პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოქ­ს­ფორ­დ­ში გა­მო­ცე­მულ წიგ­ნ­ში ქეთევან წამებულზე დღემ­დე უც­ნო­ბი დე­ტა­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს
ოქ­ს­ფორ­დ­ში გა­მო­ცე­მულ წიგ­ნ­ში ქეთევან წამებულზე დღემ­დე უც­ნო­ბი დე­ტა­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს

ირ­ლან­დი­ის ბიბ­ლი­ო­თე­კამ თბი­ლი­სის ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლეს ოქ­ს­ფორ­დ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნი გა­დას­ცა, რო­მელ­შიც დე­ტა­ლუ­რად არის მოთხ­რო­ბი­ლი ქე­თე­ვან დე­დოფ­ლის წა­მე­ბა... წიგ­ნის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი 1626 წელ­საა და­წე­რი­ლი, ნა­წი­ლი - 1633 წელს... "ამ წიგ­ნის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად თქვენ გი­ამ­ბობთ", - გვითხ­რა ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი კა­ლან­დი­ამ და ახალ აღ­მო­ჩე­ნა­ზე გვე­სა­უბ­რა:

- მა­რი­ნა ცინ­ცი­ბა­ძე პრო­ფე­სი­ით ის­ტო­რი­კო­სი გახ­ლავთ, რო­მე­ლიც ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლის ცხოვ­რე­ბა­სა და მოღ­ვა­წე­ო­ბას კარ­გად იც­ნობს. მან დე­დოფ­ლის შე­სა­ხებ წიგ­ნი და­წე­რა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია: "1633 წელს ინ­გ­ლის­ში გა­მოქ­ვეყ­ნ­და წიგ­ნი ქე­თე­ვან დე­დო­ფალ­ზე. იგი არის ქე­თე­ვან დე­დო­ფალ­ზე შექ­მ­ნილ ნა­წარ­მო­ებ­თა გა­მო­ცე­მის პირ­ვე­ლი ნი­მუ­ში". წიგ­ნის სა­თა­უ­რია: "ქარ­თ­ველ­თა მე­ფე თე­ი­მუ­რა­ზის დე­დის ქე­თე­ვან დე­დოფ­ლის მარ­ტ­ვი­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი წე­რი­ლი, და იეზუ­იტ­თა ცნო­ბი­ლი წარ­მოდ­გე­ნა დე­დოფ­ლის წა­მე­ბა­ზე. გაგ­ზავ­ნი­ლი ან­ტი­ო­ქი­ის პატ­რი­არ­ქის წარ­მო­მად­გენ­ლის მღვდელ გრე­გო­რის მი­ერ მის უწ­მინ­დეს­სა და უნე­ტა­რეს­თან პატ­რი­არქ სოპ­რო­ნი­უს­თან. თავ­და­პირ­ვე­ლად და­წე­რი­ლი ბერ­ძ­ნულ ენა­ზე, ხო­ლო შემ­დ­გომ გა­და­თარ­გ­მ­ნი­ლი ინ­გ­ლი­სურ ენა­ზე". დი­დი იმე­დი გვაქვს, რომ რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დის დახ­მა­რე­ბით, ეს წიგ­ნი ქარ­თულ ენა­ზე გა­და­ი­თარ­გ­მ­ნე­ბა.

- წიგ­ნი­დან რა­ი­მეს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულს ვი­გებთ, ვიდ­რე დღემ­დე ვი­ცო­დით?

- ბრი­ტა­ნე­თის მუ­ზე­უმ­მა გა­მოს­ცა წიგ­ნი - "შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის დი­დოს­ტა­ტე­ბი", რო­მელ­შიც შე­ვი­და რე­ლიკ­ვა­რი­უ­მი. ყვე­ლა­ზე სა­ყუ­რა­დღე­ბოა ის, რომ რე­ლიკ­ვა­რი­უმს აწე­რია – "წმინ­და ქე­თე­ვან დე­დოფ­ლის ნა­წი­ლი, ძე­ლი ჭეშ­მა­რი­ტი"... ეს წმინ­და რე­ლიკ­ვა­რი­უ­მი თა­ვის დრო­ზე ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვილ­მა გა­მო­იკ­ვ­ლია და წერ­და: "ეს სა­ნა­წი­ლე, პა­ტა­რა ხა­ტი შე­უ­ძე­ნია ბრი­ტა­ნე­თის მუ­ზე­უმს. სა­ნა­წი­ლეს წი­ნა პი­რი წარ­მო­ად­გენს ლა­მაზ მე­და­ლი­ონს, რო­მელ­ზეც გა­მო­სა­ხუ­ლია ბი­ზან­ტი­უ­რი მი­ნან­ქ­რით წმინ­და გი­ორ­გი. უკა­ნა პირ­ზე მხედ­რუ­ლი ასო­ე­ბით აწე­რია წმინ­და ქე­თე­ვან დე­დოფ­ლის ნა­წი­ლი"... წმინ­და რე­ლიკ­ვა­რი­უ­მი შემ­დეგ შე­ის­წავ­ლა გრი­გოლ ფე­რა­ძემ. იგი აღ­ნიშ­ნავს, რომ ბრი­ტა­ნე­თის მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა მი­ნან­ქ­რი­ა­ნი სა­ნა­წი­ლე, რო­მელ­შიც ქარ­თ­ვე­ლი მე­ფის – დე­მეტ­რე თავ­და­დე­ბუ­ლის სუ­რა­თია მო­თავ­სე­ბუ­ლი. "ეს ნივ­თი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სა­მი­ნან­ქ­რო ხე­ლოვ­ნე­ბის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ნი­მუ­შია, მაგ­რამ ქარ­თ­ვე­ლე­ბის­თ­ვის უმ­თავ­რე­სად იმით არის ძვირ­ფა­სი, რომ ჩვე­ნი წა­მე­ბუ­ლი დე­დო­ფა­ლი ქე­თე­ვა­ნი მას მო­უ­შო­რებ­ლად ატა­რებ­და. იმე­დი უნ­და ვი­ქო­ნი­ოთ, რომ ნივ­თი ოდეს­მე რა­ი­მე ფორ­მით სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­უბ­რუნ­დე­ბა"...

ჩე­მი თვა­ლით მაქვს ნა­ნა­ხი ნივ­თი, რო­მე­ლიც ბრი­ტა­ნე­თის მუ­ზე­უ­მის მე­ექ­ვ­სე სარ­თულ­ზეა გა­მო­ფე­ნი­ლი. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ეს ნივ­თი ნა­ხა ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლის ავ­ჭა­ლის ტაძ­რის წი­ნამ­ძღ­ვარ­მა - გი­ორ­გი რაზ­მა­ძემ: მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი სიძ­ვე­ლე­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­მა, კრის ვუდ­მა ნივ­თი სა­გან­გე­ბოდ მის­თ­ვის ამო­ი­ღო ვიტ­რი­ნი­დან და მი­ა­წო­და მა­მა გი­ორ­გის, კარ­გად რომ და­ეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნივ­თი ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვილ­მა და გრი­გოლ ფე­რა­ძემ შე­ის­წავ­ლეს, მათ აღ­წე­რი­ლო­ბებ­ში უზუს­ტო­ბე­ბი მა­ინც გა­ი­პა­რა. ბევრ სი­ახ­ლეს ახ­ლა ვი­გებთ: ნივ­თ­ზე დე­მეტ­რე თავ­და­დე­ბუ­ლი კი არ არის და­ხა­ტუ­ლი, არა­მედ - წმინ­და დე­მეტ­რე. მი­სი წმინ­და ნა­წი­ლე­ბი იდო ნივ­თ­ში, რო­მელ­საც ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლი მუ­დამ გუ­ლით ატა­რებ­და, ანუ - პა­ტივს მი­ა­გებ­და წმინ­და დე­მეტ­რეს. ოქ­ს­ფორ­დ­ში გა­მო­ცე­მულ წიგ­ნ­ში წე­რია: "სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ სა­კი­დი თავ­და­პირ­ვე­ლად დამ­ზად­და წმ. დე­მეტ­რეს ნა­წი­ლე­ბის აღ­სა­ბეჭ­დად. და­კარ­გუ­ლი გა­რე­კა­ნი სა­ვა­რა­უ­დოდ გად­მოს­ცემ­და მე­ო­მა­რი წმინ­და­ნის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას, ხო­ლო ნა­მუ­შე­ვა­რი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი იყო ცლო­ი­სონ­ნე (კლუ­ა­სო­ნე) ტექ­ნი­კით. რე­ლიკ­ვა­რი­უ­მის თავ­სა­ფარ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი ფი­გუ­რის ქვეშ მო­თავ­სე­ბუ­ლია სა­ნა­წი­ლე. მი­სი სა­ხე­ლი ხმალ­ზე ბერ­ძ­ნუ­ლად არის და­წე­რი­ლი..."

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ოქ­ს­ფორ­დ­ში გა­მო­ცე­მულ წიგ­ნ­ში ქეთევან წამებულზე დღემ­დე უც­ნო­ბი დე­ტა­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს

ოქ­ს­ფორ­დ­ში გა­მო­ცე­მულ წიგ­ნ­ში ქეთევან წამებულზე დღემ­დე უც­ნო­ბი დე­ტა­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს

ირ­ლან­დი­ის ბიბ­ლი­ო­თე­კამ თბი­ლი­სის ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლეს ოქ­ს­ფორ­დ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნი გა­დას­ცა, რო­მელ­შიც დე­ტა­ლუ­რად არის მოთხ­რო­ბი­ლი ქე­თე­ვან დე­დოფ­ლის წა­მე­ბა... წიგ­ნის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი 1626 წელ­საა და­წე­რი­ლი, ნა­წი­ლი - 1633 წელს... "ამ წიგ­ნის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად თქვენ გი­ამ­ბობთ", - გვითხ­რა ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი კა­ლან­დი­ამ და ახალ აღ­მო­ჩე­ნა­ზე გვე­სა­უბ­რა:

- მა­რი­ნა ცინ­ცი­ბა­ძე პრო­ფე­სი­ით ის­ტო­რი­კო­სი გახ­ლავთ, რო­მე­ლიც ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლის ცხოვ­რე­ბა­სა და მოღ­ვა­წე­ო­ბას კარ­გად იც­ნობს. მან დე­დოფ­ლის შე­სა­ხებ წიგ­ნი და­წე­რა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია: "1633 წელს ინ­გ­ლის­ში გა­მოქ­ვეყ­ნ­და წიგ­ნი ქე­თე­ვან დე­დო­ფალ­ზე. იგი არის ქე­თე­ვან დე­დო­ფალ­ზე შექ­მ­ნილ ნა­წარ­მო­ებ­თა გა­მო­ცე­მის პირ­ვე­ლი ნი­მუ­ში". წიგ­ნის სა­თა­უ­რია: "ქარ­თ­ველ­თა მე­ფე თე­ი­მუ­რა­ზის დე­დის ქე­თე­ვან დე­დოფ­ლის მარ­ტ­ვი­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი წე­რი­ლი, და იეზუ­იტ­თა ცნო­ბი­ლი წარ­მოდ­გე­ნა დე­დოფ­ლის წა­მე­ბა­ზე. გაგ­ზავ­ნი­ლი ან­ტი­ო­ქი­ის პატ­რი­არ­ქის წარ­მო­მად­გენ­ლის მღვდელ გრე­გო­რის მი­ერ მის უწ­მინ­დეს­სა და უნე­ტა­რეს­თან პატ­რი­არქ სოპ­რო­ნი­უს­თან. თავ­და­პირ­ვე­ლად და­წე­რი­ლი ბერ­ძ­ნულ ენა­ზე, ხო­ლო შემ­დ­გომ გა­და­თარ­გ­მ­ნი­ლი ინ­გ­ლი­სურ ენა­ზე". დი­დი იმე­დი გვაქვს, რომ რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დის დახ­მა­რე­ბით, ეს წიგ­ნი ქარ­თულ ენა­ზე გა­და­ი­თარ­გ­მ­ნე­ბა.

- წიგ­ნი­დან რა­ი­მეს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულს ვი­გებთ, ვიდ­რე დღემ­დე ვი­ცო­დით?

- ბრი­ტა­ნე­თის მუ­ზე­უმ­მა გა­მოს­ცა წიგ­ნი - "შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის დი­დოს­ტა­ტე­ბი", რო­მელ­შიც შე­ვი­და რე­ლიკ­ვა­რი­უ­მი. ყვე­ლა­ზე სა­ყუ­რადღე­ბოა ის, რომ რე­ლიკ­ვა­რი­უმს აწე­რია – "წმინ­და ქე­თე­ვან დე­დოფ­ლის ნა­წი­ლი, ძე­ლი ჭეშ­მა­რი­ტი"... ეს წმინ­და რე­ლიკ­ვა­რი­უ­მი თა­ვის დრო­ზე ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვილ­მა გა­მო­იკ­ვ­ლია და წერ­და: "ეს სა­ნა­წი­ლე, პა­ტა­რა ხა­ტი შე­უ­ძე­ნია ბრი­ტა­ნე­თის მუ­ზე­უმს. სა­ნა­წი­ლეს წი­ნა პი­რი წარ­მო­ად­გენს ლა­მაზ მე­და­ლი­ონს, რო­მელ­ზეც გა­მო­სა­ხუ­ლია ბი­ზან­ტი­უ­რი მი­ნან­ქ­რით წმინ­და გი­ორ­გი. უკა­ნა პირ­ზე მხედ­რუ­ლი ასო­ე­ბით აწე­რია წმინ­და ქე­თე­ვან დე­დოფ­ლის ნა­წი­ლი"... წმინ­და რე­ლიკ­ვა­რი­უ­მი შემ­დეგ შე­ის­წავ­ლა გრი­გოლ ფე­რა­ძემ. იგი აღ­ნიშ­ნავს, რომ ბრი­ტა­ნე­თის მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა მი­ნან­ქ­რი­ა­ნი სა­ნა­წი­ლე, რო­მელ­შიც ქარ­თ­ვე­ლი მე­ფის – დე­მეტ­რე თავ­და­დე­ბუ­ლის სუ­რა­თია მო­თავ­სე­ბუ­ლი. "ეს ნივ­თი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სა­მი­ნან­ქ­რო ხე­ლოვ­ნე­ბის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ნი­მუ­შია, მაგ­რამ ქარ­თ­ვე­ლე­ბის­თ­ვის უმ­თავ­რე­სად იმით არის ძვირ­ფა­სი, რომ ჩვე­ნი წა­მე­ბუ­ლი დე­დო­ფა­ლი ქე­თე­ვა­ნი მას მო­უ­შო­რებ­ლად ატა­რებ­და. იმე­დი უნ­და ვი­ქო­ნი­ოთ, რომ ნივ­თი ოდეს­მე რა­ი­მე ფორ­მით სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­უბ­რუნ­დე­ბა"...

ჩე­მი თვა­ლით მაქვს ნა­ნა­ხი ნივ­თი, რო­მე­ლიც ბრი­ტა­ნე­თის მუ­ზე­უ­მის მე­ექ­ვ­სე სარ­თულ­ზეა გა­მო­ფე­ნი­ლი. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ეს ნივ­თი ნა­ხა ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლის ავ­ჭა­ლის ტაძ­რის წი­ნამ­ძღ­ვარ­მა - გი­ორ­გი რაზ­მა­ძემ: მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი სიძ­ვე­ლე­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­მა, კრის ვუდ­მა ნივ­თი სა­გან­გე­ბოდ მის­თ­ვის ამო­ი­ღო ვიტ­რი­ნი­დან და მი­ა­წო­და მა­მა გი­ორ­გის, კარ­გად რომ და­ეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნივ­თი ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვილ­მა და გრი­გოლ ფე­რა­ძემ შე­ის­წავ­ლეს, მათ აღ­წე­რი­ლო­ბებ­ში უზუს­ტო­ბე­ბი მა­ინც გა­ი­პა­რა. ბევრ სი­ახ­ლეს ახ­ლა ვი­გებთ: ნივ­თ­ზე დე­მეტ­რე თავ­და­დე­ბუ­ლი კი არ არის და­ხა­ტუ­ლი, არა­მედ - წმინ­და დე­მეტ­რე. მი­სი წმინ­და ნა­წი­ლე­ბი იდო ნივ­თ­ში, რო­მელ­საც ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლი მუ­დამ გუ­ლით ატა­რებ­და, ანუ - პა­ტივს მი­ა­გებ­და წმინ­და დე­მეტ­რეს. ოქ­ს­ფორ­დ­ში გა­მო­ცე­მულ წიგ­ნ­ში წე­რია: "სა­ყუ­რადღე­ბოა, რომ სა­კი­დი თავ­და­პირ­ვე­ლად დამ­ზად­და წმ. დე­მეტ­რეს ნა­წი­ლე­ბის აღ­სა­ბეჭ­დად. და­კარ­გუ­ლი გა­რე­კა­ნი სა­ვა­რა­უ­დოდ გად­მოს­ცემ­და მე­ო­მა­რი წმინ­და­ნის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას, ხო­ლო ნა­მუ­შე­ვა­რი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი იყო ცლო­ი­სონ­ნე (კლუ­ა­სო­ნე) ტექ­ნი­კით. რე­ლიკ­ვა­რი­უ­მის თავ­სა­ფარ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი ფი­გუ­რის ქვეშ მო­თავ­სე­ბუ­ლია სა­ნა­წი­ლე. მი­სი სა­ხე­ლი ხმალ­ზე ბერ­ძ­ნუ­ლად არის და­წე­რი­ლი..."

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია