პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ომებს შეწირული ხელოვნება და ფასდაუდებელი ისტორიული არტეფაქტები
ომებს შეწირული ხელოვნება და ფასდაუდებელი ისტორიული არტეფაქტები

Ars longa, vita brevis - ცხოვ­რე­ბა მოკ­ლეა, ხე­ლოვ­ნე­ბა მა­რა­დი­უ­ლი. კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში ომებს და ხე­ლოვ­ნე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს. კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, ადა­მი­ა­ნი მუდ­მი­ვად მუ­შა­ობ­და მისი მსგავ­სი არ­სე­ბე­ბის ფი­ზი­კუ­რი მოს­პო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა­თა სრულ­ყო­ფა­ზე.

ან­ტი­კუ­რი დრო­ი­დან ნა­დავ­ლის მო­პო­ვე­ბა ომებ­სა და ბრძო­ლებ­ში გა­მარ­ჯვე­ბულ­თა უპი­რო­ბო უფ­ლე­ბაა. ასეთ დროს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბას და, რა თქმა უნდა, ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შებს ექ­ცე­ვა. მრა­ვა­ლი სა­უ­კუ­ნის მან­ძილ­ზე ამ მო­ტი­ვით ასე­უ­ლო­ბით ტა­ძა­რი, ცი­ხე­სი­მაგ­რე და მუ­ზე­უ­მი გა­ი­ძარ­ცვა.

ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის მი­მართ ნა­ცის­ტე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს იჩენ­დნენ. რისი გა­და­მალ­ვაც მუ­ზე­უ­მებ­მა ვერ მო­ას­წრეს, გერ­მა­ნე­ლე­ბის ხელ­ში მოხ­ვდა. ცნო­ბი­ლი მხატ­ვრე­ბის ტი­ლო­ე­ბი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ბერ­ლინ­ში იგ­ზავ­ნე­ბო­და. ევ­რო­პას­თან ერ­თად, ომმა დიდი კულ­ტუ­რუ­ლი ზი­ა­ნი სსრკ-საც მი­ა­ყე­ნა. საბ­ჭო­თა მუ­ზე­უ­მე­ბი­დან მო­პა­რუ­ლი და წა­ღე­ბუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის მი­ახ­ლო­ე­ბი­თი რა­ო­დე­ნო­ბაც კი უც­ნო­ბია.

ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მუ­ზე­უ­მე­ბის ევა­კუ­ი­რე­ბის­თვის ვერ იც­ლიდ­ნენ. მსგავს პი­რო­ბებ­ში 1942 წელს გაქ­რა და დღემ­დე და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა 145 ტი­ლოს­გან წარ­მოდ­გე­ნი­ლი "რუ­სუ­ლი ფერ­წე­რის გან­ვი­თა­რე­ბის ძი­რი­თა­დი ეტა­პე­ბის" გა­მო­ფე­ნა. ყი­რიმ­ში გერ­მა­ნე­ლე­ბის შეს­ვლას­თან ერ­თად, კო­ლექ­ცია უბ­რა­ლოდ, მი­ა­ტო­ვეს. ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა სა­კითხს ჰიტ­ლე­რის რწმუ­ნე­ბუ­ლი ალფ­რედ რო­ზენ­ბერ­გი აგ­ვა­რებ­და.

შე­უ­ფა­სე­ბე­ლი ის­ტო­რი­უ­ლი არ­ტე­ფაქ­ტე­ბი და ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ომე­ბის შე­დე­გად დღე­საც ზი­ან­დე­ბა.

"არა­ბულ­მა გა­ზა­ფხულ­მა" და ეგ­ვიპ­ტე­ში და­წყე­ბულ­მა სა­ხალ­ხო გა­მოს­ვლებ­მა, ქა­ლა­ქე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რას­თან ერ­თად, დიდი ზი­ა­ნი მუ­ზე­უ­მებს მი­ა­ყე­ნა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტე­ბის (პი­რა­მი­დე­ბი, მე­ფე­თა ხე­ო­ბა, ლუქ­სო­რი) დაც­ვის მი­უ­ხე­და­ვად, მო­რო­დი­ო­რებ­მა ქა­ი­რო­ში, ეგ­ვიპ­ტის მუ­ზე­უმ­ში მა­ინც შე­აღ­წი­ეს.

უც­ნობ­მა პი­რებ­მა და­ამ­სხვრი­ეს ვიტ­რი­ნე­ბი, და­ფხაჭ­ნეს შე­უ­ფა­სე­ბე­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ბა­რე­ლი­ე­ფე­ბი, და­ამ­ტვრი­ეს ექ­სპო­ნა­ტე­ბი. წას­ვლი­სას ხელთ გა­ა­ყო­ლეს 18 უნი­კა­ლუ­რი ექ­სპო­ნა­ტი. მათ შო­რის ფა­რა­ო­ნე­ბის - ტუ­ნა­ჰა­მო­ნის, ეჰნა­ტო­ნის და მისი მე­უღ­ლის ნე­ფერ­ტი­ტის ქან­და­კე­ბე­ბი.

2013 წელს, მა­სი­უ­რი გა­მოს­ვლე­ბის ახა­ლი ტალ­ღის ფონ­ზე, მძარ­ცვე­ლებ­მა ეგ­ვიპ­ტე­ში კი­დევ ერთი, ქა­ლაქ მა­ლა­ვი­ში მდე­ბა­რე მუ­ზე­უ­მი და­ა­ზა­რა­ლეს. დი­ლით მუ­ზე­უმ­ში მი­სულ თა­ნამ­შრომ­ლებს სა­ზა­რე­ლი სუ­რა­თი დახ­ვდათ. დამ­ტვრე­უ­ლი ვიტ­რი­ნე­ბი, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჭურ­ჭე­ლი, სარ­კო­ფა­გე­ბი და სა­რი­ტუ­ა­ლო ნიღ­ბე­ბი, დამ­წვა­რი მუ­მი­ე­ბი. მუ­ზე­უ­მის ექ­სპო­ზი­ცი­ი­დან 500-მდე ექ­სპო­ნა­ტი გაქ­რა. მათი ნა­წი­ლი მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის­რა­ე­ლის ერთ-ერთ ინ­ტერ­ნეტ-აუქ­ცი­ონ­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

ერა­ყის ტუ­რიზ­მი­სა და სიძ­ვე­ლის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, 2003-2004 წლებ­ში ქვეყ­ნი­დან 130 ათა­სამ­დე კულ­ტუ­რულ-ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ნივ­თი გა­ი­ტა­ნეს. უკან მხო­ლოდ 10%-ის დაბ­რუ­ნე­ბა მო­ხერ­ხდა. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი არ­ტე­ფაქ­ტე­ბის დიდი ნა­წი­ლი 2013 წელს აშშ-ში, კორ­ნე­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

ერაყ­ში შეს­ვლი­სას ამე­რი­კე­ლებ­მა სამ­ხედ­რო ბაზა Camp Alpha პირ­და­პირ ძვე­ლი ბა­ბი­ლო­ნის ად­გილ­ზე გა­შა­ლეს. ამ უნი­კა­ლუ­რი ქა­ლა­ქის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ცნო­ბა ძვ. წ-ით მე-3 ათას­წლე­უ­ლით თა­რიღ­დე­ბა. უფა­სო სუ­ვე­ნი­რე­ბის სა­ხით, ამე­რი­კელ ჯა­რის­კა­ცებს მუ­ზე­უ­მე­ბი­დან მი­ქონ­დათ სხვა­დას­ხვა ნივ­თე­ბი. ნა­ბუ­ქო­დო­ნო­სო­რის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ან ბა­რე­ლი­ე­ფებს კედ­ლე­ბი­დან ტეხ­დნენ. ის­ტო­რი­ულ ნა­გე­ბო­ბას ზი­ა­ნი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის და შვე­ულმფრე­ნე­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­მაც მი­ა­ყე­ნა. ამე­რი­კე­ლებ­მა ბაზა, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ზე­წო­ლით, მხო­ლოდ ერთი წლის შემ­დეგ გა­და­ი­ტა­ნეს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, დიდი ზო­მის ქან­და­კე­ბე­ბი და ბა­რე­ლი­ე­ფე­ბი ბა­ბი­ლო­ნი­დან ამე­რი­კე­ლებს სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბით გაჰ­ქონ­დათ. ბევ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­ში ბაღ­და­დის ის­ტო­რი­უ­ლი მუ­ზე­უ­მე­ბი­და­ნაც გაქ­რა.

"ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს­გან" სი­რი­უ­ლი პალ­მი­რას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის მარ­ტის მი­წუ­რუ­ლის ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი თემა იყო. ის­ტო­რი­ულ-არ­ქე­ო­ლო­გი­ურ ჭრილ­ში, სი­რია უნი­კა­ლუ­რი ქვე­ყა­ნაა. აქ ნოყი­ე­რი ნა­ხე­ვარ­მთვა­რის ტე­რი­ტო­რი­ი­დან უნი­კა­ლუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ე­ბი იღებს სა­თა­ვეს - ასუ­რე­თი, ძვე­ლი ბა­ბი­ლო­ნი, ურარ­ტუ. ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პრე­ტენ­ზი­ას ბერ­ძნე­ბი და რო­მა­ე­ლე­ბი აცხა­დებ­დნენ. ბი­ზან­ტი­ის ის­ტო­რი­აც სი­რი­ას­თან მჭიდ­რო კავ­შირ­შია. ჯვა­როს­ნე­ბი აქ სარ­კი­ნო­ზებს ეო­მე­ბოდ­ნენ. უძ­ვე­ლე­სი ქა­ლა­ქე­ბი - და­მას­კო, ბას­რა, ალე­პო და პალ­მი­რა იუ­ნეს­კოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ობი­ექ­ტე­ბია.

2011 წელს სი­რი­ა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომის და­წყე­ბას­თან ერ­თად, ის­ტო­რი­უ­ლი არ­ტე­ფაქ­ტე­ბის მო­პარ­ვამ მა­სი­უ­რი სახე მი­ი­ღო. "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ" და­კა­ვე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შებ­ზე ნამ­დვი­ლი ნა­დი­რო­ბა მო­ა­წყო. ათე­უ­ლო­ბით ქან­და­კე­ბა და ბა­რე­ლი­ე­ფი ურო­ე­ბით და­ამ­ტვრი­ეს. ის­ტო­რი­უ­ლი ექ­სპო­ნა­ტე­ბით ვაჭ­რო­ბა ტე­რო­რის­ტებ­მა შე­მო­სავ­ლის ერთ-ერთ წყა­როდ აქ­ცი­ეს.

ქა­ლაქ პალ­მი­რა­ში ტე­რო­რის­ტებ­მა ათე­უ­ლო­ბით უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი კულ­ტუ­რუ­ლი ობი­ექ­ტი აა­ფეთ­ქეს. მათ შო­რის ძვე­ლი რო­მის ეპო­ქა­ში აგე­ბუ­ლი ტრი­უმ­ფა­ლუ­რი თაღი და ბე­ლას ტა­ძა­რი.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

ომებს შეწირული ხელოვნება და ფასდაუდებელი ისტორიული არტეფაქტები

ომებს შეწირული ხელოვნება და ფასდაუდებელი ისტორიული არტეფაქტები

Ars longa, vita brevis - ცხოვრება მოკლეა, ხელოვნება მარადიული. კაცობრიობის ისტორიაში ომებს და ხელოვნებას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. კულტურის განვითარებასთან ერთად, ადამიანი მუდმივად მუშაობდა მისი მსგავსი არსებების ფიზიკური მოსპობის საშუალებათა სრულყოფაზე.

ანტიკური დროიდან ნადავლის მოპოვება ომებსა და ბრძოლებში გამარჯვებულთა უპირობო უფლებაა. ასეთ დროს განსაკუთრებული ყურადღება ძვირფასეულობას და, რა თქმა უნდა, ხელოვნების ნიმუშებს ექცევა. მრავალი საუკუნის მანძილზე ამ მოტივით ასეულობით ტაძარი, ციხესიმაგრე და მუზეუმი გაიძარცვა.

ხელოვნების ნიმუშების მიმართ ნაცისტები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდნენ. რისი გადამალვაც მუზეუმებმა ვერ მოასწრეს, გერმანელების ხელში მოხვდა. ცნობილი მხატვრების ტილოები დაუყოვნებლივ ბერლინში იგზავნებოდა. ევროპასთან ერთად, ომმა დიდი კულტურული ზიანი სსრკ-საც მიაყენა. საბჭოთა მუზეუმებიდან მოპარული და წაღებული ხელოვნების ნიმუშების მიახლოებითი რაოდენობაც კი უცნობია.

ხშირ შემთხვევაში მუზეუმების ევაკუირებისთვის ვერ იცლიდნენ. მსგავს პირობებში 1942 წელს გაქრა და დღემდე დაკარგულად ითვლება 145 ტილოსგან წარმოდგენილი "რუსული ფერწერის განვითარების ძირითადი ეტაპების" გამოფენა. ყირიმში გერმანელების შესვლასთან ერთად, კოლექცია უბრალოდ, მიატოვეს. ხელოვნების ნიმუშებთან დაკავშირებულ ყველა საკითხს ჰიტლერის რწმუნებული ალფრედ როზენბერგი აგვარებდა.

შეუფასებელი ისტორიული არტეფაქტები და ხელოვნების ნიმუშები გაუთავებელი ომების შედეგად დღესაც ზიანდება.

"არაბულმა გაზაფხულმა" და ეგვიპტეში დაწყებულმა სახალხო გამოსვლებმა, ქალაქების ინფრასტრუქტურასთან ერთად, დიდი ზიანი მუზეუმებს მიაყენა. მნიშვნელოვანი ობიექტების (პირამიდები, მეფეთა ხეობა, ლუქსორი) დაცვის მიუხედავად, მოროდიორებმა ქაიროში, ეგვიპტის მუზეუმში მაინც შეაღწიეს.

უცნობმა პირებმა დაამსხვრიეს ვიტრინები, დაფხაჭნეს შეუფასებელი ისტორიული ბარელიეფები, დაამტვრიეს ექსპონატები. წასვლისას ხელთ გააყოლეს 18 უნიკალური ექსპონატი. მათ შორის ფარაონების - ტუნაჰამონის, ეჰნატონის და მისი მეუღლის ნეფერტიტის ქანდაკებები.

2013 წელს, მასიური გამოსვლების ახალი ტალღის ფონზე, მძარცველებმა ეგვიპტეში კიდევ ერთი, ქალაქ მალავიში მდებარე მუზეუმი დააზარალეს. დილით მუზეუმში მისულ თანამშრომლებს საზარელი სურათი დახვდათ. დამტვრეული ვიტრინები, დაზიანებული ჭურჭელი, სარკოფაგები და სარიტუალო ნიღბები, დამწვარი მუმიები. მუზეუმის ექსპოზიციიდან 500-მდე ექსპონატი გაქრა. მათი ნაწილი მოგვიანებით ისრაელის ერთ-ერთ ინტერნეტ-აუქციონზე აღმოაჩინეს.

ერაყის ტურიზმისა და სიძველის სამინისტროს განცხადებით, 2003-2004 წლებში ქვეყნიდან 130 ათასამდე კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობის ნივთი გაიტანეს. უკან მხოლოდ 10%-ის დაბრუნება მოხერხდა. გაუჩინარებული არტეფაქტების დიდი ნაწილი 2013 წელს აშშ-ში, კორნელის უნივერსიტეტში აღმოაჩინეს.

ერაყში შესვლისას ამერიკელებმა სამხედრო ბაზა Camp Alpha პირდაპირ ძველი ბაბილონის ადგილზე გაშალეს. ამ უნიკალური ქალაქის შესახებ პირველი ისტორიული ცნობა ძვ. წ-ით მე-3 ათასწლეულით თარიღდება. უფასო სუვენირების სახით, ამერიკელ ჯარისკაცებს მუზეუმებიდან მიქონდათ სხვადასხვა ნივთები. ნაბუქოდონოსორის გამოსახულებიან ბარელიეფებს კედლებიდან ტეხდნენ. ისტორიულ ნაგებობას ზიანი სამხედრო ტექნიკის და შვეულმფრენების ექსპლუატაციამაც მიაყენა. ამერიკელებმა ბაზა, საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლით, მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გადაიტანეს. ადგილობრივების თქმით, დიდი ზომის ქანდაკებები და ბარელიეფები ბაბილონიდან ამერიკელებს სატვირთო მანქანებით გაჰქონდათ. ბევრი ხელოვნების ნიმუში ბაღდადის ისტორიული მუზეუმებიდანაც გაქრა.

"ისლამური სახელმწიფოსგან" სირიული პალმირას გათავისუფლება მიმდინარე წლის მარტის მიწურულის ყველაზე აქტიური თემა იყო. ისტორიულ-არქეოლოგიურ ჭრილში, სირია უნიკალური ქვეყანაა. აქ ნოყიერი ნახევარმთვარის ტერიტორიიდან უნიკალური ცივილიზაციები იღებს სათავეს - ასურეთი, ძველი ბაბილონი, ურარტუ. ამ ტერიტორიაზე პრეტენზიას ბერძნები და რომაელები აცხადებდნენ. ბიზანტიის ისტორიაც სირიასთან მჭიდრო კავშირშია. ჯვაროსნები აქ სარკინოზებს ეომებოდნენ. უძველესი ქალაქები - დამასკო, ბასრა, ალეპო და პალმირა იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებია.

2011 წელს სირიაში სამოქალაქო ომის დაწყებასთან ერთად, ისტორიული არტეფაქტების მოპარვამ მასიური სახე მიიღო. "ისლამურმა სახელმწიფომ" დაკავებულ ტერიტორიებზე ხელოვნების ნიმუშებზე ნამდვილი ნადირობა მოაწყო. ათეულობით ქანდაკება და ბარელიეფი უროებით დაამტვრიეს. ისტორიული ექსპონატებით ვაჭრობა ტერორისტებმა შემოსავლის ერთ-ერთ წყაროდ აქციეს.

ქალაქ პალმირაში ტერორისტებმა ათეულობით უმნიშვნელოვანესი კულტურული ობიექტი ააფეთქეს. მათ შორის ძველი რომის ეპოქაში აგებული ტრიუმფალური თაღი და ბელას ტაძარი.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"