ბოლო ორი დღის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებების შედეგად 16 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
უწყების ცნობით, გუშინ ღამის განმავლობაში დაიღუპა 70-მდე სომეხი ჯარისკაცი და განადგურდა სამხედრო ტექნიკის 20-მდე ერთეული.
მთიანი ყაღაბაღის ე.წ. თავდაცვის სამინისტროში ბაქოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს. გუშინ ე.წ. უწყებამ განაცხადა, რომ 2 აპრილის შემდეგ საბრძოლო მოქმედებებს 20 სომეხი სამხედრო და 5 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, დაიჭრა 70 ადამიანი.
ვითარება კონფლიქტის ზონაში 2 აპრილს გამწვავდა.