თბილისში რუსულნომრიანი სამხედრო მანქანები დააფიქსირეს

თბილისში რუსულნომრიანი სამხედრო მანქანები დააფიქსირეს

"კვირის პალიტრის" ჟურნალისტმა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი სამხედრო მანქანა გადაიღო, რომელთაც რუსული სატრანზიტო ნომრები აქვთ. ავტომობილები საპატრულო პოლიციის ორ ეკიპაჟს ჰყავდა გაჩერებული და მძღოლებს საბუთებს უმოწმებდა. ფოტოებზე, რომელიც შემთხვევის ადგილზეა გადაღებული, კარგად ჩანს ავტომობილების ნომრები, რომელიც რუსული სახელმწიფო სანომრე ნიშნებია.

იხილეთ ვიდეო

AMBEBI.GE დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც უწყებაში განგვიცხადეს, აღნიშნულ ავტომანქანებზე ინფორმაციას ფლობენ. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ავტომანქანებს სამხედრო დანიშნულება არ გააჩნია. სატვირთო ავტომანქანები შესყიდულია კერძო პირის მიერ რუსეთის ფედერაციაში და წარმოადგენს ჩამოწერილ ტექნიკას. ავტომანქანები მოძრაობს ტრანზიტული სანომრე ნიშნით.

ეკა ლომიძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია