პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ვეღარ ნახავთ ქართულ კინო-საიტებზე ამერიკულ სერიალებსა და ფილმებს
რატომ ვეღარ ნახავთ ქართულ კინო-საიტებზე ამერიკულ სერიალებსა და ფილმებს

დღეს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ქარ­თვე­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ამე­რი­კუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბი­სა და ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბას ქარ­თულ კინო-სა­ი­ტებ­ზე ვე­ღარ შეძ­ლებს. რო­გორც ირ­კვე­ვა, ამის მი­ზე­ზი კონ­კრე­ტუ­ლი სა­ი­ტე­ბის მიერ მე­კობ­რუ­ლი მა­სა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა გახ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ზღუდ­ვის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა უკვე გა­ა­კე­თა adjaranet.com-მა. მათ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ "სე­რი­ა­ლე­ბი­სა და ფილ­მე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვე­ნე­ბა/გავ­რცე­ლე­ბის ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბა აქვს ტე­ლე­კომ­პა­ნია GDS-ს. შე­სა­ბა­მი­სად, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მო­თხოვ­ნით, ვებ-გვერ­დის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას მო­უხ­და სა­ი­ტი­დან მო­ეხ­სნა ფილ­მე­ბის და სე­რი­ა­ლე­ბის ნა­წი­ლი". ჩა­მო­ნათ­ვალ­ში ათე­უ­ლო­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი ფილ­მი და სე­რი­ა­ლია, მათ შო­რის: Bones / ძვლე­ბი; Game of Thrones / სა­მე­ფო კა­რის თა­მა­შე­ბი; Grey's Anatomy / გრე­ის ანა­ტო­მია; Avatar / ავა­ტა­რი (ანი­მა­ცი­უ­რი სე­რი­ა­ლი); Newsroom; True Detective S1, S2 / ნამ­დვი­ლი დე­ტექ­ტი­ვი, The Mentalist / მენ­ტა­ლის­ტი, ასე­ვე ფილ­მე­ბი: "ტი­ტა­ნი­კი", "X-ადა­მი­ა­ნე­ბის" ყვე­ლა სე­რია, "ვარ­სკვლა­ვუ­რი ომე­ბის" ყვე­ლა ეპი­ზო­დი და თით­ქმის ასამ­დე ფილ­მი.

აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, კო­მენ­ტა­რის­თვის AMBEBI.GE GDS-ის მარ­კე­ტინ­გის დი­რექ­ტორს, ზუ­რაბ შა­რა­შე­ნი­ძეს და­უ­კავ­შირ­და: "ფორ­მუ­ლი­რე­ბა რომ GDS-ს აქვს ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბა, ვფიქ­რობ არის მომ­ხმა­რებ­ლის და მა­ყუ­რებ­ლის ემო­ცი­ურ შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა. ადა­მი­ა­ნებს გა­უჩ­ნდათ აღ­ქმა, რომ რა­ღაც აქამ­დე ყვე­ლას­თვის იყო ხელ­მი­საწ­ვდო­მი და ახლა ერ­თმა კო­მერ­ცი­ულ­მა პირ­მა, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ აქვს ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბი, ეს უფ­ლე­ბე­ბი გა­და­ი­ბა­რა თა­ვის­თვის და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მას-მოხ­მა­რე­ბის არ­ხე­ბი და­კე­ტა. ეს არის დიდი ტყუ­ი­ლი.

საქ­მე ის არ არის, რომ GDS-ს გა­აჩ­ნია რა­ი­მე ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბა. საქ­მე იმა­შია, რომ GDS-ს გა­აჩ­ნდა უფ­ლე­ბა ყო­ველ­თვის იმ სე­რი­ა­ლებ­ზე, რო­მელ­საც ეთე­რით უშ­ვებ­და. ეს უფ­ლე­ბა არის მხო­ლოდ და მხო­ლოდ სა­ტე­ლე­ვი­ზიო დის­ტრი­ბუ­ცი­ის უფ­ლე­ბა. საქ­მე ის არის, რომ არც adjaranet.com-ს, არც myvideo.ge-ს, არც imovies.ge-ს და არც ნე­ბის­მი­ერს სხვას არ გა­აჩ­ნდა იგი­ვე კონ­ტენ­ტის ინ­ტერ­ნეტ­დის­ტრი­ბუ­ცი­ის უფ­ლე­ბა. მათ არა­სო­დეს არ ქო­ნი­ათ კონ­ტაქ­ტი მათ მწარ­მო­ებ­ლებ­თან. ჰქონ­დათ პი­რა­ტუ­ლად მო­პა­რუ­ლი მა­სა­ლა, რო­მელ­საც ავ­რცე­ლებ­დნენ პირ­და­პირ და რე­ა­ლუ­რად პრობ­ლე­მის წი­ნა­შე აყე­ნებ­დნენ ისეთ ბიზ­ნესს, რო­მელ­თაც უნ­დათ გან­ვი­თა­რე­ბა, მა­გა­ლი­თად კი­ნო­თე­ატ­რებს. თუ კი­ნო­თე­ატ­რე­ბი ცდი­ლო­ბენ გა­ა­ფარ­თო­ვონ სა­კუ­თა­რი ქსე­ლი, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ, რომ ხალ­ხი არ წა­ვი­დეს კი­ნო­ში და და­ე­ლო­დოს, რო­დის და­ი­დე­ბა ფილ­მი "პი­რა­ტუ­ლად". ტე­ლე­ვი­ზი­ის და­არ­სე­ბის დღი­დან ნე­ბის­მი­ე­რი კონ­ტენ­ტი, რო­მე­ლიც GDS-ის ეთერ­ში გა­დის ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლია.

რო­დე­საც გვინ­და, რომ მომ­ხმა­რებ­ლის თვალ­ში ვი­ყოთ ხა­რისხზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, პრე­მი­უმ კონ­ტენ­ტის ტე­ლე­ვი­ზია, რო­მე­ლიც არ უშ­ვებს თურ­ქულ და ინ­დურ სა­პონს, არა­მედ ყი­დუ­ლობს HBO-სგან "სა­მე­ფო კა­რის თა­მა­შებს", ეს ყვე­ლა­ფე­რი არ­სე­ბულ ფონ­ზე კარ­გავს ყო­ველ­გვარ აზრს, თუ სე­რი­ა­ლი ეთერ­ში გაშ­ვე­ბამ­დე ნა­ხე­ვარ სა­ქარ­თვე­ლოს ექ­ნე­ბა ნა­ნა­ხი, რად­გან "პი­რა­ტე­ბი" იპა­რა­ვენ.

- რო­დის გა­და­წყვიეთ მი­გე­მარ­თათ მე­კობ­რუ­ლი სა­ი­ტე­ბის­თვის და გებ­რძო­ლათ თქვე­ნი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად?

- ამ ყვე­ლა­ფერ­მა პიკს მა­შინ მი­აღ­წია, რო­დე­საც ჩვენ კო­მერ­ცი­უ­ლი უზ­რდე­ლო­ბის ფაქ­ტის წი­ნა­შე დავ­დე­ქით, რო­დე­საც არ­ცერ­თი ვებ-გვერ­დი აღარ ერი­დე­ბო­და იმის და­ა­ნონ­სე­ბას, რომ მალე ჩვენს სა­იტ­ზე და­ი­დე­ბა ესა თუ ის სე­რი­ა­ლი ჯი-დი-ესის გახ­მო­ვა­ნე­ბით. ისი­ნი იღებ­დნენ არა მხო­ლოდ იმას, რისი უფ­ლე­ბაც არ მი­უ­ცი­ათ, არა­მედ იღებ­დნენ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ სა­კუთ­რე­ბა­საც. მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, ჩვენ მი­ვაღ­წი­ეთ იმას, რომ ის სა­ი­ტე­ბი, რო­მელ­თაც სა­ერ­თოდ არ აქვთ არა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბა, სა­ნამ ამ უფ­ლე­ბას არ მო­ი­პო­ვე­ბენ, არ გა­ავ­რცე­ლე­ბენ ფილ­მებს, რომ­ლე­ბიც ჩვენს ბა­დე­შია.

"სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ა­ში" აცხა­დე­ბენ, რომ ინ­ტერ­ნეტ­ში რა­ი­მე მა­სა­ლის სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა საკ­მა­ოდ რთუ­ლი სა­კი­თხია, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო ამ კუ­თხით აქ­ტი­უ­რად დგამს ნა­ბი­ჯებს. ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის მი­რი­ან კუ­ლუ­ლაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა "ინ­ტერ­ნე­ტის შე­სა­ხებ კა­ნონ­ზე". ამას­თან, კუ­ლუ­ლაშ­ვი­ლის თქმით, საქპა­ტენ­ტი და "სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცია" ერ­თობ­ლი­ვად მუ­შა­ობს იმა­ზე, რომ შე­მო­ი­ღონ გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი სის­ტე­მა სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად.

"კა­ნო­ნის მიერ რე­გუ­ლი­რე­ბა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად ხდე­ბა. თუ არის პი­რა­ტუ­ლი მა­სა­ლა, სა­სა­მარ­თლოს გზით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი ამის აღ­კვე­თა. სა­ი­ტის გა­უქ­მე­ბის უფ­ლე­ბა არა­ვის აქვს, რაც შე­ე­ხე­ბა სას­ჯელს, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ჯა­რი­მა. თუმ­ცა, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ესა თუ ის სა­ი­ტი გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს მო­წო­დე­ბას, აი­ღოს პი­რა­ტუ­ლი მა­სა­ლა, შე­საძ­ლოა, ჯა­რი­მის და­კის­რე­ბა აღარ მოხ­დეს", - გან­გვი­ცხა­და მი­რი­ან კუ­ლუ­ლაშ­ვილ­მა.

ჯონი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

რატომ ვეღარ ნახავთ ქართულ კინო-საიტებზე ამერიკულ სერიალებსა და ფილმებს

რატომ ვეღარ ნახავთ ქართულ კინო-საიტებზე ამერიკულ სერიალებსა და ფილმებს

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი ინტერნეტმომხმარებელი ამერიკული სერიალებისა და ფილმების ყურებას ქართულ კინო-საიტებზე ვეღარ შეძლებს. როგორც ირკვევა, ამის მიზეზი კონკრეტული საიტების მიერ მეკობრული მასალის გამოყენება გახდა.

აღნიშნული შეზღუდვის შესახებ განცხადება უკვე გააკეთა adjaranet.com-მა. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "სერიალებისა და ფილმების საქართველოში ჩვენება/გავრცელების ექსკლუზიური უფლება აქვს ტელეკომპანია GDS-ს. შესაბამისად, ტელეკომპანიის მოთხოვნით, ვებ-გვერდის ადმინისტრაციას მოუხდა საიტიდან მოეხსნა ფილმების და სერიალების ნაწილი". ჩამონათვალში ათეულობით პოპულარული ფილმი და სერიალია, მათ შორის: Bones / ძვლები; Game of Thrones / სამეფო კარის თამაშები; Grey's Anatomy / გრეის ანატომია; Avatar / ავატარი (ანიმაციური სერიალი); Newsroom; True Detective S1, S2 / ნამდვილი დეტექტივი, The Mentalist / მენტალისტი, ასევე ფილმები: "ტიტანიკი", "X-ადამიანების" ყველა სერია, "ვარსკვლავური ომების" ყველა ეპიზოდი და თითქმის ასამდე ფილმი.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით,  კომენტარისთვის AMBEBI.GE GDS-ის მარკეტინგის დირექტორს, ზურაბ შარაშენიძეს დაუკავშირდა: "ფორმულირება რომ GDS-ს აქვს ექსკლუზიური უფლება, ვფიქრობ არის მომხმარებლის და მაყურებლის ემოციურ შეცდომაში შეყვანა. ადამიანებს გაუჩნდათ აღქმა, რომ რაღაც აქამდე ყველასთვის იყო ხელმისაწვდომი და ახლა ერთმა კომერციულმა პირმა, იქიდან გამომდინარე, რომ აქვს ფინანსური რესურსები, ეს უფლებები გადაიბარა თავისთვის და ჩვეულებრივი მას-მოხმარების არხები დაკეტა. ეს არის დიდი ტყუილი.

საქმე ის არ არის, რომ GDS-ს გააჩნია რაიმე ექსკლუზიური უფლება. საქმე იმაშია, რომ GDS-ს გააჩნდა უფლება ყოველთვის იმ სერიალებზე, რომელსაც ეთერით უშვებდა. ეს უფლება არის მხოლოდ და მხოლოდ სატელევიზიო დისტრიბუციის უფლება. საქმე ის არის, რომ არც adjaranet.com-ს, არც myvideo.ge-ს, არც imovies.ge-ს და არც ნებისმიერს სხვას არ გააჩნდა იგივე კონტენტის ინტერნეტდისტრიბუციის უფლება. მათ არასოდეს არ ქონიათ კონტაქტი მათ მწარმოებლებთან. ჰქონდათ პირატულად მოპარული მასალა, რომელსაც ავრცელებდნენ პირდაპირ და რეალურად პრობლემის წინაშე აყენებდნენ ისეთ ბიზნესს, რომელთაც უნდათ განვითარება, მაგალითად კინოთეატრებს. თუ კინოთეატრები ცდილობენ გააფართოვონ საკუთარი ქსელი, ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, რომ ხალხი არ წავიდეს კინოში და დაელოდოს, როდის დაიდება ფილმი "პირატულად". ტელევიზიის დაარსების დღიდან ნებისმიერი კონტენტი, რომელიც GDS-ის ეთერში გადის ლიცენზირებულია.

როდესაც გვინდა, რომ მომხმარებლის თვალში ვიყოთ ხარისხზე ორიენტირებული, პრემიუმ კონტენტის ტელევიზია, რომელიც არ უშვებს თურქულ და ინდურ საპონს, არამედ ყიდულობს HBO-სგან "სამეფო კარის თამაშებს", ეს ყველაფერი არსებულ ფონზე კარგავს ყოველგვარ აზრს, თუ სერიალი ეთერში გაშვებამდე ნახევარ საქართველოს ექნება ნანახი, რადგან "პირატები" იპარავენ.

- როდის გადაწყვიეთ მიგემართათ მეკობრული საიტებისთვის და გებრძოლათ თქვენი უფლებების დასაცავად?

- ამ ყველაფერმა პიკს მაშინ მიაღწია, როდესაც ჩვენ კომერციული უზრდელობის ფაქტის წინაშე დავდექით, როდესაც არცერთი ვებ-გვერდი აღარ ერიდებოდა იმის დაანონსებას, რომ მალე ჩვენს საიტზე დაიდება ესა თუ ის სერიალი ჯი-დი-ესის გახმოვანებით. ისინი იღებდნენ არა მხოლოდ იმას, რისი უფლებაც არ მიუციათ, არამედ იღებდნენ ინტელექტუალურ საკუთრებასაც. მარეგულირებელი კომისიის შუამდგომლობით, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ის საიტები, რომელთაც საერთოდ არ აქვთ არანაირი უფლება, სანამ ამ უფლებას არ მოიპოვებენ, არ გაავრცელებენ ფილმებს, რომლებიც ჩვენს ბადეშია.

"საავტორო უფლებათა ასოციაციაში" აცხადებენ, რომ ინტერნეტში რაიმე მასალის საავტორო უფლებების დაცვა საკმაოდ რთული საკითხია, თუმცა საქართველო ამ კუთხით აქტიურად დგამს ნაბიჯებს. ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილის მირიან კულულაშვილის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა "ინტერნეტის შესახებ კანონზე". ამასთან, კულულაშვილის თქმით, საქპატენტი და "საავტორო უფლებათა ასოციაცია" ერთობლივად მუშაობს იმაზე, რომ შემოიღონ გამარტივებული სისტემა საავტორო უფლებების დასაცავად.

"კანონის მიერ რეგულირება ძალიან მარტივად ხდება. თუ არის პირატული მასალა, სასამართლოს გზით არის შესაძლებელი ამის აღკვეთა. საიტის გაუქმების უფლება არავის აქვს, რაც შეეხება სასჯელს, ეს შეიძლება იყოს ჯარიმა. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ესა თუ ის საიტი გაითვალისწინებს მოწოდებას, აიღოს პირატული მასალა, შესაძლოა, ჯარიმის დაკისრება აღარ მოხდეს", - განგვიცხადა მირიან კულულაშვილმა.

ჯონი პატარკაციშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია