სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ რამდენი თანხა გადაურიცხა პოლიტიკურ პარტიებს - შემოწირულობათა მორიტორინგის შედეგები
ვინ რამდენი თანხა გადაურიცხა პოლიტიკურ პარტიებს - შემოწირულობათა მორიტორინგის შედეგები

პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ებ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 3 თვე­ში შე­მო­წი­რუ­ლე­ბის სა­ხით 428 476 ლარი მი­ი­ღეს. პარ­ტი­ე­ბის ფი­ნან­სუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხი­დან 2016 წლის იან­ვარ­ში, თე­ბერ­ვალ­სა და მარ­ტში ყვე­ლა­ზე მეტი შე­მო­წი­რუ­ლე­ბა პლატ­ფორ­მა ახალ პო­ლი­ტი­კურ ცენ­ტრზე ("გირ­ჩი") მო­დის. "გირჩს" 2016 წლის იან­ვარ­ში, თე­ბერ­ვალ­სა და მარ­ტში ჯა­მუ­რად 168 058 ლარი აქვს მი­ღე­ბუ­ლი.

შე­მომ­წირ­ვე­ლე­ბი კერ­ძო პი­რე­ბი არი­ან, რო­მელ­თა შო­რი­საც თა­ვად პარ­ტი­ის წევ­რე­ბი გოგა ხა­ჩი­ძე და მა­მუ­კა კუ­და­ვა ირი­ცხე­ბი­ან. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, ხა­ჩი­ძემ და კუ­და­ვამ "გირ­ჩის" ან­გა­რიშ­ზე 3 000-3 000 ლარი გა­და­რი­ცხეს.

პარ­ტი­ის შე­მომ­წირ­ვე­ლებს შო­რი­საა უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე კოტე კუბ­ლაშ­ვი­ლიც, რო­მელ­მაც "გირჩს" ასე­ვე 3 000 ლარი შეს­წი­რა. პარ­ტი­ას ყვე­ლა­ზე მეტი თან­ხა - 60 000 ლარი მი­ლე­რი გვე­ნე­ტა­ძემ გა­და­უ­რი­ცხა, რი­თაც ის ამ ეტაპ­ზე "გირ­ჩის" ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი შე­მომ­წირ­ვე­ლია.

მე­ო­რე ად­გილ­ზე 143 283 ლა­რით "სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სია", მე­სა­მე­ზე კი 45 070 ლა­რით "გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ბედ­ნი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის".

30 097 ლა­რის ოდე­ნო­ბის შე­მო­წი­რუ­ლე­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი "ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას", 20 560 ლარი კი "ქარ­თულ ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ქარ­თვე­ლოს".

შე­მო­წი­რუ­ლე­ბის კუ­თხით სხვა პარ­ტი­ა­თა მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: "დევ­ნილ­თა პარ­ტია" - 8 010 ლარი, "სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია" - 5 972 ლარი, "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი" - 4 000 ლარი, "მე­მარ­ცხე­ნე ალი­ან­სი" - 1 500 ლარი, "თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლო" - 710 ლარი, "სა­ქარ­თვე­ლოს მშვი­დო­ბის­თვის" - 550 ლარი, "კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტია" - 360 ლარი, "ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია" - 300 ლარი და "გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" - 5 ლარი.

"რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" მიერ 2016 წლის 3 თვე­ში მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­წი­რუ­ლე­ბა მხო­ლოდ სა­წევ­რო გა­და­სა­ხადს შე­ად­გენს. პარ­ტი­ე­ბის ფი­ნან­სუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "რეს­პუბ­ლი­კურ­მა პარ­ტი­ამ" მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვარ­ში, თე­ბერ­ვალ­სა და მარ­ტში შე­მო­წი­რუ­ლე­ბის სა­ხით სულ 5 972 ლარი მი­ი­ღო. თან­ხა მთლი­ა­ნად სა­წევ­რო შე­ნა­ტანს შე­ად­გენს.

პარ­ტი­ის წევ­რე­ბის გარ­და, სხვა - კერ­ძო ან იუ­რი­დი­ულ პი­რებს "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" ან­გა­რიშ­ზე თან­ხა არ გა­და­უ­რი­ცხავთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ვინ რამდენი თანხა გადაურიცხა პოლიტიკურ პარტიებს - შემოწირულობათა მორიტორინგის შედეგები

ვინ რამდენი თანხა გადაურიცხა პოლიტიკურ პარტიებს - შემოწირულობათა მორიტორინგის შედეგები

პოლიტიკურმა პარტიებმა მიმდინარე წლის 3 თვეში შემოწირულების სახით 428 476 ლარი მიიღეს. პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან 2016 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში ყველაზე მეტი შემოწირულება პლატფორმა ახალ პოლიტიკურ ცენტრზე ("გირჩი") მოდის. "გირჩს" 2016 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში ჯამურად 168 058 ლარი აქვს მიღებული.

შემომწირველები კერძო პირები არიან, რომელთა შორისაც თავად პარტიის წევრები გოგა ხაჩიძე და მამუკა კუდავა ირიცხებიან. უფრო კონკრეტულად, ხაჩიძემ და კუდავამ "გირჩის" ანგარიშზე 3 000-3 000 ლარი გადარიცხეს.

პარტიის შემომწირველებს შორისაა უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილიც, რომელმაც "გირჩს" ასევე 3 000 ლარი შესწირა. პარტიას ყველაზე მეტი თანხა - 60 000 ლარი მილერი გვენეტაძემ გადაურიცხა, რითაც ის ამ ეტაპზე "გირჩის" ყველაზე მსხვილი შემომწირველია.

მეორე ადგილზე 143 283 ლარით "საქართველოს პატრიოტთა ალიანსია", მესამეზე კი 45 070 ლარით "გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის".

30 097 ლარის ოდენობის შემოწირულება აქვს მიღებული "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", 20 560 ლარი კი "ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს".

შემოწირულების კუთხით სხვა პარტიათა მაჩვენებელი ასე გამოიყურება: "დევნილთა პარტია" - 8 010 ლარი, "საქართველოს რესპუბლიკური პარტია" - 5 972 ლარი, "თავისუფალი დემოკრატები" - 4 000 ლარი, "მემარცხენე ალიანსი" - 1 500 ლარი, "თავისუფალი საქართველო" - 710 ლარი, "საქართველოს მშვიდობისთვის" - 550 ლარი, "კონსერვატიული პარტია" - 360 ლარი, "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" - 300 ლარი და "განახლებული საქართველოსთვის" - 5 ლარი.

"რესპუბლიკური პარტიის" მიერ 2016 წლის 3 თვეში მიღებული შემოწირულება მხოლოდ საწევრო გადასახადს შეადგენს. პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, "რესპუბლიკურმა პარტიამ" მიმდინარე წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში შემოწირულების სახით სულ 5 972 ლარი მიიღო. თანხა მთლიანად საწევრო შენატანს შეადგენს.

პარტიის წევრების გარდა, სხვა - კერძო ან იურიდიულ პირებს "რესპუბლიკური პარტიის" ანგარიშზე თანხა არ გადაურიცხავთ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."