მადრიდის აეროპორტში დააკავეს 43 წლის მამაკაცი, რომელსაც კოსტა რიკადან 400 გრამი კოკაინი გადაჰქონდა. დაფასოებული ნარკოტიკი მას საცვალში ჰქონდა დამალული.
ესპანეთის პოლიციამ ”ტვიტერზე” გამოაქვეყნა მამაკაცის ფოტო, რომელსაც საცვლიდან თეთრი კოკაინის შეფუთვა უჩანს. კანონდამრღვევს 6 თვიდან 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.