მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კავკასუსის" კაბელის გარშემო ახალი მაქინაციები იგეგმება
"კავკასუსის" კაბელის გარშემო ახალი მაქინაციები იგეგმება

"კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მა­მია სა­ნა­დი­რა­ძე კომ­პა­ნი­ის ირ­გვლივ ახალ კო­რუფ­ცი­ულ სქე­მა­ზე სა­უბ­რობს. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, იგეგ­მე­ბა სა­ბი­თუ­მო ქსე­ლი­სა და კა­ბე­ლის ნა­წი­ლის სა­ხელ­მწი­ფოს­თვის მი­ყიდ­ვა იმ მიზ­ნით, თით­ქოს უშიშ­რო­ე­ბას უსაფრ­თხო ნა­კა­დი სჭირ­დე­ბა. "შეს­ყიდ­ვა ტენ­დე­რის გა­რე­შე მოხ­დე­ბა. ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­სუ­ლი ფუ­ლით "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნი" და­ფა­რავს ვა­ლებს, დარ­ჩე­ბა კა­ბე­ლი მის მფლო­ბე­ლო­ბა­ში, ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი კი, ვინც ამ სქე­მა­ში იქ­ნე­ბი­ან ჩარ­თუ­ლი, ბი­უ­ჯე­ტის ფულს გა­ი­ყო­ფენ", - ამ­ბობს მა­მია სა­ნა­დი­რა­ძე.

"კავ­კა­სუს-ონ­ლა­ი­ნის" გას­ხვი­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით აჟი­ო­ტა­ჟი რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­ი­წყო. მას შემ­დეგ, რაც კომ­პა­ნი­ის სა­ცა­ლო სეგ­მენ­ტის ყიდ­ვის სურ­ვი­ლი რუ­სულ­მა "მო­ბი­ტელ­მა" ("ვიმ­პელ­კო­მი") გა­მოთ­ქვა, პლი­ტი­კოს­თა და ექ­სპერტთა ნა­წილ­მა ეს ფაქ­ტი მწვა­ვედ გა­აკ­რი­ტი­კა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ქარ­თულ ინ­ტერ­ნეტ­ბა­ზარ­ზე რუ­სუ­ლი კომ­პა­ნი­ის შე­მოს­ვლის აღ­კვე­თის­კენ მო­უ­წო­და. სულ რა­ღაც ორი­ო­დე კვი­რის წინ კომ­პა­ნი­ებ­ში ამ­ბობ­დნენ, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბა, პრაქ­ტი­კუ­ლად, დას­რუ­ლე­ბუ­ლია და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბაც მალე გა­ფორმ­დე­ბაო.

"ვიმ­პელ­კო­მამ­დე" "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის" აქ­ცი­ე­ბის შე­ძე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ კო­მი­სი­ას "მაგ­თი­კომ­მაც" მი­მარ­თა, რა­ზეც კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა კომ­პა­ნი­ამ "მაგ­თის~ კომ­პა­ნი­ის სა­ო­პე­რა­ციო აქ­ტი­ვე­ბის შე­ძე­ნის უფ­ლე­ბა მის­ცა. მას შემ­დეგ, რაც არე­ნა­ზე "ვიმ­პელ­კო­მი~ შე­მო­ვი­და, "კავ­კა­სუს-მაგ­თის" "მო­რი­გე­ბა" არ შედ­გა და ამ ორ კომ­პა­ნი­ას შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბა გა­ი­ყი­ნა. ერთი კვი­რის წინ კი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ირ­კვა, რომ "კავ­კა­სუ­სი" სა­ცა­ლო სეგ­მენ­ტის მფლო­ბე­ლი არა "ბი­ლა­ი­ნი", არა­მედ "მაგ­თი­კო­მი" გახ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ბი­თუ­მო სეგ­მენტს, "კავ­კა­სუს ონ­ლა­ინ­ში" აცხა­დე­ბენ, რომ მის გას­ხვი­სე­ბას არ აპი­რე­ბენ. კომ­პა­ნი­ა­ში ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ სა­ბი­თუ­მო ინ­ტერ­ნე­ტიც და კა­ბე­ლიც მათ მფლო­ბე­ლო­ბა­ში რჩე­ბა. "კავ­კა­სუს-ონ­ლა­ი­ნის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მა­მია სა­ნა­დი­რა­ძე კი აცხა­დებს, რომ კომ­პა­ნია კრე­დი­ტო­რე­ბის წი­ნა­შე აღე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას მხო­ლოდ სა­ცა­ლო ქსე­ლის გას­ხვი­სე­ბით ვერ და­ფა­რავს და მო­უ­წევს სა­ბი­თუ­მოს გა­ყიდ­ვაც. იგი მზა­დაა სა­ბი­თუ­მო სეგ­მენ­ტი შე­ი­ძი­ნოს და სა­ბაზ­რო ფას­ზე მეტი გა­და­ი­ხა­დოს. სა­ნა­დი­რა­ძეს ინ­ვეს­ტო­რე­ბი უკვე მო­ძი­ე­ბუ­ლი ჰყავს და ახლა მთა­ვა­რია ამა­ზე თან­ხმო­ბა "კავ­კა­სუ­სი" მფლო­ბე­ლე­ბის­გან მი­ი­ღოს.

"რე­ზო­ნან­სი": რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­დეთ, რომ "კავ­კა­სუ­სის" მფლო­ბე­ლე­ბი სა­ბი­თუ­მო სეგ­მენ­ტის გა­ყიდ­ვას­თან და­კაშ­ვი­რე­ბით მზად იყ­ვნენ თქვენ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა ეწარ­მო­ე­ბი­ნათ...

მა­მია სა­ნა­დი­რა­ძე: უკვე მე­რამ­დე­ნე თვეა "კავ­კა­სუ­სი" მფლო­ბე­ლე­ბი მპირ­დე­ბი­ან, რომ მას შემ­დეგ, რაც სა­ცა­ლო ქსელს გა­ას­ხვი­სე­ბენ, სა­ბი­თუ­მოს გას­ხვი­სე­ბა­ზე მო­ა­ლა­პა­რა­კე­ბას და­ი­წყე­ბენ. სა­ცა­ლო ქსე­ლი გა­ას­ხვი­სეს, მაგ­რამ მო­ლა­პა­რა­კე­ბა ჯერ არ და­წყე­ბუ­ლა. უფრო მე­ტიც, ბოლო პე­რი­ოდ­ში ისი­ნი ჩემს წარ­მო­მად­გე­ნელ­საც არ ხვდე­ბი­ან, არა­და, იცი­ან, რომ მე სა­ბი­თუ­მო სეგ­მენ­ტში იმა­ზე მეტს ვიხ­დი, ვიდ­რე მისი სა­ბაზ­რო ფა­სია. რა­ტომ აღარ მო­დი­ან მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე, ნამ­დვი­ლად არ ვიცი.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"კავკასუსის" კაბელის გარშემო ახალი მაქინაციები იგეგმება

"კავკასუსის" კაბელის გარშემო ახალი მაქინაციები იგეგმება

"კავკასუს ონლაინის" დამფუძნებელი მამია სანადირაძე კომპანიის ირგვლივ ახალ კორუფციულ სქემაზე საუბრობს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, იგეგმება საბითუმო ქსელისა და კაბელის ნაწილის სახელმწიფოსთვის მიყიდვა იმ მიზნით, თითქოს უშიშროებას უსაფრთხო ნაკადი სჭირდება. "შესყიდვა ტენდერის გარეშე მოხდება. ბიუჯეტიდან გასული ფულით "კავკასუს ონლაინი" დაფარავს ვალებს, დარჩება კაბელი მის მფლობელობაში, ჩინოვნიკები კი, ვინც ამ სქემაში იქნებიან ჩართული, ბიუჯეტის ფულს გაიყოფენ", - ამბობს მამია სანადირაძე.

"კავკასუს-ონლაინის" გასხვისებასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი რამდენიმე თვის წინ დაიწყო. მას შემდეგ, რაც კომპანიის საცალო სეგმენტის ყიდვის სურვილი რუსულმა "მობიტელმა" ("ვიმპელკომი") გამოთქვა, პლიტიკოსთა და ექსპერტთა ნაწილმა ეს ფაქტი მწვავედ გააკრიტიკა და ხელისუფლებას ქართულ ინტერნეტბაზარზე რუსული კომპანიის შემოსვლის აღკვეთისკენ მოუწოდა. სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ კომპანიებში ამბობდნენ, რომ მოლაპარაკება, პრაქტიკულად, დასრულებულია და ხელშეკრულებაც მალე გაფორმდებაო.

"ვიმპელკომამდე" "კავკასუს ონლაინის" აქციების შეძენასთან დაკავშირებით მარეგულირებელ კომისიას "მაგთიკომმაც" მიმართა, რაზეც კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომპანიამ `მაგთის~ კომპანიის საოპერაციო აქტივების შეძენის უფლება მისცა. მას შემდეგ, რაც არენაზე `ვიმპელკომი~ შემოვიდა, "კავკასუს-მაგთის" "მორიგება" არ შედგა და ამ ორ კომპანიას შორის მოლაპარაკება გაიყინა. ერთი კვირის წინ კი მოულოდნელად გაირკვა, რომ "კავკასუსი" საცალო სეგმენტის მფლობელი არა "ბილაინი", არამედ "მაგთიკომი" გახდა.

რაც შეეხება საბითუმო სეგმენტს, "კავკასუს ონლაინში" აცხადებენ, რომ მის გასხვისებას არ აპირებენ. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ საბითუმო ინტერნეტიც და კაბელიც მათ მფლობელობაში რჩება. "კავკასუს-ონლაინის" დამფუძნებელი მამია სანადირაძე კი აცხადებს, რომ კომპანია კრედიტორების წინაშე აღებულ ვალდებულებას მხოლოდ საცალო ქსელის გასხვისებით ვერ დაფარავს და მოუწევს საბითუმოს გაყიდვაც. იგი მზადაა საბითუმო სეგმენტი შეიძინოს და საბაზრო ფასზე მეტი გადაიხადოს. სანადირაძეს ინვესტორები უკვე მოძიებული ჰყავს და ახლა მთავარია ამაზე თანხმობა "კავკასუსი" მფლობელებისგან მიიღოს.

"რეზონანსი": რამდენიმე კვირის წინ, "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადეთ, რომ "კავკასუსის" მფლობელები საბითუმო სეგმენტის გაყიდვასთან დაკაშვირებით მზად იყვნენ თქვენთან მოლაპარაკება ეწარმოებინათ...

მამია სანადირაძე: უკვე მერამდენე თვეა "კავკასუსი" მფლობელები მპირდებიან, რომ მას შემდეგ, რაც საცალო ქსელს გაასხვისებენ, საბითუმოს გასხვისებაზე მოალაპარაკებას დაიწყებენ. საცალო ქსელი გაასხვისეს, მაგრამ მოლაპარაკება ჯერ არ დაწყებულა. უფრო მეტიც, ბოლო პერიოდში ისინი ჩემს წარმომადგენელსაც არ ხვდებიან, არადა, იციან, რომ მე საბითუმო სეგმენტში იმაზე მეტს ვიხდი, ვიდრე მისი საბაზრო ფასია. რატომ აღარ მოდიან მოლაპარაკებაზე, ნამდვილად არ ვიცი.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია