საქალაქო სასამართლოსთან დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები და "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი ზაზა დავითაია, ასევე მისი მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების შედეგად ორივე მხრიდან რამდენიმე ადამიანია დაკავებული.
დაპირისპირება სასამართლო პროცესის დამთავრების შემდეგ დაიწყო, რომელზეც ზაზა დავითაიას ცემის ფაქტი განიხილებოდა. საქმეზე ბრალდებულები, "თავისუფალი ზონის" წევრები - ფაროზ ჭკადუა და დავით გოგოხია არიან.
ხელჩართული ჩხუბი სასამართლოს ეზოში რამდენჯერმე მოხდა, თუმცა, დაპირისპირება მანდატურის სამსახურის და საპარტულო პოლიციის ჩარევის შემდეგ განიმუხტა. ამ დროისთვის სასამართლოში უკვე სიმშვიდეა.