სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლუკა კურტანიძე - სანამ ცოცხალი ვარ, ყოველთვის ვიქნები საქართველოს პოლიტიკაში
ლუკა კურტანიძე - სანამ ცოცხალი ვარ, ყოველთვის ვიქნები საქართველოს პოლიტიკაში

სა­ნამ ცო­ცხა­ლი ვარ, ყო­ველ­თვის ვიქ­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კა­ში, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტატ­მა ლუკა კურ­ტა­ნი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტის იმ შე­კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში მისი მოხ­ვედ­რის სა­კითხს შე­ე­ხე­ბო­და.

"მე სა­ნამ ცო­ცხა­ლი ვარ, ყო­ველ­თვის ვიქ­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კა­ში. რო­დე­საც მე ჩემი ქვეყ­ნის­თვის რა­ღაც შევ­ძე­ლი, პა­რა­ლე­ლუ­რად პო­ლი­ტი­კა­შიც ვი­ყა­ვი. აფხა­ზეთ­ში და­ვი­ბა­დე, გა­ვი­ზარ­დე, ყო­ველ­თვის ვა­ფიქ­სი­რებ­დი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ზე, თუ ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე, რომ ვარ სო­ხუ­მე­ლი და რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა ფრი­ა­ლებ­და და ჰიმ­ნი ჟღერ­და, ყო­ველ­თვის ფიქ­სირ­დე­ბო­და ქა­ლა­ქი სო­ხუ­მი. პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი ყო­ველ­თვის იყო ჩემი ცხოვ­რე­ბა და შემ­დეგ­ში მი­თუ­მე­ტეს. მე ნე­ბის­მი­ერ სფე­რო­ში, სა­დაც არ უნდა ვიყო, ვიქ­ნე­ბი წარ­მა­ტე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ლუკა კურ­ტა­ნი­ძემ.

დე­პუ­ტატ­მა ისა­უბ­რა კო­ა­ლი­ცი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხე­ბაც და აღ­ნიშ­ნა, რომ ყვე­ლა პარ­ტი­უ­ლი სუ­ბი­ექ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პა­ტივ­სა­ცე­მია.

"სა­ქარ­თვე­ლოს რე­ა­ლო­ბა­ში კო­ა­ლი­ცი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა მოხ­და იმი­ტომ, რომ ის რე­ჟი­მი, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს აწუ­ხებ­და, უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. ეს გა­მარ­ჯვე­ბა იქნა ერ­თობ­ლი­ვად მო­პო­ვე­ბუ­ლი და ამის შემ­დეგ ვფიქ­რობ, რომ არ გვყავს ისე­თი მონ­სტრი, რომ ერ­თმა­ნეთს ამ ბლო­კე­ბით ვე­პა­ექ­როთ. დღეს ყვე­ლა პარ­ტი­ას - არა­სა­პარ­ლა­მენ­ტო პარ­ტი­ებ­საც და პარ­ლა­მენ­ტში მყო­ფებ­საც აქვთ თა­ნა­ბა­რი შან­სი, რომ არ­ჩევ­ნებ­ზე მი­ი­ღოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბა და ამ ნდო­ბის მან­და­ტით იმოქ­მე­დოს პარ­ლა­მენ­ტში. ვფიქ­რობ, რომ დას­რულ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ის დრო, რო­დე­საც მძაფ­რი რა­დი­კა­ლუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი აღარ იქ­ნე­ბა. იწყე­ბა ახა­ლი ხანა, რო­დე­საც იქ­ნე­ბა პა­ექ­რო­ბა სა­კი­თხებ­ზე, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვეყ­ნის­თვის.

დას­რულ­და ემო­ცი­უ­რი და­პირ­პის­რე­ბე­ბი, რო­მელ­საც ქვე­ყა­ნა მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მი­ყავ­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში მკვიდ­რდე­ბა დრო, რომ პრობ­ლე­მებ­ზე იყოს ქვე­ყა­ნა­ში სა­უ­ბა­რი. ვფიქ­რობ, რომ ეს მი­სა­სალ­მე­ბე­ლი ფაქ­ტია", - გა­ნა­ცხა­და კურ­ტა­ნი­ძემ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ლუკა კურტანიძე - სანამ ცოცხალი ვარ, ყოველთვის ვიქნები საქართველოს პოლიტიკაში

ლუკა კურტანიძე - სანამ ცოცხალი ვარ, ყოველთვის ვიქნები საქართველოს პოლიტიკაში

სანამ ცოცხალი ვარ, ყოველთვის ვიქნები საქართველოს პოლიტიკაში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ლუკა კურტანიძემ ჟურნალისტის იმ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საარჩევნო სიაში მისი მოხვედრის საკითხს შეეხებოდა.

"მე სანამ ცოცხალი ვარ, ყოველთვის ვიქნები საქართველოს პოლიტიკაში. როდესაც მე ჩემი ქვეყნისთვის რაღაც შევძელი, პარალელურად პოლიტიკაშიც ვიყავი. აფხაზეთში დავიბადე, გავიზარდე, ყოველთვის ვაფიქსირებდი მსოფლიო ჩემპიონატებზე, თუ ოლიმპიურ თამაშებზე, რომ ვარ სოხუმელი და როდესაც საქართველოს დროშა ფრიალებდა და ჰიმნი ჟღერდა, ყოველთვის ფიქსირდებოდა ქალაქი სოხუმი. პოლიტიზებული ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრება და შემდეგში მითუმეტეს. მე ნებისმიერ სფეროში, სადაც არ უნდა ვიყო, ვიქნები წარმატებული", - განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

დეპუტატმა ისაუბრა კოალიციაში მიმდინარე პროცესების შესახებაც და აღნიშნა, რომ ყველა პარტიული სუბიექტის გადაწყვეტილება პატივსაცემია.

"საქართველოს რეალობაში კოალიციის გაერთიანება მოხდა იმიტომ, რომ ის რეჟიმი, რომელიც სრულიად საქართველოს აწუხებდა, უნდა დასრულებულიყო. ეს გამარჯვება იქნა ერთობლივად მოპოვებული და ამის შემდეგ ვფიქრობ, რომ არ გვყავს ისეთი მონსტრი, რომ ერთმანეთს ამ ბლოკებით ვეპაექროთ. დღეს ყველა პარტიას - არასაპარლამენტო პარტიებსაც და პარლამენტში მყოფებსაც აქვთ თანაბარი შანსი, რომ არჩევნებზე მიიღოს საზოგადოების ნდობა და ამ ნდობის მანდატით იმოქმედოს პარლამენტში. ვფიქრობ, რომ დასრულდა საქართველოში ის დრო, როდესაც მძაფრი რადიკალური დაპირისპირებები აღარ იქნება. იწყება ახალი ხანა, როდესაც იქნება პაექრობა საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.

დასრულდა ემოციური დაპირპისრებები, რომელსაც ქვეყანა მძიმე მდგომარეობამდე მიყავდა. საქართველოში მკვიდრდება დრო, რომ პრობლემებზე იყოს ქვეყანაში საუბარი. ვფიქრობ, რომ ეს მისასალმებელი ფაქტია", - განაცხადა კურტანიძემ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ნიკა მელიამ თქვა, თვის ბოლოს შევხვდეთო - ძალიან პატიოსანი სიტყვაა" - ალეკო ელისაშვილი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს მიმართავს

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"