სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოჯახის ქონება - ბიზნესსაქმიანობა და სასახლეები დუბაიში
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოჯახის ქონება - ბიზნესსაქმიანობა და სასახლეები დუბაიში

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტის ილ­ჰამ ალი­ე­ვის ბიზ­ნე­სიმ­პე­რია იზ­რდე­ბა. მისი უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი არზუ ალი­ე­ვა მო­უ­ლოდ­ნე­ლად ერთ-ერთი მსხვი­ლი ბან­კის და ავი­ა­ხა­ზე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­ფლო­ბე­ლი გახ­და.

აზერ­ბა­ი­ჯან­ში არ­სე­ბობს ჰოლ­დინ­გი SW Holding, რო­მე­ლიც იმ­დე­ნად მსხვი­ლი მო­ნო­პო­ლის­ტუ­რი კომ­პა­ნი­აა, რომ სა­კუ­თა­რი ბან­კიც კი აქვს - "სილქ ვეი ბან­კი". ამ ბან­კის მფლო­ბე­ლად ორი ქალი სა­ხელ­დე­ბა, რომ­ლებ­საც მჭიდ­რო კავ­ში­რე­ბი აქვთ ქვეყ­ნის მმარ­თვე­ლო­ბას­თან. ერთი მათ­გა­ნი ზა­რი­ფა გამ­ზა­ე­ვაა, სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­ვი­ა­ციო კომ­პა­ნია "აზა­ლის" უფ­რო­სის მე­უღ­ლე და არზუ ალი­ე­ვა, პრე­ზი­დენ­ტის ქა­ლიშ­ვი­ლი.

ილ­ჰამ და მეჰ­რი­ბან ალი­ე­ვე­ბი შვი­ლებ­თან, ლე­ი­ლას­თან, არ­ზუს­თან და ჰე­ი­დარ­თან ერ­თად

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა ახლო მე­გობ­რებს და ოჯა­ხის წევ­რებს ქვეყ­ნის ფა­სე­უ­ლი აქ­ტი­ვე­ბის შე­სა­ნა­ხად იყე­ნებს. არა­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი კა­ნო­ნე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ხელ­მწი­ფო პი­რებს ეკ­რძა­ლე­ბათ მსგავ­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, სას­ჯე­ლი 12-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბაა.

ილ­ჰამ ალი­ე­ვის მე­უღ­ლე მეჰ­რი­ბან ალი­ე­ვა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი და ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რაა. ალი­ე­ვე­ბის უმ­ცრო­სი ვაჟი ჰე­ი­და­რი დუ­ბა­ი­ში 44 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ბი­ნას ფლობს. ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი ლე­ი­ლა და არზუ აგ­რეთ­ვე ფლო­ბენ სახ­ლებს დუ­ბა­ი­ში. ჯამ­ში, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტის ქო­ნე­ბა 75 მი­ლი­ონ დო­ლა­რად ფას­დე­ბა.

ალი­ევს ოფი­ცი­ა­ლუ­რად პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე წე­ლი­წად­ში 230 000 დო­ლა­რი აქვს ხელ­ფა­სი. თუმ­ცა ის ქვეყ­ნის ნავ­თობს მკაც­რად აკონ­ტრო­ლებს. მი­უ­ხე­და­ვად რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ქო­ნე­ბი­სა, არც ილ­ჰამს, არც მის ცოლს ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია არ აქვთ შევ­სე­ბუ­ლი, რაც აზერ­ბა­ი­ჯა­ნის კა­ნო­ნებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. ქვეყ­ნის კა­ნო­ნი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბას უკ­რძა­ლავს.

მას შემ­დეგ, რაც "ვა­შინგტონ პოს­ტში" გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია ალი­ე­ვის ვა­ჟის მი­ლი­ო­ნი­ა­ნი სახ­ლის შე­სა­ხებ დუ­ბა­ი­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­ში ზო­გი­ერ­თი ვებგ­ვერ­დი და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი დაბ­ლო­კეს. ალი­ე­ვის 11 წლის შვი­ლი გახ­და ცხრა სა­სახ­ლის მფლო­ბე­ლი დუ­ბა­ის ყვე­ლა­ზე მდიდ­რულ უბან­ში. მის სა­ხელ­ზეა გა­ფორ­მე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, მაგ­რამ "ვა­შინგტონ პოსტს" ოფი­ცი­ა­ლურ­მა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა ბა­ქო­ში კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი არ გას­ცეს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Kapital.kz-ს მი­ხედ­ვით

ნათია
0

ესენი კავკასიელები არ არიან ხოლო აღმოსავლური სილამაზით ზიროათჰონ მირზიიოევა ჯობს გარეგნობით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოჯახის ქონება - ბიზნესსაქმიანობა და სასახლეები დუბაიში

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოჯახის ქონება - ბიზნესსაქმიანობა და სასახლეები დუბაიში

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ბიზნესიმპერია იზრდება. მისი უმცროსი ქალიშვილი არზუ ალიევა მოულოდნელად ერთ-ერთი მსხვილი ბანკის და ავიახაზების მომსახურების კომპანიის თანამფლობელი გახდა.

აზერბაიჯანში არსებობს ჰოლდინგი SW Holding, რომელიც იმდენად მსხვილი მონოპოლისტური კომპანიაა, რომ საკუთარი ბანკიც კი აქვს - "სილქ ვეი ბანკი". ამ ბანკის მფლობელად ორი ქალი სახელდება, რომლებსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ქვეყნის მმართველობასთან. ერთი მათგანი ზარიფა გამზაევაა, სახელმწიფო საავიაციო კომპანია "აზალის" უფროსის მეუღლე და არზუ ალიევა, პრეზიდენტის ქალიშვილი.

ილჰამ და მეჰრიბან ალიევები შვილებთან, ლეილასთან, არზუსთან და ჰეიდართან ერთად

აზერბაიჯანის პოლიტიკური ელიტა ახლო მეგობრებს და ოჯახის წევრებს ქვეყნის ფასეული აქტივების შესანახად იყენებს. არადა აზერბაიჯანული კანონების მიხედვით, სახელმწიფო პირებს ეკრძალებათ მსგავსი აქტივობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასჯელი 12-წლიანი პატიმრობაა.

ილჰამ ალიევის მეუღლე მეჰრიბან ალიევა პარლამენტის წევრი და ცნობილი პოლიტიკური ფიგურაა. ალიევების უმცროსი ვაჟი ჰეიდარი დუბაიში 44 მილიონი დოლარის ღირებულების ბინას ფლობს. ქალიშვილები ლეილა და არზუ აგრეთვე ფლობენ სახლებს დუბაიში. ჯამში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქონება 75 მილიონ დოლარად ფასდება.

ალიევს ოფიციალურად პრეზიდენტის პოსტზე წელიწადში 230 000 დოლარი აქვს ხელფასი. თუმცა ის ქვეყნის ნავთობს მკაცრად აკონტროლებს. მიუხედავად რამდენიმე ათეული მილიონიანი ქონებისა, არც ილჰამს, არც მის ცოლს ქონებრივი დეკლარაცია არ აქვთ შევსებული, რაც აზერბაიჯანის კანონებს ეწინააღმდეგება. ქვეყნის კანონი მაღალჩინოსნებს ბიზნესსაქმიანობას უკრძალავს.

მას შემდეგ, რაც "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნდა სტატია ალიევის ვაჟის მილიონიანი სახლის შესახებ დუბაიში, აზერბაიჯანში ზოგიერთი ვებგვერდი და სოციალური ქსელი დაბლოკეს. ალიევის 11 წლის შვილი გახდა ცხრა სასახლის მფლობელი დუბაის ყველაზე მდიდრულ უბანში. მის სახელზეა გაფორმებული უძრავი ქონება, მაგრამ "ვაშინგტონ პოსტს" ოფიციალურმა მაღალჩინოსნებმა ბაქოში კითხვებზე პასუხი არ გასცეს.

მომზადებულია Kapital.kz-ს მიხედვით