ირაკლი ნოზაძეს რამდენიმე საათის წინ გოგონა შეეძინა. ახალშობილს ნია დაარქვეს. ირაკლის და ია დუდაშვილს ქორწილი ვალენტინობის დღეს ჰქონდათ.
ქორწილში იმყოფებოდა ირაკლის უფროსი შვილი ლუკაც, რომელიც მომღერალს პირველი ქორწინებიდან ჰყავს.
ირაკლის გოგონას დაბადება სოციალურ ქსელში პირველმა ზურა ხაჩიძემ მიულოცა.
"ჩვენს ოჯახს კიდევ ერთი გოგო, ნია შეემატა. ღმერთმა გააძლიეროს", - წერს ზურა და ნიასთან ერთად სამშობიაროში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.