პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბანკი რესპუბლიკა" სკანდალში ეხვევა - თანამშრომელმა მეანაბრის დეპოზიტიდან 950 000 დოლარი მოხსნა და მიიმალა
"ბანკი რესპუბლიკა" სკანდალში ეხვევა - თანამშრომელმა მეანაბრის დეპოზიტიდან 950 000 დოლარი მოხსნა და მიიმალა

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ბან­კი რეს­პუბ­ლი­კას" თა­ნამ­შრო­მელ­მა, ამა­ვე ბან­კის ერთ-ერთ მე­ა­ნაბ­რის კუთ­ვნი­ლი დე­პო­ზი­ტი­დან თან­ხა უცხო­ეთ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ სა­კუ­თარ ან­გა­რიშ­ზე მი­მარ­თა და მი­ი­მა­ლა. ამ შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი და თა­ვი­სი არ­სით კრი­მი­ნა­ლუ­რი ის­ტო­რი­ის დე­ტა­ლე­ბი, რა­ზეც სა­ბან­კო სის­ტე­მის კუ­ლუ­ა­რებ­ში, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, თვე­ზე მე­ტია სა­უბ­რო­ბენ, ასე­თია: ერთ-ერ­თმა შეძ­ლე­ბულ­მა ადა­მი­ან­მა, თა­ვი­სი ახ­ლობ­ლის რე­კო­მენ­და­ცი­ით (რო­გორც ირ­კვე­ვა და ამ­ბო­ბენ, მე­ზობ­ლის), რო­მე­ლიც "ბან­კი რეს­პუბ­ლი­კას" თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო, მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი სო­ლი­დუ­რი მო­ცუ­ლო­ბის თან­ხა "ბან­კი რეს­პუბ­ლი­კას" ანა­ბარ­ზე შე­ი­ტა­ნა. სა­უ­ბა­რია 950 000 აშშ დო­ლარ­ზე. დე­პო­ზიტს ყო­ველ­თვი­უ­რი სარ­გებ­ლის სა­ხით 5 000 აშშ დო­ლა­რამ­დე უნდა და­რი­ცხვო­და. პირ­ვე­ლი სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, მე­ა­ნაბ­რეს მარ­თლაც ერი­ცხე­ბო­და სარ­გე­ბე­ლი, შემ­დეგ კი ეს პრო­ცეს შე­წყდა.

რო­გორც ირ­კვე­ვა, სწო­რედ ამის შემ­დეგ და­ინ­ტე­რეს­და იგი ვი­თა­რე­ბით, მი­მარ­თა ბანკს და აღ­მოჩ­ნდა, რომ 950 000 დო­ლა­რი მის ანა­ბარ­ზე აღარ იყო. შემ­დგომ, რო­გორც იტყვი­ან, რო­გორც კი­ნო­ში, - გა­ირ­კვა, რომ მის­სა­ვე რე­კო­მენ­და­ტორ­სა და მე­ზო­ბელ­სა და ახ­ლო­ბელს, რო­მელ­საც გა­უკრვე­ვე­ლია რა­ტომ, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, კლი­ენ­ტის ან­გა­რიშ­ზე სრუ­ლი წვდო­მა შე­ეძ­ლო, ან­გა­რი­ში­დან 950 000 დო­ლა­რი მო­უხ­სნია, სა­კუ­თარ ან­გა­რიშ­ზე გა­და­უ­რი­ცხავს უცხო­ეთ­ში და შემ­დეგ თა­ვა­დაც გა­სუ­ლა სა­ქარ­თვე­ლო­დან.

ასე­თია ამ სა­ბან­კო დრა­მის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სია. ის­ტო­რი­ა­ში უკეთ და უფრო დე­ტა­ლუ­რად გარ­კვე­ვის მიზ­ნით, "ბან­კე­ბი და ფი­ნან­სე­ბი", ბუ­ნებ­რი­ვია, "ბან­კი რეს­პუბ­ლი­კას" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურს და­უ­კავ­შირ­და. მის­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა, შოთა მა­ჭა­ვა­რი­ან­მა კი­თხვა­ზე, თუ რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სი­ნამ­დვი­ლეს, გა­ნა­ცხა­და, რომ ამ ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ მა­საც სმე­ნია, თუმ­ცა, მისი თქმით, ეს მხო­ლოდ ჭო­რია და შე­უძ­ლე­ბე­ლია "ბანკ რეს­პუბ­ლი­კა­ში" რო­მე­ლი­მე თა­ნამ­შრო­მელს მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნა მე­ა­ნაბ­რის ან­გა­რიშ­ზე წვდო­მა და იქი­დან რა­ი­მე ტრან­ზაქ­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბა.

გაგ­რძე­ლე­ბა

წა­ი­კი­თხეთ: ბანკ "რეს­პუბ­ლი­კის" გან­ცხა­დე­ბა: "ინ­ფორ­მა­ცია თაღ­ლი­თო­ბის შე­სა­ხებ სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა"

"ბანკი რესპუბლიკა" სკანდალში ეხვევა - თანამშრომელმა მეანაბრის დეპოზიტიდან 950 000 დოლარი მოხსნა და მიიმალა

"ბანკი რესპუბლიკა" სკანდალში ეხვევა - თანამშრომელმა მეანაბრის დეპოზიტიდან 950 000 დოლარი მოხსნა და მიიმალა

გავრცელებული ინფორმაციით, "ბანკი რესპუბლიკას" თანამშრომელმა, ამავე ბანკის ერთ-ერთ მეანაბრის კუთვნილი დეპოზიტიდან თანხა უცხოეთში, სავარაუდოდ საკუთარ ანგარიშზე მიმართა და მიიმალა. ამ შემაშფოთებელი და თავისი არსით კრიმინალური ისტორიის დეტალები, რაზეც საბანკო სისტემის კულუარებში, როგორც აღმოჩნდა, თვეზე მეტია საუბრობენ, ასეთია: ერთ-ერთმა შეძლებულმა ადამიანმა, თავისი ახლობლის რეკომენდაციით (როგორც ირკვევა და ამბობენ, მეზობლის), რომელიც "ბანკი რესპუბლიკას" თანამშრომელი იყო, მის ხელთ არსებული სოლიდური მოცულობის თანხა "ბანკი რესპუბლიკას" ანაბარზე შეიტანა. საუბარია 950 000 აშშ დოლარზე. დეპოზიტს ყოველთვიური სარგებლის სახით 5 000 აშშ დოლარამდე უნდა დარიცხვოდა. პირველი სამი თვის განმავლობაში, მეანაბრეს მართლაც ერიცხებოდა სარგებელი, შემდეგ კი ეს პროცეს შეწყდა.

როგორც ირკვევა, სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდა იგი ვითარებით, მიმართა ბანკს და აღმოჩნდა, რომ 950 000 დოლარი მის ანაბარზე აღარ იყო. შემდგომ, როგორც იტყვიან, როგორც კინოში, - გაირკვა, რომ მისსავე რეკომენდატორსა და მეზობელსა და ახლობელს, რომელსაც გაუკრვეველია რატომ, მაგრამ, როგორც ჩანს, კლიენტის ანგარიშზე სრული წვდომა შეეძლო, ანგარიშიდან 950 000 დოლარი მოუხსნია, საკუთარ ანგარიშზე გადაურიცხავს უცხოეთში და შემდეგ თავადაც გასულა საქართველოდან.

ასეთია ამ საბანკო დრამის გავრცელებული ვერსია. ისტორიაში უკეთ და უფრო დეტალურად გარკვევის მიზნით, "ბანკები და ფინანსები", ბუნებრივია, "ბანკი რესპუბლიკას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. მისმა ხელმძღვანელმა, შოთა მაჭავარიანმა კითხვაზე, თუ რამდენად შეესაბამებოდა აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს, განაცხადა, რომ ამ ისტორიის შესახებ მასაც სმენია, თუმცა, მისი თქმით, ეს მხოლოდ ჭორია და შეუძლებელია "ბანკ რესპუბლიკაში" რომელიმე თანამშრომელს მოეხერხებინა მეანაბრის ანგარიშზე წვდომა და იქიდან რაიმე ტრანზაქციის შესრულება.

გაგრძელება

წაიკითხეთ: ბანკ "რესპუბლიკის" განცხადება: "ინფორმაცია თაღლითობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია