"სიგარეტზე წაკამათდნენ და სტუმარმა სროლა ატეხა..." - რას ყვებიან თვითმხილველები სოფელ გლდანში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე

"სიგარეტზე წაკამათდნენ და სტუმარმა სროლა ატეხა..." - რას ყვებიან თვითმხილველები სოფელ გლდანში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე

სოფელ გლდანში, 4 მარტს, გამთენიისას 22 წლის თორნიკე ვარდანაშვილი მოკლეს, სროლისას მძიმედ დაიჭრა 20 წლის ლევან ხოკელაშვილი. საქმე განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონოდ ტარება-შენახვის მუხლებითაა აღძრული. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბიჭი მისივე თანატოლმა შეიწირა, რომელიც სოფელში სტუმრად იმყოფებოდა და მას თორნიკე არც კი იცნობდა.

"როგორც ამბობენ, სიგარეტის თემაზე წაკამათდნენ და სწორედ ამ დროს ატეხა იმ სტუმარმა სროლა. ჯერ თორნიკეს დაახალა 4 ტყვია, მერე ლევანს... მერე კი გაიქცა. თორნიკე იქვე გარდაიცვალა, სასწრაფო დახმარების მანქანა რომ მოვიდა, მის წაყვანას აზრი აღარ ჰქონდა. ლევანს კი მოუსწრეს" - ყვება "კვირის პალიტრასთან" საუბარში დაღუპულის მეზობელი.

მეზობლები ამბობენ, რომ თორნიკე გარდაცვალების წინა დღეს განსაკუთრებულად ღიმილიანი და თბილი დაამახსოვრდათ: "თბილი და საყვარელი ბიჭი იყო თორნიკე - კარგი შვილი, შევნატროდით მის მშობლებს. ისეთი ხალისიანი და იმედიანი იყო, რომ მის გვერდით შენც გიხაროდა სიცოცხლე. აი, ასეთი კარგი ბიჭი მოგვიკლეს, არ ვიცი, როგორ გაიმეტეს ტყვიისთვის!" განაგრძეთ კითხვა

იხილეთ ვიდეო| ვინ არის 22 წლის ახალგაზრდა, რომელმაც თანატოლი მოკლა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია