პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყოფილი გუბერნატორი, ბიზნესმენი, პარლამენტარის ქმარი და მინისტრის მოადგილე - "ოცნების" კანდიდატები გურიაში
ყოფილი გუბერნატორი, ბიზნესმენი, პარლამენტარის ქმარი და მინისტრის მოადგილე - "ოცნების" კანდიდატები გურიაში

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ყრი­ლო­ბა 14 მა­ისს გა­ი­მარ­თე­ბა. ყრი­ლო­ბა­ზე აირ­ჩე­ვა პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე და დამ­ტკიც­დე­ბა პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა.

"გუ­რია ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" გუ­რი­ა­ში წარ­სად­გე­ნი კან­დი­და­ტე­ბი­დან მხო­ლოდ ოზურ­გეთ­ზეა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი. მმარ­თვე­ლი ძალა ქა­ლაქ­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძის წარ­დგე­ნას გეგ­მავს, რო­მე­ლიც, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ფა­ვო­რი­ტია.

"გუ­რია ნი­უ­სის­თვის" მი­წო­დე­ბუ­ლი ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლან­ჩხუ­თი­სა და ჩო­ხა­ტა­უ­რის მა­ჟო­რი­ტა­რად "ოც­ნე­ბა­ში" ოთხი კან­დი­და­ტუ­რა გა­ნი­ხი­ლე­ბა - გუ­რი­ის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი გი­ორ­გი ჩხა­ი­ძე, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბით ლან­ჩხუ­თი­და­ნაა; ასე­ვე ლან­ჩხუ­თე­ლი, ბიზ­ნეს­მე­ნი ბად­რი წი­ლო­სა­ნი; კი­დევ ერთი ლან­ჩხუ­თე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი სოსო ჩხა­ი­ძე, რო­მე­ლიც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ყო­ფი­ლი წევ­რის, დე­პუ­ტატ მა­რი­კა ვე­რუ­ლაშ­ვი­ლის ქმა­რია და ჩო­ხა­ტა­უ­რის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი თე­მურ ჭკუ­ა­სე­ლი.

"გუ­რია ნი­უს­თან" თე­მურ ჭკუ­ა­სე­ლი არ უარ­ყოფს, რომ მისი კან­დი­და­ტუ­რა გან­ხილ­ვის სტა­დი­ა­შია.

"თუ მთხო­ვეს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დიდი სურ­ვი­ლი არ მაქვს, უარს არ ვი­ტყვი, მაგ­რამ ჯერ ეს თხოვ­ნა არ ყო­ფი­ლა. ჩემი დე­დუ­ლე­თი ლან­ჩხუთ­შია და სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, ლან­ჩხუთ­ში უფრო კარ­გად მიც­ნო­ბენ, ვიდ­რე ჩო­ხა­ტა­უ­რი მიც­ნობ­და 2012 წელს. არის ის მო­მენ­ტიც, რომ მე თა­ვად შე­მიძ­ლია ვი­თხო­ვო კან­დი­და­ტად და­ყე­ნე­ბა, რად­გან ჩემი წარ­სუ­ლი, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მაძ­ლევს ამის თქმის სა­ფუძ­ველს, თუმ­ცა ამას არ გა­ვა­კე­თებ", - აღ­ნიშ­ნა ჭკუ­ა­სელ­მა.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

ყოფილი გუბერნატორი, ბიზნესმენი, პარლამენტარის ქმარი და მინისტრის მოადგილე - "ოცნების" კანდიდატები გურიაში

ყოფილი გუბერნატორი, ბიზნესმენი, პარლამენტარის ქმარი და მინისტრის მოადგილე - "ოცნების" კანდიდატები გურიაში

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყრილობა 14 მაისს გაიმართება. ყრილობაზე აირჩევა პარტიის თავმჯდომარე და დამტკიცდება პარტიის პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა.

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, "ქართული ოცნება" გურიაში წარსადგენი კანდიდატებიდან მხოლოდ ოზურგეთზეა ჩამოყალიბებული. მმართველი ძალა ქალაქში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის წარდგენას გეგმავს, რომელიც, როგორც ამბობენ, ბიძინა ივანიშვილის ფავორიტია.

"გურია ნიუსისთვის" მიწოდებული ექსკლუზიური ინფორმაციით, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარად "ოცნებაში" ოთხი კანდიდატურა განიხილება - გურიის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე, რომელიც წარმოშობით ლანჩხუთიდანაა; ასევე ლანჩხუთელი, ბიზნესმენი ბადრი წილოსანი; კიდევ ერთი ლანჩხუთელი ბიზნესმენი სოსო ჩხაიძე, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრის, დეპუტატ მარიკა ვერულაშვილის ქმარია და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ჭკუასელი.

"გურია ნიუსთან" თემურ ჭკუასელი არ უარყოფს, რომ მისი კანდიდატურა განხილვის სტადიაშია.

"თუ მთხოვეს, მიუხედავად იმისა, რომ დიდი სურვილი არ მაქვს, უარს არ ვიტყვი, მაგრამ ჯერ ეს თხოვნა არ ყოფილა. ჩემი დედულეთი ლანჩხუთშია და სიმართლე რომ გითხრათ, ლანჩხუთში უფრო კარგად მიცნობენ, ვიდრე ჩოხატაური მიცნობდა 2012 წელს. არის ის მომენტიც, რომ მე თავად შემიძლია ვითხოვო კანდიდატად დაყენება, რადგან ჩემი წარსული, ურთიერთობები მაძლევს ამის თქმის საფუძველს, თუმცა ამას არ გავაკეთებ", - აღნიშნა ჭკუასელმა.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა