პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მომივიდა ხმა, თითქოს მაგდას ფულს "აწერდა" - რა შეუთვალა ოთარ ბერძენიშვილმა მაგდა პაპიძის დედას
"მომივიდა ხმა, თითქოს მაგდას ფულს "აწერდა" - რა შეუთვალა ოთარ ბერძენიშვილმა მაგდა პაპიძის დედას

31 მარტს სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ქმარ-შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბალ­დე­ბუ­ლის, მაგ­და პა­პი­ძის წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა გა­ი­მარ­თა, რო­მელ­ზეც ბრალ­დე­ბუ­ლის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე გა­და­წყდა, რომ საქ­მეს ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბი გა­ნი­ხი­ლა­ვენ. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს "კვი­რის პა­ლიტ­რის" 4 აპ­რი­ლის გა­მო­ცე­მის სტა­ტი­ი­დან, რო­მე­ლიც პა­პი­ძის საქ­მეს ეხე­ბა:

ლია შა­მუ­გია, მაგ­და პა­პი­ძის დედა:

- ჩემი თო­კოს სულს ვფი­ცავ, თუ ვა­ჭარ­ბებ­დე, პრო­კუ­რორ­მა ირაკ­ლიმ (გვა­რი არ მახ­სოვს) მი­თხრა, ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის ზარი შე­მო­ვი­და, მან გვაც­ნო­ბა, რომ მკვლე­ლო­ბა მოხ­და უბან­შიო. პირი დამ­რჩა ღია. მერე მი­თხრა, გა­მოვ­კი­თხეთ და არ და­დას­ტურ­და, რომ ის ბიჭი იმ ღა­მით უბან­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, ორ­თა­ჭა­ლა­ში იყოო. არა­და, როცა მაგ­და პო­ლი­ცი­ას მიჰ­ყავ­და, და­უ­ნა­ხავს ოთო, რო­მე­ლიც უყუ­რებ­და, რო­გორ აპა­ტიმ­რებ­დნენ მას. ამას რომ ვამ­ბობ, დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვი­ღებ, მაგ­რამ იმ პრო­კუ­რორ­საც და­ვა­სა­ხე­ლებ, ვინც ეს მი­თხრა. ახლა ის ბიჭი მო­ნას­ტერ­შია ბე­რებ­თან. ახლა მო­უნ­და ბე­რო­ბა? მინ­დო­და მისი ნახ­ვა, მო­მი­ვი­და ხმა, თით­ქოს მაგ­დას ფულს "აწერ­და", მან კი შე­მო­მით­ვა­ლა, და­მიმ­ტკი­ცეო.

იხი­ლეთ ვი­დეო| ყვე­ლა­ფე­რი ქმარ-შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ მაგ­და პა­პი­ძის სკან­და­ლუ­რი საქ­მის შე­სა­ხებ

ღვთის წი­ნა­შე ვამ­ბობ, ჩემს თორ­ნი­კეს ვფი­ცავ, არ ვი­ცო­დი მისი არ­სე­ბო­ბა და არც ის, მაგ­დას მე­გო­ბა­რი თუ იყო. რომ მცოდ­ნო­და, ამას ვა­პა­ტი­ებ­დი ჩემს შვილს? ომარს ეს რო­გორ გა­მო­ე­პა­რა, ძა­ლი­ან ვაჟ­კა­ცი ბიჭი იყო. იცით, რო­გორ მიყ­ვარ­და? მაგ­დას ვე­უბ­ნე­ბო­დი, მო­უთ­მი­ნე, შვი­ლო, ბევ­რი და­დე­ბი­თი თვი­სე­ბა აქვს, თუ თვრე­ბა და აფ­რენს, მა­ინც შენი პატ­რო­ნია და კარ­გი ბი­ჭია-მეთ­ქი. მე ვენ­დო­ბი მაგ­დას, მან სა­ჭი­როდ ჩათ­ვა­ლა, რომ ხალ­ხმა შე­ა­ფა­სოს ყვე­ლა­ფე­რი. ვფიქ­რობ, და­ნა­შა­ულ­ში ერთი კაცი არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მკვლელს დამ­ხმა­რე ჰყავ­და, ომარს ერთი ვერ მო­ე­რე­ო­და.

ეს და საქ­მის სხვა სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლე­ბი წა­ი­კი­თხეთ გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" 4 აპ­რი­ლის ნო­მერ­ში ან გახ­დით სა­ი­ტის ხელ­მომ­წე­რი

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ:

"სული მაქვს გაგ­ლე­ჯი­ლი, რად­გან ვერ და­ვი­ტი­რე ჩემი ორი კაცი" - რას ითხოვს მაგ­და პა­პი­ძე

"ჩემი სი­ცო­ცხლე, ჩემი წლე­ბი წყდე­ბა..." - რას ამ­ბობს მაგ­და პა­პი­ძე რვე­ულ­ში არ­სე­ბულ ჩა­ნა­წერ­ზე და სის­ხლის კვალ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"მომივიდა ხმა, თითქოს მაგდას ფულს "აწერდა" - რა შეუთვალა ოთარ ბერძენიშვილმა მაგდა პაპიძის დედას

"მომივიდა ხმა, თითქოს მაგდას ფულს "აწერდა" - რა შეუთვალა ოთარ ბერძენიშვილმა მაგდა პაპიძის დედას

31 მარტს საქალაქო სასამართლოში ქმარ-შვილის მკვლელობაში ბალდებულის, მაგდა პაპიძის წინასასამართლო სხდომა გაიმართა, რომელზეც ბრალდებულის მოთხოვნის საფუძველზე გადაწყდა, რომ საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. გთავაზობთ ამონარიდს "კვირის პალიტრის" 4 აპრილის გამოცემის სტატიიდან, რომელიც პაპიძის საქმეს ეხება:

ლია შამუგია, მაგდა პაპიძის დედა:

- ჩემი თოკოს სულს ვფიცავ, თუ ვაჭარბებდე, პროკურორმა ირაკლიმ (გვარი არ მახსოვს) მითხრა, ბერძენიშვილის ზარი შემოვიდა, მან გვაცნობა, რომ მკვლელობა მოხდა უბანშიო. პირი დამრჩა ღია. მერე მითხრა, გამოვკითხეთ და არ დადასტურდა, რომ ის ბიჭი იმ ღამით უბანში იმყოფებოდა, ორთაჭალაში იყოო. არადა, როცა მაგდა პოლიციას მიჰყავდა, დაუნახავს ოთო, რომელიც უყურებდა, როგორ აპატიმრებდნენ მას. ამას რომ ვამბობ, დიდ პასუხისმგებლობას ვიღებ, მაგრამ იმ პროკურორსაც დავასახელებ, ვინც ეს მითხრა. ახლა ის ბიჭი მონასტერშია ბერებთან. ახლა მოუნდა ბერობა? მინდოდა მისი ნახვა, მომივიდა ხმა, თითქოს მაგდას ფულს "აწერდა", მან კი შემომითვალა, დამიმტკიცეო.

იხილეთ ვიდეო| ყველაფერი ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის სკანდალური საქმის შესახებ

ღვთის წინაშე ვამბობ, ჩემს თორნიკეს ვფიცავ, არ ვიცოდი მისი არსებობა და არც ის, მაგდას მეგობარი თუ იყო. რომ მცოდნოდა, ამას ვაპატიებდი ჩემს შვილს? ომარს ეს როგორ გამოეპარა, ძალიან ვაჟკაცი ბიჭი იყო. იცით, როგორ მიყვარდა? მაგდას ვეუბნებოდი, მოუთმინე, შვილო, ბევრი დადებითი თვისება აქვს, თუ თვრება და აფრენს, მაინც შენი პატრონია და კარგი ბიჭია-მეთქი. მე ვენდობი მაგდას, მან საჭიროდ ჩათვალა, რომ ხალხმა შეაფასოს ყველაფერი. ვფიქრობ, დანაშაულში ერთი კაცი არ მონაწილეობდა, მკვლელს დამხმარე ჰყავდა, ომარს ერთი ვერ მოერეოდა.

ეს და საქმის სხვა საინტერესო დეტალები წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრის" 4 აპრილის ნომერში ან გახდით საიტის ხელმომწერი

ასევე წაიკითხეთ:

"სული მაქვს გაგლეჯილი, რადგან ვერ დავიტირე ჩემი ორი კაცი" - რას ითხოვს მაგდა პაპიძე

"ჩემი სიცოცხლე, ჩემი წლები წყდება..." - რას ამბობს მაგდა პაპიძე რვეულში არსებულ ჩანაწერზე და სისხლის კვალზე

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს