Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა მიმალვა თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება" - "მასტერა" პატიმრობაში რჩება
"ახლა მიმალვა თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება" - "მასტერა" პატიმრობაში რჩება

კუდ-ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძე, მეტ­სა­ხე­ლად "მას­ტე­რა" პა­ტიმ­რო­ბა­ში რჩე­ბა. მო­სა­მარ­თლემ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძის პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე. არ­გუ­მენ­ტად, მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი და­რახვე­ლი­ძემ ის ფაქ­ტი მო­იყ­ვა­ნა, რომ გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძე არ თა­ნამ­შრომ­ლობ­და გა­მო­ძი­ე­ბას­თან და­კა­ვე­ბამ­დე და იმ­ყო­ფე­ბო­და მი­მალ­ვა­ში.

მო­სა­მარ­თლემ და­სა­ბუ­თე­ბუ­ლად მი­იჩ­ნია პრო­კუ­რო­რის ვა­რა­უ­დი, რომ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დგე­ბუ­ა­ძე თავს აა­რი­დებ­და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე წარ­დგო­მას და მო­ახ­დენ­და მოწ­მე­ებ­ზე ზე­წო­ლას, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბას და შე­სა­ბა­მი­სად, არ­სე­ბობს ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მალ­ვის საფრ­თხე.

წა­ი­კი­თხეთ: ვინ არის "მას­ტე­რა" - გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი, რო­მე­ლიც გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა

რო­გორც ყო­ფილ­მა კუდ-ელმა პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, მის­თვის "ახლა მი­მალ­ვა თვით­მკვლე­ლო­ბის ტოლ­ფა­სი იქ­ნე­ბა. მე ამ საქ­მე­ზე ღირ­სე­ბა­შე­ლა­ხუ­ლი ვარ". გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ არ აპი­რებს მი­მალ­ვას და გა­მო­ძი­ე­ბი­სათ­ვის ხე­ლის შეშ­ლას, შე­სა­ბა­მი­სად მო­ი­თხოვს აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­უქ­მე­ბას.

"არა­ვი­თა­რი სა­ფუძ­ვლე­ბი რაც პრო­კუ­რორ­მა ჩა­მოთ­ვა­ლა დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით არ არ­სე­ბობს. ვთვლი, რომ ჩემს მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ფაქ­ტე­ბი სულ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­იყ­ვანს სი­ტუ­ა­ცი­ას - შექ­მნის იმ რე­ა­ლურ სუ­რათს რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ამ ტრა­გი­კულ ოპე­რა­ცი­ას­თან. არა­ნა­ი­რად არ ვა­პი­რებ არც მი­მალ­ვას და არც თა­ვის არი­დე­ბას. გთხოვთ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, ასე­ვე ის, რომ 22-23 თვე და­ი­წყო რაც წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში ვიმ­ყო­ფე­ბი. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ეს იქ­ნე­ბა ჰო­ლან­დია, ბელ­გია თუ მარ­სი? ამი­ტომ გთხოვთ და­აკ­მა­ყო­ფი­ლოთ ჩემი ად­ვო­კა­ტე­ბის მო­თხოვ­ნა", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძემ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე. "მას­ტე­რას" საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 17 მა­ი­სამ­დე გა­და­ი­დო.

იხი­ლეთ ვი­დეო

კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს ბრა­ლად ედე­ბა 2006 წლის 12 იან­ვარს ნავ­თლუ­ღის ავ­ტო­სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი სამი ახალ­გაზ­რდის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა. გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძე, იგი­ვე "მას­ტე­რა" სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ჩა­მო­იყ­ვა­ნეს. ჰო­ლან­დი­ი­დან მისი ექ­სტრა­დი­რე­ბა მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

"ახლა მიმალვა თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება" - "მასტერა" პატიმრობაში რჩება

"ახლა მიმალვა თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება" - "მასტერა" პატიმრობაში რჩება

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე, მეტსახელად "მასტერა" პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა გიორგი დგებუაძის პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე. არგუმენტად, მოსამართლე გიორგი დარახველიძემ ის ფაქტი მოიყვანა, რომ გიორგი დგებუაძე არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან დაკავებამდე და იმყოფებოდა მიმალვაში.

მოსამართლემ დასაბუთებულად მიიჩნია პროკურორის ვარაუდი, რომ გათავისუფლების შემთხვევაში დგებუაძე თავს აარიდებდა მართლმსაჯულების წინაშე წარდგომას და მოახდენდა მოწმეებზე ზეწოლას, მტკიცებულების განადგურებას და შესაბამისად, არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხე.

წაიკითხეთ: ვინ არის "მასტერა" - გახმაურებული დანაშაულები, რომელიც გიორგი დგებუაძის სახელს უკავშირდება

როგორც ყოფილმა კუდ-ელმა პროცესზე განაცხადა, მისთვის "ახლა მიმალვა თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება. მე ამ საქმეზე ღირსებაშელახული ვარ". გიორგი დგებუაძემ განაცხადა, რომ არ აპირებს მიმალვას და გამოძიებისათვის ხელის შეშლას, შესაბამისად მოითხოვს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გაუქმებას.

"არავითარი საფუძვლები რაც პროკურორმა ჩამოთვალა დღეის მდგომარეობით არ არსებობს. ვთვლი, რომ ჩემს მიერ წარმოდგენილი ფაქტები სულ სხვა მიმართულებით წაიყვანს სიტუაციას - შექმნის იმ რეალურ სურათს რაც დაკავშირებულია ამ ტრაგიკულ ოპერაციასთან. არანაირად არ ვაპირებ არც მიმალვას და არც თავის არიდებას. გთხოვთ გაითვალისწინოთ, ასევე ის, რომ 22-23 თვე დაიწყო რაც წინასწარ პატიმრობაში ვიმყოფები. რა მნიშვნელობა აქვს ეს იქნება ჰოლანდია, ბელგია თუ მარსი? ამიტომ გთხოვთ დააკმაყოფილოთ ჩემი ადვოკატების მოთხოვნა", - განაცხადა გიორგი დგებუაძემ სასამართლო პროცესზე. "მასტერას" საქმეზე სასამართლო პროცესი 17 მაისამდე გადაიდო.

იხილეთ ვიდეო

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალად ედება 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად ჩადენილი სამი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობა. გიორგი დგებუაძე, იგივე "მასტერა" საქართველოში რამდენიმე კვირის წინ ჩამოიყვანეს. ჰოლანდიიდან მისი ექსტრადირება მთავარი პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ