"მერია ტაქსების რეგულაციას კი არა, ტაქსების რევოლუციას მიიღებს" - რა ბედი ელით ტაქსის მძღოლებს

"მერია ტაქსების რეგულაციას კი არა, ტაქსების რევოლუციას მიიღებს" - რა ბედი ელით ტაქსის მძღოლებს

თბილისში ტაქსების სიმრავლე არავის უკვირს, საცობების არსებობაც ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ ათი ავტომობილიდან ხუთი მაინც, ტაქსია. სწორედ ამიტომ, თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, განაცხადა, რომ დედაქალაქში ტაქსების რეგულაცია აუცილებელია. მერის თქმით, "ის დისკომფორტი, რაც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ ტაქსებთან დაკავშირებით, უნდა აღმოიფხვრას… ტაქსით მგზავრობა უნდა გახდეს უფრო უსაფრთხო და კომფორტული". მერიაში უკვე შემუშავებულია დოკუმენტი, რომელიც ამ დარგის სპეციალისტებთან ერთობლივი განხილვის შემდეგ საბოლოო სახეს მიიღებს. ამ დოკუმენტის მთავარი მიზანი მგზავრისა და მძღოლის უსაფრთხოების დაცვაა.

აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფითად აფასებენ ტაქსის მძღოლები:

ნიკო ნ. - "ჩემი ოჯახის ერთადერთი იმედი ეს მანქანაა. მართალია, ძველია და ყველაფერი რიგზე არა აქვს, მაგრამ ჩემს ცოლ-შვილს ეს ინახავს. "ტაქსაობის" უფლება რომ ჩამომართვან, არ ვიცი რა გზას დავადგები. ჩემს მდგომარეობაში ათასობით ადამიანია და თუ მერია ჩვენს ინტერესებს არ გაითვალისწინებს, ტაქსების რეგულაციას კი არა, ტაქსების რევოლუციას მიიღებს", - გვითხრა ერთ-ერთმა რესპონდენტმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.

მოსალოდნელ რეგულაციებს უარყოფითად აფასებს არასამთავრობო სექტორიც. მათ შორის არის შპს "ეკოტრანსპორტცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ურუშაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ტაქსებზე რეგულაციის დაწესება ნაჩქარევი გადაწყვეტილებაა:

- ბატონო ვასილ, თუ არსებობს დაახლოებითი მონაცემები, რამდენი ტაქსია დღეს საქართველოში?

- ტაქსების ზუსტი რაოდენობა უცნობია, რადგან ასეთი სტატისტიკა არც თბილისში არსებობს და არც საქართველოში, თუმცა, სხვადასხვა გამოთვლებით მათი რიცხვი მარტო თბილისში 50 ათასიდან 60 ათასამდე მერყეობს.

- თქვენ ამბობთ, რომ ამ ეტაპზე ტაქსების რეგულაციის შემოღება ნაადრევია. რატომ?

- იმ ფონზე, როდესაც თბილისში არის უამრავი პრობლემა და ეს პრობლემები განსაკუთრებით მწვავედ ტრანსპორტის დარგში იგრძნობა, რეგულაციების შემოღება მართებულად არ მიმაჩნია. მხოლოდ რამდენიმე გადაუჭრელ პრობლემას დავასახელებ: საგზაო ინფრასტრუქტურის და მუნიციპალური ტრანსპორტის გაუმართაობა, პარკინგის პრობლემა, არ მოწმდება ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილები, პრობლემა გვაქვს მუნიციპალურ ტრანსპორტშიც: ყვითელი მიკროავტობუსები, რომლითაც ძალიან ბევრი ადამიანი დადის, კუსტარულად გადაიყვანეს ფეთქებადსაშიშ ნივთიერებაზე და დღეს ჩვენი მოსახლეობა გადაადგილდება ტრანსპორტით, რომელიც მგზავრთა უსაფრთხოების მხრივ კატასტროფულ მდგომარეობაშია. ამ მიკროავტობუსების ძრავიც კუსტარულია და მათში ძველი, ამორტიზებული, რუსული მეტალის ბალონებია დამონტაჟებული, რაც უბედური შემთხვევის დროს ძალიან საშიშია.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია