პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის წიგნიერი თამაში... ბილეთს გადაფხეკ და იქ აუცილებლად დაგხვდება წიგნი - დიდი სულიერი საჩუქარი"
"ეს არის წიგნიერი თამაში... ბილეთს გადაფხეკ და იქ აუცილებლად დაგხვდება წიგნი - დიდი სულიერი საჩუქარი"

პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში, წიგ­ნის კი­თხვის მოყ­ვა­რუ­ლებს წა­მა­ხა­ლი­სე­ბელ გა­თა­მა­შე­ბა­ში ჩარ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ. გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-მა და­ი­წყო გა­თა­მა­შე­ბა, რომ­ლის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ბი­ლე­თი მომ­გე­ბი­ა­ნია! გა­თა­მა­შე­ბის პი­რო­ბე­ბის თა­ნახ­მად, 31 მარ­ტი­დან 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ "ბიბ­ლუს­ში" გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის წიგ­ნებ­ზე, ყო­ველ 20 ლა­რი­ან შე­ნა­ძენ­ზე მომ­ხმა­რე­ბე­ლი ად­გილ­ზე გა­თა­მა­შე­ბის ერთ ბი­ლეთს მი­ი­ღებს, შე­სა­ბა­მი­სი ვე­ლის გა­და­ფხე­კის შემ­დეგ კი, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში გა­რან­ტი­რე­ბულ პრიზს, წიგნს მო­ი­გებს.

გა­თა­მა­შე­ბა­შია გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის 400 და­სა­ხე­ლე­ბის 200 000 წიგ­ნი, თუმ­ცა, გარ­და გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი პრი­ზი­სა, მომ­ხმა­რებ­ლე­ბი 29 მა­ისს მთა­ვარ გა­თა­მა­შე­ბა­ში მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, სა­დაც გრან­დი­ო­ზუ­ლი პრი­ზე­ბი თა­მაშ­დე­ბა - ავ­ტო­მო­ბი­ლი, ერ­თკვი­რი­ა­ნი საგ­ზუ­რი ევ­რო­პა­ში, 3000 ლა­რი­ა­ნი ავე­ჯის ვა­უ­ჩე­რი და iPhone 6S.

"პა­ლიტ­რა L"-ის ამ წა­მო­წყე­ბას და­დე­ბი­თად აფა­სე­ბენ მწერ­ლე­ბი, პო­ე­ტე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. ყვე­ლა ერ­თხმად თან­ხმდე­ბა, რომ წა­მო­წყე­ბა, რო­მე­ლიც მკი­თხვე­ლის და­ინ­ტე­რე­სე­ბას გაზ­რდის, მი­სა­სალ­მე­ბე­ლია:

თე­ო­ნა დო­ლენ­ჯაშ­ვი­ლი, მწე­რა­ლი: "ყვე­ლა იმ წა­მო­წყე­ბას, რო­მე­ლიც და­ა­ახ­ლო­ებს წიგნ­თან თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ანს, ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს, მი­ვე­სალ­მე­ბი. ეს არის ძა­ლი­ან კარ­გი. მით უმე­ტეს, თუკი ამ გზით ხდე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბა, ვი­საც ასე თუ ისე ჯერ არ და­უ­წყია ამ ჯა­დოს­ნურ სამ­ყა­როს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. იგი­ვე ახალ­გაზ­რდე­ბის, სტუ­დენ­ტე­ბის, უბ­რა­ლოდ იმ ადა­მი­ნე­ბის, ვი­საც დრო არ აქვს სა­კი­თხა­ვად. ეს თით­ქოს ერ­თგვა­რი აზარ­ტიც არის, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ეს არის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ან წიგ­ნი­ე­რი თა­მა­ში, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ფორ­მაა და ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში ძა­ლი­ან კარ­გია. როცა ბი­ლეთს გა­და­ფხეკ და იქ აუ­ცი­ლებ­ლად დაგ­ხვდე­ბა წიგ­ნი - დიდი სუ­ლი­ე­რი სა­ჩუ­ქა­რი, ამას რა სჯობს. ამი­ტომ ვფიქ­რობ, ეს ძა­ლი­ან კარ­გი და სა­ინ­ტე­რე­სო წა­მო­წყე­ბაა"

გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე, ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი: ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­თი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი. ეს წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მკი­თხვე­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც, რო­გორც გა­მო­დის, ერთი წიგ­ნის ფა­სად მე­ო­რეს იღე­ბენ სა­ჩუქ­რად. ამას გარ­და, კარ­გი იქ­ნე­ბა იმის­თვის, რომ ამ სა­კი­თხზე ყუ­რა­დღე­ბა მა­სობ­რი­ვი გახ­დე­ბა, მე­ო­რე მხრივ, კარ­გია იმი­ტომ, რომ ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა ძი­რი­თა­დად სწო­რედ ამ­გვარ გა­მოწ­ვე­ვებ­შია ჩარ­თუ­ლი, იქ­ნე­ბა ეს გა­თა­მა­შე­ბა თუ რა­ი­მე მსგავ­სი და ამ გა­თა­მა­შე­ბის წყა­ლო­ბით, ის ნელ-ნელა, ირი­ბი გზით მა­ინც მივა წიგ­ნამ­დე"

დათო ტუ­რაშ­ვი­ლი, მწე­რა­ლი: "პრო­ექ­ტის დე­ტა­ლე­ბი არ ვიცი, თუმ­ცა, ნე­ბის­მი­ე­რი ინი­ცი­ა­ტი­ვი­სა და წა­მო­წყე­ბის მომ­ხრე ვარ, რო­მე­ლიც მკი­თხვე­ლი­სა და წიგ­ნის მყიდ­ვე­ლის რა­ო­დე­ნო­ბას გაზ­რდის ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში"

ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, ფი­ლო­ლო­გი, პო­ლი­ტი­კო­სი: "ყვე­ლა ასე­თი ტი­პის ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც იწ­ვევს წიგ­ნე­ბი­სად­მი უფრო გაზ­რდილ ინ­ტე­რესს, არის მო­სა­წო­ნი და მი­სა­ღე­ბი. აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს იქ­ნე­ბა არა მხო­ლოდ სა­სარ­გებ­ლო სტრა­ტე­გი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, არა­მედ კო­მერ­ცი­უ­ლა­დაც შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს მომ­გე­ბი­ა­ნი. ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს სჭირ­დე­ბათ წა­ხა­ლი­სე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, "პა­ლიტ­რა L"-ის ეს წა­მო­წყე­ბა და­დე­ბით შე­დე­გებს მო­ი­ტანს".

და­ვით მაღ­რა­ძე, პო­ე­ტი: "კარ­გი ინი­ცი­ა­ტი­ვაა. ზო­გა­დად, კარ­გი წიგ­ნი ეძა­ხის მკი­თხველს თა­ვის­კენ და არა პი­რი­ქით, თუმ­ცა ასე­თი გა­თა­მა­შე­ბე­ბი რა თქმა უნდა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და სა­ჭი­როა. კარ­გი იქ­ნე­ბა, ამა­ში ცუდს ვე­რა­ფერს ვხე­დავ."

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

გა­ი­გეთ მეტი: www.palitral.ge/lottery

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"ეს არის წიგნიერი თამაში... ბილეთს გადაფხეკ და იქ აუცილებლად დაგხვდება წიგნი - დიდი სულიერი საჩუქარი"

"ეს არის წიგნიერი თამაში... ბილეთს გადაფხეკ და იქ აუცილებლად დაგხვდება წიგნი - დიდი სულიერი საჩუქარი"

პირველად საქართველოში, წიგნის კითხვის მოყვარულებს წამახალისებელ გათამაშებაში ჩართვის საშუალება ეძლევათ. გამომცემლობა "პალიტრა L"-მა დაიწყო გათამაშება, რომლის აბსოლუტურად ყველა ბილეთი მომგებიანია! გათამაშების პირობების თანახმად, 31 მარტიდან 2 თვის განმავლობაში წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში" გამომცემლობა "პალიტრა L"-ის წიგნებზე, ყოველ 20 ლარიან შენაძენზე მომხმარებელი ადგილზე გათამაშების ერთ ბილეთს მიიღებს, შესაბამისი ველის გადაფხეკის შემდეგ კი, ყველა შემთხვევაში გარანტირებულ პრიზს, წიგნს მოიგებს.

გათამაშებაშია გამომცემლობა "პალიტრა L"-ის 400 დასახელების 200 000 წიგნი, თუმცა, გარდა გარანტირებული პრიზისა, მომხმარებლები 29 მაისს მთავარ გათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც გრანდიოზული პრიზები თამაშდება - ავტომობილი, ერთკვირიანი საგზური ევროპაში, 3000 ლარიანი ავეჯის ვაუჩერი და iPhone 6S.

"პალიტრა L"-ის ამ წამოწყებას დადებითად აფასებენ მწერლები, პოეტები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები. ყველა ერთხმად თანხმდება, რომ წამოწყება, რომელიც მკითხველის დაინტერესებას გაზრდის, მისასალმებელია:

თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი: "ყველა იმ წამოწყებას, რომელიც დააახლოებს წიგნთან თანამედროვე ადამიანს, ჩვენს საზოგადოებას, ნებისმიერ ადამიანს, მივესალმები. ეს არის ძალიან კარგი. მით უმეტეს, თუკი ამ გზით ხდება იმ ადამიანების დაინტერესება, ვისაც ასე თუ ისე ჯერ არ დაუწყია ამ ჯადოსნურ სამყაროსთან ურთიერთობა. იგივე ახალგაზრდების, სტუდენტების, უბრალოდ იმ ადამინების, ვისაც დრო არ აქვს საკითხავად. ეს თითქოს ერთგვარი აზარტიც არის, შეიძლება ითქვას, ეს არის ლიტერატურული ან წიგნიერი თამაში, რომელიც ძალიან საინტერესო ფორმაა და ყველა შემთხვევაში ძალიან კარგია. როცა ბილეთს გადაფხეკ და იქ აუცილებლად დაგხვდება წიგნი - დიდი სულიერი საჩუქარი, ამას რა სჯობს. ამიტომ ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი და საინტერესო წამოწყებაა"

გიორგი კეკელიძე, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი: ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ინიციატივები. ეს წამახალისებელი იქნება მკითხველებისთვის, რომლებიც, როგორც გამოდის, ერთი წიგნის ფასად მეორეს იღებენ საჩუქრად. ამას გარდა, კარგი იქნება იმისთვის, რომ ამ საკითხზე ყურადღება მასობრივი გახდება, მეორე მხრივ, კარგია იმიტომ, რომ ახალგაზრდა თაობა ძირითადად სწორედ ამგვარ გამოწვევებშია ჩართული, იქნება ეს გათამაშება თუ რაიმე მსგავსი და ამ გათამაშების წყალობით, ის ნელ-ნელა, ირიბი გზით მაინც მივა წიგნამდე"

დათო ტურაშვილი, მწერალი: "პროექტის დეტალები არ ვიცი, თუმცა, ნებისმიერი ინიციატივისა და წამოწყების მომხრე ვარ, რომელიც მკითხველისა და წიგნის მყიდველის რაოდენობას გაზრდის ჩვენს ქვეყანაში"

ლევან ბერძენიშვილი, ფილოლოგი, პოლიტიკოსი: "ყველა ასეთი ტიპის ინიციატივა, რომელიც იწვევს წიგნებისადმი უფრო გაზრდილ ინტერესს, არის მოსაწონი და მისაღები. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება არა მხოლოდ სასარგებლო სტრატეგიული თვალსაზრისით, არამედ კომერციულადაც შეიძლება აღმოჩნდეს მომგებიანი. ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ წახალისება ამ მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, "პალიტრა L"-ის ეს წამოწყება დადებით შედეგებს მოიტანს".

დავით მაღრაძე, პოეტი: "კარგი ინიციატივაა. ზოგადად, კარგი წიგნი ეძახის მკითხველს თავისკენ და არა პირიქით, თუმცა ასეთი გათამაშებები რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და საჭიროა. კარგი იქნება, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ."

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

გაიგეთ მეტი: www.palitral.ge/lottery

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს