექ­ტო­რი.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი2"-თან კო­მენ­ტარ­ში არი­ნა თა­ვა­ქა­რიშ­ვილ­მა ეს ინ­ფორ­მა­ცია და­ა­დას­ტუ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ სწო­რედ ან­ტის­ტა­ლი­ნუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის გამო მოხ­და მისი სამ­სა­ხუ­რი­დან და­თხოვ­ნა. რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ეს ინ­ფორ­მა­ცია სი­ნამ­დვი­ლეს, ამის გარ­კვე­ვა თა­ვად ქალ­ბა­ტონ არი­ნას­თან და უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას­თან ვცა­დეთ. სამ­წუ­ხა­როდ, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა ლექ­ტორ­მა ჩვენს კი­თხვებს არ უპა­სუ­ხა. სუ­ხიშ­ვი­ლის სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პო­ზი­ცია კი რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ, ეკა სუ­ხიშ­ვილ­მა მოგ­ვახ­სე­ნა:

"ეს არის წმინ­და წყლის პრო­ვო­კა­ცია და ტყუ­ი­ლი. ქალ­ბა­ტო­ნი არი­ნა 2005 წლი­დან მუ­შა­ობ­და სუ­ხიშ­ვი­ლის სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში იკა­ვებ­და სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბებს: იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი, ერთ-ერთი ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი, სა­ზღვარ­გა­რეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი, პი­ა­რის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე. მას ჰქონ­და სრუ­ლი სა­მუ­შაო თა­ვი­სუფ­ლე­ბა და მის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში არა­ვინ არას­დროს ჩა­რე­უ­ლა. ის ყო­ველ­თვის აქ­ტი­უ­რად გა­მო­ხა­ტავ­და სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ას, რა­საც უნი­ვერ­სი­ტე­ტი თუ მი­ე­სალ­მე­ბო­და, თო­რემ წინ არა­სო­დეს აღ­დგო­მია.

მაქვს გო­ნივ­რუ­ლი ეჭვი, თუ რა­ტომ გახ­და ეს ინ­ცი­დენ­ტი აქ­ტუ­ა­ლუ­რი სწო­რედ ახლა. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის ჩათ­რე­ვა პო­ლი­ტი­კა­ში ყვე­ლა­ზე კარ­გი პი­ა­რია არი­ნა­სათ­ვის, რო­მელ­საც, რო­გორც ჩანს, პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლის სურ­ვი­ლი აქვს და სტა­ლი­ნის გამო დევ­ნი­ლის იმიჯს სა­თა­ვი­სოდ იყე­ნებს და სურს წა­მე­ბუ­ლის მან­ტია მო­ის­ხას. ჩვენ გვყავს 250 თა­ნამ­შრო­მე­ლი რომ­ლებ­საც აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი აქვთ, ზოგი ოპო­ზი­ცი­ას უჭერს მხარს, ზოგი პო­ზი­ცი­ას, და ამის გამო არა­სო­დეს არა­ვის­თვის მიგ­ვი­თი­თე­ბია კა­რის­კენ და არც მო­მა­ვალ­ში ვა­პი­რებთ ვინ­მეს სამ­სა­ხუ­რი­დან და­თხოვ­ნას პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო. ჩვე­ნი ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი და სურ­ვი­ლია, ვიზ­რუ­ნოთ ბავ­შვე­ბის გა­ნათ­ლე­ბა­ზე" გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ჩანს პოლიტიკაში წასვლის სურვილი აქვს და სტალინის გამო დევნილის იმიჯს იყენებს" - რას ამბობენ გორის უნივერსიტეტიდან გათავისუფლებულ ლექტორზე

"ჩანს პოლიტიკაში წასვლის სურვილი აქვს და სტალინის გამო დევნილის იმიჯს იყენებს" - რას ამბობენ გორის უნივერსიტეტიდან გათავისუფლებულ ლექტორზე

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორის სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტიდან ლექტორი არინა თავაქარიშვილი იმის გამო გაათავისუფლეს, რომ პედაგოგს ანტისტალინური პოზიცია ჰქონდა. ამის თაობაზე თავაქარიშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზეც დაწერა:

"ეს ჩემთვის არ არის იოლად გადასატანი და ვიტყვი, რომ ძალიან ძნელიცაა და მძიმეც. რახან მაინც დაიწერა ვიტყვი, რომ სტალინის ძეგლის ხელმეორედ დადგმა არ დადგმას შეეწირა ჩემი ლექციები. ისევე როგორც მე მაქვს მყარი პოზიციები სტალინიზმზე, რუსეთზე, მათაც აქვთ თავიანთი აღფრთოვანებული დამოკიდებულება სტალინზე.

ეს მათი ნებაა, მაგრამ ღირებულებებს არ შეველევი და თუ ასე ითვლება, მე ანტისტალინელი ვარ... ჩემი პოზიცია მყარია და ვერ შემაცვლევინებთ" - წერდა სტატუსში ლექტორი.

ტელეკომპანია "რუსთავი2"-თან კომენტარში არინა თავაქარიშვილმა ეს ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ სწორედ ანტისტალინური შეხედულების გამო მოხდა მისი სამსახურიდან დათხოვნა. რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სინამდვილეს, ამის გარკვევა თავად ქალბატონ არინასთან და უნივერსიტეტის წარმომადგენლობასთან ვცადეთ. სამწუხაროდ, გათავისუფლებულმა ლექტორმა ჩვენს კითხვებს არ უპასუხა. სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის პოზიცია კი რექტორის მოადგილემ, ეკა სუხიშვილმა მოგვახსენა:

"ეს არის წმინდა წყლის პროვოკაცია და ტყუილი. ქალბატონი არინა 2005 წლიდან მუშაობდა სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტში. ამ დროის განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს: იყო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი, საზღვარგარეთთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, პიარის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე. მას ჰქონდა სრული სამუშაო თავისუფლება და მის საქმიანობაში არავინ არასდროს ჩარეულა. ის ყოველთვის აქტიურად გამოხატავდა საკუთარ პოზიციას, რასაც უნივერსიტეტი თუ მიესალმებოდა, თორემ წინ არასოდეს აღდგომია.

მაქვს გონივრული ეჭვი, თუ რატომ გახდა ეს ინციდენტი აქტუალური სწორედ ახლა. საგანმანათლებლო სისტემის ჩათრევა პოლიტიკაში ყველაზე კარგი პიარია არინასათვის, რომელსაც, როგორც ჩანს, პოლიტიკაში წასვლის სურვილი აქვს და სტალინის გამო დევნილის იმიჯს სათავისოდ იყენებს და სურს წამებულის მანტია მოისხას. ჩვენ გვყავს 250 თანამშრომელი რომლებსაც აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვთ, ზოგი ოპოზიციას უჭერს მხარს, ზოგი პოზიციას, და ამის გამო არასოდეს არავისთვის მიგვითითებია კარისკენ და არც მომავალში ვაპირებთ ვინმეს სამსახურიდან დათხოვნას პოლიტიკური შეხედულებების გამო. ჩვენი ერთადერთი მიზანი და სურვილია, ვიზრუნოთ ბავშვების განათლებაზე" განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია