პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არ არის ჯიჰადი, ეს დიდი ბიზნესია" - რას ჰყვება "ისლამური სახელმწიფოს" ყოფილი მებრძოლი
"ეს არ არის ჯიჰადი, ეს დიდი ბიზნესია" - რას ჰყვება "ისლამური სახელმწიფოს" ყოფილი მებრძოლი

ტა­ჯი­კე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, სი­რი­ა­ში "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" რი­გებ­ში უკვე ათას­ზე მეტი ტა­ჯი­კი იბ­რძვის. სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, მებ­რძოლ­თა შო­რის, უკვე 200-ზე მეტი ტა­ჯი­კე­თის მო­ქა­ლა­ქე და­ი­ღუ­პა.

ტა­ჯი­კი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­და­ბი­რე­ბას "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მებ­რძო­ლე­ბი რო­გორც ქვეყ­ნის სა­ზღვრებ­ში, ასე­ვე მის ფარ­გლებს გა­რე­თაც ახერ­ხე­ბენ. სი­რი­ა­ში ძი­რი­თა­დად 19-დან 45 წლამ­დე მა­მა­კა­ცე­ბი მი­დი­ან, არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა მა­მა­კა­ცე­ბი იქ მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად წა­სუ­ლან.

იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა­ში სი­ტუ­ა­ცია გა­მოს­წორ­დეს, ტა­ჯი­კე­თის მთავ­რო­ბამ შე­ი­მუ­შა­ვა კა­ნო­ნი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მათ, ვინც ჩა­მო­შორ­დე­ბა ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, სრუ­ლი­ად მო­ეხ­სნე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

წე­სი­სა­მებრ, ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი მებ­რძო­ლი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იზო­ლა­ტორ­ში იკი­თხე­ბა, საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლია უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი, გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი და სხვა უამ­რა­ვი უწყე­ბა.

მსგავ­სი პრო­ცე­დუ­რა უკვე 200-მდე ყო­ფილ­მა ჯი­ჰა­დის­ტმა გა­ი­ა­რა. ტა­ჯიკ­მა ბო­ბო­ჯონ კა­კა­ბო­ევ­მაც ზუს­ტად მსგავ­სი გზა გან­ვლო სახ­ლი­დან ჯი­ჰა­დამ­დე და პი­რი­ქით. ის სი­რი­ა­ში თურ­ქე­თი­დან მოხ­ვდა, თურ­ქე­თამ­დე კი რუ­სეთ­ში ტაქ­სის მძღო­ლად მუ­შა­ობ­და. ერთ მშვე­ნი­ერ დღე­საც მისი მგზავ­რი გა­დამ­ბი­რე­ბე­ლი "ის­ლა­მუ­რი სა­ხემ­წი­ფო­დან" ე.წ. "ვერ­ბოვ­ში­კი" აღ­მოჩ­ნდა. მან სი­რი­ა­ში 4 თვე დაჰ­ყო, ხოლო პირ­ვე­ლი ად­გი­ლი, სა­დაც ის მოხ­ვდა, პალ­მი­რას უძ­ვე­ლე­სი ის­ტო­რი­უ­ლი ქა­ლა­ქი აღ­მოჩ­ნდა.

"2015 წლის ზა­ფხულ­ში, 150 "ახალ­წვე­ულ­თან" ერ­თად სამი ავ­ტო­ბუ­სით წაგ­ვიყ­ვა­ნეს პალ­მი­რას ის­ტო­რი­უ­ლი ქა­ლა­ქის­კენ. იმ დროს ტე­რი­ტო­რია "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს" ჰქონ­და და­კა­ვე­ბუ­ლი, ქა­ლა­ქის მახ­ლობ­ლად იყო გა­შე­ნე­ბუ­ლი საწ­ვრთნე­ლი ბაზა და ბა­ნა­კიც, სწო­რედ აქ იყო ტე­რო­რის­ტთა სპეც­რაზ­მიც.

აქამ­დე ბევ­რი არა­ფე­რი ვი­ცო­დი პალ­მი­რას შე­სა­ხებ, თუმ­ცა მისი ნახ­ვით მო­ვი­ხიბ­ლე, აქ იყო სა­უ­ცხოო თაღი, სვე­ტე­ბი, პალ­მე­ბი, იქა­უ­რო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მომ­ხიბ­ვლე­ლი იყო.

თუმ­ცა ირ­გვლივ ყვე­ლა­ფე­რი და­ან­გრი­ეს, ჩემს არაბ ინ­სტრუქ­ტორს ვკი­თხე, რა­ტომ და­ან­გრი­ეს ის­ტო­რი­უ­ლი ნა­წი­ლი-მეთ­ქი, მან მი­პა­სუ­ხა: "რაც შე­უ­თავ­სე­ბე­ლია ჩვენს რე­ლი­გი­ას­თან და ცოდ­ვა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი უნდა და­ინ­გრეს"!

თუმ­ცა, შემ­დეგ შე­ვამ­ჩნიე, რომ მხო­ლოდ ის იყო დან­გრე­უ­ლი, რისი გა­ყიდ­ვაც ტე­რო­რის­ტებს არ შე­ეძ­ლოთ, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი კი უკვე კარ­გა ხა­ნია გა­ყი­დუ­ლი ჰქონ­დათ.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"ეს არ არის ჯიჰადი, ეს დიდი ბიზნესია" - რას ჰყვება "ისლამური სახელმწიფოს" ყოფილი მებრძოლი

"ეს არ არის ჯიჰადი, ეს დიდი ბიზნესია" - რას ჰყვება "ისლამური სახელმწიფოს" ყოფილი მებრძოლი

ტაჯიკეთის ხელისუფლების განცხადების თანახმად, სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში უკვე ათასზე მეტი ტაჯიკი იბრძვის. სამართალდამცავთა ინფორმაციით კი, მებრძოლთა შორის, უკვე 200-ზე მეტი ტაჯიკეთის მოქალაქე დაიღუპა.

ტაჯიკი მოქალაქეების გადაბირებას "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები როგორც ქვეყნის საზღვრებში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც ახერხებენ. სირიაში ძირითადად 19-დან 45 წლამდე მამაკაცები მიდიან, არის შემთხვევები, როცა მამაკაცები იქ მეუღლესთან და შვილებთან ერთად წასულან.

იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია გამოსწორდეს, ტაჯიკეთის მთავრობამ შეიმუშავა კანონი, რომლის თანახმადაც, მათ, ვინც ჩამოშორდება ტერორისტულ ორგანიზაციას, სრულიად მოეხსნება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

წესისამებრ, ქვეყანაში დაბრუნებული ყოფილი მებრძოლი თვეების განმავლობაში იზოლატორში იკითხება, საქმეში ჩართულია უშიშროების სამსახური, გამომძიებლები და სხვა უამრავი უწყება.

მსგავსი პროცედურა უკვე 200-მდე ყოფილმა ჯიჰადისტმა გაიარა. ტაჯიკმა ბობოჯონ კაკაბოევმაც ზუსტად მსგავსი გზა განვლო სახლიდან ჯიჰადამდე და პირიქით. ის სირიაში თურქეთიდან მოხვდა, თურქეთამდე კი რუსეთში ტაქსის მძღოლად მუშაობდა. ერთ მშვენიერ დღესაც მისი მგზავრი გადამბირებელი "ისლამური სახემწიფოდან" ე.წ. "ვერბოვშიკი" აღმოჩნდა. მან სირიაში 4 თვე დაჰყო, ხოლო პირველი ადგილი, სადაც ის მოხვდა, პალმირას უძველესი ისტორიული ქალაქი აღმოჩნდა.

"2015 წლის ზაფხულში, 150 "ახალწვეულთან" ერთად სამი ავტობუსით წაგვიყვანეს პალმირას ისტორიული ქალაქისკენ. იმ დროს ტერიტორია "ისლამურ სახელმწიფოს" ჰქონდა დაკავებული, ქალაქის მახლობლად იყო გაშენებული საწვრთნელი ბაზა და ბანაკიც, სწორედ აქ იყო ტერორისტთა სპეცრაზმიც.

აქამდე ბევრი არაფერი ვიცოდი პალმირას შესახებ, თუმცა მისი ნახვით მოვიხიბლე, აქ იყო საუცხოო თაღი, სვეტები, პალმები, იქაურობა განსაკუთრებულად მომხიბვლელი იყო.

თუმცა ირგვლივ ყველაფერი დაანგრიეს, ჩემს არაბ ინსტრუქტორს ვკითხე, რატომ დაანგრიეს ისტორიული ნაწილი-მეთქი, მან მიპასუხა: "რაც შეუთავსებელია ჩვენს რელიგიასთან და ცოდვადაა მიჩნეული, ყველაფერი უნდა დაინგრეს"!

თუმცა, შემდეგ შევამჩნიე, რომ მხოლოდ ის იყო დანგრეული, რისი გაყიდვაც ტერორისტებს არ შეეძლოთ, ძვირადღირებული ნივთები კი უკვე კარგა ხანია გაყიდული ჰქონდათ.

გაგრძელება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა