კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეროვნულმა ფორუმმა" უმრავლესობა დატოვა - ცვლილებები საპარლამენტო სტრუქტურაში
"ეროვნულმა ფორუმმა" უმრავლესობა დატოვა - ცვლილებები საპარლამენტო სტრუქტურაში

ფრაქ­ცია "ეროვ­ნუ­ლი ფო­რუ­მი" სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბას ტო­ვებს. ამის შე­სა­ხებ დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე პარ­ტი­ის ლი­დერ­მა კახა შარ­ტა­ვამ გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, "ეროვ­ნულ­მა ფო­რუმ­მა" ყვე­ლა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა შე­ას­რუ­ლა.

"პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭო, ფრაქ­ცია და წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბებ­ში შე­უ­წყო­ბენ ხელს არ­სე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სტა­ბი­ლუ­რო­ბას მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე", - გა­ნა­ცხა­და შარ­ტა­ვამ.

ამას­თან, "ფო­რუ­მის" სა­პარ­ლა­მენ­ტო სიის სა­თა­ვე­ში კახა შარ­ტა­ვა იქ­ნე­ბა.

"ყრი­ლო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და პო­ლიტ­საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად არ­ჩევ­ნე­ბი­სათ­ვის მზა­დე­ბის პრო­ცე­სის სა­ერ­თო პო­ლი­ტი­კუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და­მე­ვა­ლა მე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­მა­ვა­ლი პარ­ტი­უ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო სიის სა­თა­ვე­ში ყოფ­ნა და­მე­ვა­ლა მე. მი­უ­ხე­და­ვად ჩემი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა ამ სა­კი­თხი­სად­მი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი უარ­ყო­ფი­თი მო­საზ­რე­ბი­სა, გა­მომ­დი­ნა­რე ვი­თა­რე­ბი­დან, მე ამ ორი­ვე ვალ­დე­ბუ­ლე­ბას შე­ვას­რუ­ლებ ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში", - გა­ნა­ცხა­და შარ­ტა­ვამ.

გარ­და ამი­სა, "ფო­რუ­მის" წევ­რე­ბი პარ­ლა­მენ­ტში თა­ნამ­დე­ბო­ბებ­საც ტო­ვე­ბენ.

"მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, "ეროვ­ნუ­ლი ფო­რუ­მი" ტო­ვებს სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბას, შე­სა­ბა­მი­სად, მე ვტო­ვებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე­ო­ბის პოსტს, ჩემ­თან ერ­თად ტო­ვე­ბენ თა­ნამ­დე­ბო­ბებს შე­სა­ბა­მის კო­მი­ტე­ტებ­ში მო­ად­გი­ლე­ე­ბის პოს­ტებ­ზე მყო­ფი პი­რე­ბი - შალ­ვა კიკ­ნა­ვე­ლი­ძე, ანი მი­რო­ტა­ძე და თე­მურ მა­ი­სუ­რა­ძე", - გა­ნა­ცხა­და გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბი­დან ფრაქ­ცია "ეროვ­ნუ­ლი ფო­რუ­მის" გას­ვლით უმ­რავ­ლე­სო­ბა არ იშ­ლე­ბა, თუმ­ცა მმარ­თველ გუნდს პარ­ლა­მენ­ტში მეტი ძა­ლის­ხმე­ვა დას­ჭირ­დე­ბა კვო­რუ­მის შე­საკ­რე­ბად, კა­ნო­ნე­ბი­სა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა აქამ­დე სულ 7 ფრაქ­ცი­ის და ჯამ­ში 88 წევ­რის­გან შედ­გე­ბო­და, მათ შო­რი­საა რო­გორც კო­ა­ლი­ცი­ა­ში შე­მა­ვა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტე­ბის ფრაქ­ცი­ე­ბი, ასე­ვე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" გა­სუ­ლი მა­ჟო­რი­ტა­რე­ბის ორი ფრაქ­ცია.

"ეროვ­ნუ­ლი ფო­რუ­მის" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­დე­გად, უმ­რავ­ლე­სო­ბის ფრაქ­ცი­ე­ბი 6-მდე, ხოლო წევრთა რა­ო­დე­ნო­ბა 82-მდე მცირ­დე­ბა.

ამას­თან, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუკი უმ­რავ­ლე­სო­ბი­დან "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბიც" გავა, რო­მელ­საც პარ­ლა­მენ­ტში 10-კა­ცი­ა­ნი ფრაქ­ცია ჰყავს, და­იშ­ლე­ბა რო­გორც უმ­რავ­ლე­სო­ბა, ასე­ვე უმ­ცი­რე­სო­ბა და მოხ­დე­ბა ცვლი­ლე­ბე­ბი მთელს სა­პარ­ლა­მენ­ტო სტრუქ­ტუ­რა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ პარ­ტი­ის მიერ გა­მარ­თულ ყრი­ლო­ბა­ზე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ "ეროვ­ნუ­ლი ფო­რუ­მი" არ­ჩევ­ნებ­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

"ეროვნულმა ფორუმმა" უმრავლესობა დატოვა - ცვლილებები საპარლამენტო სტრუქტურაში

"ეროვნულმა ფორუმმა" უმრავლესობა დატოვა - ცვლილებები საპარლამენტო სტრუქტურაში

ფრაქცია "ეროვნული ფორუმი" საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა კახა შარტავამ განაცხადა. მისივე თქმით, "ეროვნულმა ფორუმმა" ყველა ვალდებულება შეასრულა.

"პარტიის პოლიტიკური საბჭო, ფრაქცია და წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმმართველობებში შეუწყობენ ხელს არსებული ხელისუფლების სტაბილურობას მომავალ არჩევნებამდე", - განაცხადა შარტავამ.

ამასთან, "ფორუმის" საპარლამენტო სიის სათავეში კახა შარტავა იქნება.

"ყრილობის გადაწყვეტილებით და პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად არჩევნებისათვის მზადების პროცესის საერთო პოლიტიკური ხელმძღვანელობა დამევალა მე. აქედან გამომდინარე, მომავალი პარტიული საპარლამენტო სიის სათავეში ყოფნა დამევალა მე. მიუხედავად ჩემი განსხვავებული დამოკიდებულებისა ამ საკითხისადმი და განსხვავებული უარყოფითი მოსაზრებისა, გამომდინარე ვითარებიდან, მე ამ ორივე ვალდებულებას შევასრულებ ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში", - განაცხადა შარტავამ.

გარდა ამისა, "ფორუმის" წევრები პარლამენტში თანამდებობებსაც ტოვებენ.

"მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, "ეროვნული ფორუმი" ტოვებს საპარლამენტო უმრავლესობას, შესაბამისად, მე ვტოვებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის პოსტს, ჩემთან ერთად ტოვებენ თანამდებობებს შესაბამის კომიტეტებში მოადგილეების პოსტებზე მყოფი პირები - შალვა კიკნაველიძე, ანი მიროტაძე და თემურ მაისურაძე", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან ფრაქცია ”ეროვნული ფორუმის” გასვლით უმრავლესობა არ იშლება, თუმცა მმართველ გუნდს პარლამენტში მეტი ძალისხმევა დასჭირდება კვორუმის შესაკრებად, კანონებისა და გადაწყვეტილებების მიღების უზრუნველსაყოფად.

საპარლამენტო უმრავლესობა აქამდე სულ 7 ფრაქციის და ჯამში 88 წევრისგან შედგებოდა, მათ შორისაა როგორც კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტების ფრაქციები, ასევე ”ნაციონალური მოძრაობიდან” გასული მაჟორიტარების ორი ფრაქცია.

”ეროვნული ფორუმის” გადაწყვეტილების შედეგად, უმრავლესობის ფრაქციები 6-მდე, ხოლო წევრთა რაოდენობა 82-მდე მცირდება.

ამასთან, იმ შემთხვევაში თუკი უმრავლესობიდან ”რესპუბლიკელებიც” გავა, რომელსაც პარლამენტში 10-კაციანი ფრაქცია ჰყავს, დაიშლება როგორც უმრავლესობა, ასევე უმცირესობა და მოხდება ცვლილებები მთელს საპარლამენტო სტრუქტურაში.

შეგახსენებთ, გუშინ პარტიის მიერ გამართულ ყრილობაზე ცნობილი გახდა, რომ "ეროვნული ფორუმი" არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."