პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„არ მინდა, რომ მშობიარობის დროს ლევანი ჩემს გვერდით იყოს“ - ლევან ხურცია და მარიამ კუბლაშვილი ვაჟის მოლოდინში
„არ მინდა, რომ მშობიარობის დროს ლევანი ჩემს გვერდით იყოს“ - ლევან ხურცია და მარიამ კუბლაშვილი ვაჟის მოლოდინში

მსა­ხი­ო­ბი ლე­ვან ხურ­ცია და ად­ვო­კა­ტი მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლი სულ რა­ღაც ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხვდე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს, შემ­დეგ და­ქორ­წი­ნე­ბაც გა­და­წყვი­ტეს. რო­გორც მა­რი­ა­მი ამ­ბობს, გაც­ნო­ბის დღი­დან ლე­ვა­ნი, ურ­თი­ერ­თო­ბის ასა­წყო­ბად ძალ­ზე აქ­ტი­უ­რობ­და. მალე ახალ­გაზ­რდებს ბიჭი შე­ე­ძი­ნე­ბათ.

- მე და ლე­ვან­მა ერ­თმა­ნე­თი ერთ-ერთ წვე­უ­ლე­ბა­ზე გა­ვი­ცა­ნით. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მიმ­ხი­ლა, ჩემი და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე უთ­ქვამს: რა ლა­მა­ზი გო­გო­აო... წვე­უ­ლე­ბა­ზე მის მზე­რას ვგრძნობ­დი. თვი­თონ­ვე გა­მო­ი­ჩი­ნა ინი­ცი­ა­ტი­ვა, სახ­ლამ­დე მი­ვე­ცი­ლე­ბი­ნე. მერე დავ­მე­გობ­რდით. დიდი ხანი მარ­თლა მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით.

- ერთი შე­ხედ­ვით, რით მო­ხიბ­ლეთ ერ­თმა­ნე­თი?

- ვერ გე­ტყვი, რა მოხ­და ჩვენ შო­რის, მაგ­რამ გაც­ნო­ბის პირ­ვე­ლი­ვე წუ­თი­დან ორი­ვე მივ­ხვდით, რომ ვი­პო­ვეთ ის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი, რო­მელ­საც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვე­ძებ­დით.

- ურ­თი­ერ­თო­ბის ასა­წყო­ბად პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი ლე­ვან­მა გად­მოდ­გა?

- ლე­ვა­ნი სულ აქ­ტი­უ­რობ­და. რო­გორც ვიცი, ჩე­მამ­დე არა­ვინ ჰყვა­რე­ბია. რა­ღაც სხვა­ნა­ი­რად ფრთხი­ლი ადა­მი­ა­ნია.

- რამ­დენ ხანს იყა­ვით შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი და სიყ­ვა­რულ­ში რომ გა­მო­გი­ტყდა, რო­გო­რი რე­აქ­ცია გქონ­და?

- გაც­ნო­ბი­დან 2 თვის შემ­დეგ და­ვი­წყეთ ფლირ­ტი. თა­ვი­დან ეს ურ­თი­ერ­თო­ბა მხო­ლოდ მე­გობ­რო­ბა იყო. ზუს­ტად ერთი წლის შემ­დეგ ბე­ჭე­დი მო­მი­ტა­ნა და დამ­ნიშ­ნა. სიყ­ვა­რუ­ლი რო­გორ ამიხ­სნა? - მო­უ­ლოდ­ნე­ლად დიდი "ესე­მე­სი" მომ­წე­რა. გა­ბუ­ტუ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ რო­გორც კი ტექ­სტი წა­ვი­კი­თხე, თვა­ლე­ბი­დან თით­ქოს, ნა­პერ­წკლე­ბი გად­მომ­ცვივ­და, ძა­ლი­ან ავ­ფო­რი­აქ­დი. სა­ო­ცა­რი სი­ტყვე­ბი მომ­წე­რა და ამან ზედ­მე­ტად ამა­ღელ­ვა.

- და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ერ­თმა­ნეთ­ში რა თვი­სე­ბე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეთ? რა შე­იც­ვა­ლა თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში?

- მგო­ნია, რომ ზუს­ტად იმით არის გა­მორ­ჩე­უ­ლი ჩვე­ნი ქორ­წი­ნე­ბა, რომ თა­ნა­ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში მხო­ლოდ კარ­გი თვი­სე­ბე­ბი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ერ­თმა­ნეთ­ში. თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა უფრო დიდ ბედ­ნი­ე­რე­ბა­სა და სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და.

- რით ანე­ბივ­რებთ ერ­თმა­ნეთს? ლე­ვანს მოს­წონს შენ მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი?

- კი, ჩემს მომ­ზა­დე­ბულ სა­დი­ლებ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლია. მეც ძა­ლი­ან მიყ­ვარს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ფუს­ფუ­სი და მსი­ა­მოვ­ნებს ისიც, რომ გემ­რი­ე­ლო­ბებს საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს ვუმ­ზა­დებ. ერ­თმა­ნეთს ნამ­დვი­ლად ვა­ნე­ბივ­რებთ. მა­გა­ლი­თად, ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ვცდი­ლობ, ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ვიყო და ის გა­ვა­კე­თო, რაც ლე­ვანს უყ­ვარს. არც თვი­თონ მიშ­ლის ნერ­ვებს, რაც ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ხში­რად ვხე­დავ, მე­უღ­ლე­ე­ბი ერ­თმა­ნე­თის ნერ­ვებ­ზე რო­გორ "თა­მა­შო­ბენ", რო­გორ სტკე­ნენ გულს ურ­თი­ერ­თს, რაც ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. ვფიქ­რობ, ასეთ ურ­თი­ერ­თო­ბას ცოლ­ქმრო­ბა არ ჰქვია.

- ლე­ვანს თუ ეხერ­ხე­ბა კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა?

წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

„არ მინდა, რომ მშობიარობის დროს ლევანი ჩემს გვერდით იყოს“ - ლევან ხურცია და მარიამ კუბლაშვილი ვაჟის მოლოდინში

„არ მინდა, რომ მშობიარობის დროს ლევანი ჩემს გვერდით იყოს“ - ლევან ხურცია და მარიამ კუბლაშვილი ვაჟის მოლოდინში

მსახიობი ლევან ხურცია და ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი სულ რაღაც ერთი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს, შემდეგ დაქორწინებაც გადაწყვიტეს. როგორც მარიამი ამბობს, გაცნობის დღიდან ლევანი, ურთიერთობის ასაწყობად ძალზე აქტიურობდა. მალე ახალგაზრდებს ბიჭი შეეძინებათ.

- მე და ლევანმა ერთმანეთი ერთ-ერთ წვეულებაზე გავიცანით. როგორც მოგვიანებით გამიმხილა, ჩემი დანახვისთანავე უთქვამს: რა ლამაზი გოგოაო... წვეულებაზე მის მზერას ვგრძნობდი. თვითონვე გამოიჩინა ინიციატივა, სახლამდე მივეცილებინე. მერე დავმეგობრდით. დიდი ხანი მართლა მეგობრები ვიყავით.

- ერთი შეხედვით, რით მოხიბლეთ ერთმანეთი?

- ვერ გეტყვი, რა მოხდა ჩვენ შორის, მაგრამ გაცნობის პირველივე წუთიდან ორივე მივხვდით, რომ ვიპოვეთ ის მეორე ნახევარი, რომელსაც მთელი ცხოვრება ვეძებდით.

- ურთიერთობის ასაწყობად პირველი ნაბიჯი ლევანმა გადმოდგა?

- ლევანი სულ აქტიურობდა. როგორც ვიცი, ჩემამდე არავინ ჰყვარებია. რაღაც სხვანაირად ფრთხი­ლი ადამიანია.

- რამდენ ხანს იყავით შეყვარებულები და სიყვარულში რომ გამოგიტყდა, როგორი რეაქცია გქონდა?

- გაცნობიდან 2 თვის შემდეგ დავიწყეთ ფლირტი. თავიდან ეს ურთიერთობა მხოლოდ მეგობრობა იყო. ზუსტად ერთი წლის შემდეგ ბეჭედი მომიტანა და დამნიშნა. სიყვარული როგორ ამიხსნა? - მოულოდნელად დიდი "ესემესი" მომწერა. გაბუტული ვიყავი, მაგრამ როგორც კი ტექსტი წავიკითხე, თვალებიდან თითქოს, ნაპერწკლები გადმომცვივდა, ძალიან ავფორიაქდი. საოცარი სიტყვები მომწერა და ამან ზედმეტად ამაღელვა.

- დაქორწინების შემდეგ ერთმანეთში რა თვისებები აღმოაჩინეთ? რა შეიცვალა თქვენს ურთიერთობაში?

- მგონია, რომ ზუსტად იმით არის გამორჩეული ჩვენი ქორწინება, რომ თანაცხოვრების პერიოდში მხოლოდ კარგი თვისებები აღმოვაჩინეთ ერთმანეთში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქორწინების შემდეგ ჩვენი ურთიერთობა უფრო დიდ ბედნიერებასა და სიყვარულში გადაიზარდა.

- რით ანებივრებთ ერთმანეთს? ლევანს მოსწონს შენ მიერ მომზადებული კერძები?

- კი, ჩემს მომზადებულ სადილებზე შეყვარებულია. მეც ძალიან მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი და მსიამოვნებს ისიც, რომ გემრიელობებს საყვარელ ადამიანს ვუმზადებ. ერთმანეთს ნამდვილად ვანებივრებთ. მაგალითად, ჩემი მდგომარეობის მიუხედავად, ვცდი­ლობ, ყურადღებიანი ვიყო და ის გავაკეთო, რაც ლევანს უყვარს. არც თვითონ მიშლის ნერვებს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. ხშირად ვხედავ, მეუღლეები ერთმანეთის ნერვებზე როგორ "თამაშობენ", როგორ სტკენენ გულს ურთიერთს, რაც ჩემთვის მიუღებელია. ვფიქრობ, ასეთ ურთიერთობას ცოლქმრობა არ ჰქვია.

- ლევანს თუ ეხერხება კერძების მომზადება?

წაიკითხეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია