პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეთანხმება იყო ოთხწლიანი - არჩევნებიდან არჩევნებამდე" - "ეროვნულმა ფორუმმა" კოალიცია დატოვა
"შეთანხმება იყო ოთხწლიანი - არჩევნებიდან არჩევნებამდე" - "ეროვნულმა ფორუმმა" კოალიცია დატოვა

"ეროვ­ნულ­მა ფო­რუმ­მა" კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" და­ტო­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. ამას­თან, ხვალ პარ­ტი­ა­ში გა­ი­მარ­თე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ბრი­ფინ­გი, სა­დაც სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბი­დან გას­ვლის სა­კი­თხზე გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­დე­ბა. ბრი­ფინ­გი 12.00 სა­ათ­ვის­თვის არის და­ნიშ­ნუ­ლი.

"ეროვ­ნუ­ლი ფო­რუ­მის" ყრი­ლო­ბამ გა­და­წყვი­ტა, რომ კო­ა­ლი­ცია "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" სა­კუ­თა­რი ფუნ­ქცია ამო­წუ­რა. ამი­ტომ ჩვენ მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, კო­ა­ლი­ცია დავ­ტო­ვოთ და არ­ჩევ­ნებ­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ვი­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "ეროვ­ნუ­ლი ფო­რუ­მის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ.

კო­ა­ლი­ცი­ის და­ტო­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­გა­მო­ფე­ნო ცენ­ტრ "ექ­სპო ჯორ­ჯი­ა­ში" გა­მარ­თულ რიგ­გა­რე­შე ყრი­ლო­ბა­ზე იქნა მი­ღე­ბუ­ლი. ყრი­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე დე­ლე­გა­ტებს 2 სა­კი­თხზე უნდა გა­ე­ცათ პა­სუ­ხი: უნდა და­ტო­ვოს თუ არა "ეროვ­ნულ­მა ფო­რუმ­მა" კო­ა­ლი­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა და რო­გორ უნდა მი­ი­ღოს პარ­ტი­ამ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 2016 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში. ყრი­ლო­ბა მე­დი­ის­თვის და­ხუ­რუ­ლია.

ყრი­ლო­ბის და­წყე­ბი­სას ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ე.წ. სა­რე­ი­ტინ­გო გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, პარ­ტი­ის წევრთა უმ­რავ­ლე­სო­ბა მხარს კო­ა­ლი­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბი­დან გას­ვლას და არ­ჩევ­ნებ­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად მო­ნა­წი­ლე­ო­ბას უჭერს. სა­რე­ი­ტინ­გო კენ­ჭისყ­რის შე­დე­გე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტებს "ეროვ­ნუ­ლი ფო­რუ­მის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა რე­ვაზ შა­ვიშ­ვილ­მა გა­აც­ნო. ყრი­ლო­ბის ბო­ლოს კი ჩა­ტარ­დე­ბა კენ­ჭისყრა, სა­დაც აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე პარ­ტია სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს.

"წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბი ასე­თია: 461 დე­ლე­გა­ტი­დან 360 დე­ლე­გა­ტი მხარს არ­ჩევ­ნებ­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად მო­ნა­წი­ლე­ო­ბას უჭერს, 97 - სა­არ­ჩევ­ნო ბლოკ­ში, ხოლო 4-მა თავი შე­ი­კა­ვა. კო­ა­ლი­ცი­ის და­ტო­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ კი­თხვა­ზე 342 დე­ლე­გა­ტი აფიქ­სი­რებს, რომ კო­ა­ლი­ცი­ი­დან გავ­დი­ვართ, 117 - ვრჩე­ბით კო­ა­ლი­ცი­ა­ში, 2-მა თავი შე­ი­კა­ვა. ასე­თია გა­მო­კი­თხვის წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბი. ამ სა­კი­თხებ­ზე ყრი­ლო­ბა­ზე მი­დის კა­მა­თი. შემ­დეგ ჩა­ტარ­დე­ბა ღია კენ­ჭისყრა, სა­დაც სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ვი­ღებთ", - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს რე­ვაზ შა­ვიშ­ვილ­მა.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს "ეროვ­ნუ­ლი ფო­რუ­მის" ლი­დერ­მა კახა შარ­ტა­ვამ გა­ნუ­ცხა­და - "ჩვე­ნი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი, მო­საზ­რე­ბე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვია, პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის სა­ფუძ­ვლად არ უნდა იქ­ცეს". შარ­ტა­ვამ მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე დარ­ჩე­ნილ დრო­ში მთავ­რო­ბის, უმ­რავ­ლე­სო­ბის მუ­შა­ო­ბას ხელი არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა შე­ე­შა­ლოს. "არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ჩვენ მშვი­დად, წყნა­რად უნდა მი­ვი­დეთ და შე­ვას­რუ­ლოთ და­ნა­პი­რე­ბი, რაც კო­ა­ლი­ცი­ას ჰქონ­და. შე­თან­ხმე­ბა იყო ოთხწ­ლი­ა­ნი - არ­ჩევ­ნე­ბი­დან არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, რაც გუ­ლის­ხმობ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ეტა­პობ­რივ ჩა­ნაც­ვლე­ბას და ერ­თპარ­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სივ­რცის მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი შე­ჯიბ­რის არე­ნად გა­დაქ­ცე­ვას", - აღ­ნიშ­ნა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას კახა შარ­ტა­ვა­ემ.

"ეროვ­ნუ­ლი ფო­რუ­მის" კი­დევ ერ­თმა ლი­დერ­მა გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ კი მე­დი­ას გა­ნუ­ცხა­და, რომ თუკი "ეროვ­ნუ­ლი ფო­რუ­მის" ყრი­ლო­ბა კო­ა­ლი­ცი­ი­დან და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბი­დან გას­ვლას გა­და­წყვეტს, იგი პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რის პოსტს და­ტო­ვებს."ეროვ­ნუ­ლი ფო­რუ­მის" სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში ყოფ­ნა არის ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხი, თუმ­ცა საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. მაგ­რამ ეს არ არის სტრა­ტე­გი­უ­ლი თემა, ეს უფრო ტაქ­ტი­კის სა­კი­თხია. კო­ა­ლი­ცი­ი­დან გას­ვლის თა­ო­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ლო­გი­კა გუ­ლის­ხმობს უმ­რავ­ლე­სო­ბი­დან გას­ვლა­საც, მაგ­რამ ჯერ პარ­ტი­ის წევ­რებს მო­ვუს­მენ", - აღ­ნიშ­ნა პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კერ­მა. მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, კო­ა­ლი­ცია ფაქ­ტობ­რი­ვად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი არ არის და ის მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რად არ­სე­ბობს.

"ეროვ­ნულ ფო­რუმს" მთავ­რო­ბა­ში მი­ნის­ტრე­ბი არ ჰყავს, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში კი, 6-კა­ცი­ა­ნი ფრაქ­ცი­ით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. პარ­ლა­მენ­ტის სპი­კე­რატ­ში "ეროვ­ნულ ფო­რუმს" აქვს 1 ად­გი­ლი - პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რია გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძე. ასე­ვე "ეროვ­ნუ­ლი ფო­რუ­მის" წარ­მო­მად­გენ­ლებს და­კა­ვე­ბუ­ლი აქვთ პარ­ლა­მენ­ტის კო­მი­ტე­ტე­ბის მო­ად­გი­ლე­ე­ბის პოს­ტე­ბი. "ეროვ­ნუ­ლი ფო­რუ­მის" უმ­რავ­ლე­სო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბი­დან გას­ვლა, დღის წეს­რიგ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, მათ მიერ აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის და­ტო­ვე­ბას გა­მო­იწ­ვევს.

რუბრიკის სხვა სიახლეები

"შეთანხმება იყო ოთხწლიანი - არჩევნებიდან არჩევნებამდე" - "ეროვნულმა ფორუმმა" კოალიცია დატოვა

"შეთანხმება იყო ოთხწლიანი - არჩევნებიდან არჩევნებამდე" - "ეროვნულმა ფორუმმა" კოალიცია დატოვა

"ეროვნულმა ფორუმმა" კოალიცია "ქართული ოცნების" დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, ხვალ პარტიაში გაიმართება სპეციალური ბრიფინგი, სადაც საპარლამენტო უმრავლესობიდან გასვლის საკითხზე განცხადება გაკეთდება. ბრიფინგი 12.00 საათვისთვის არის დანიშნული.

"ეროვნული ფორუმის" ყრილობამ გადაწყვიტა, რომ კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი ფუნქცია ამოწურა. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, კოალიცია დავტოვოთ და არჩევნებში დამოუკიდებლად მივიღოთ მონაწილეობა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ.

კოალიციის დატოვების გადაწყვეტილება საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" გამართულ რიგგარეშე ყრილობაზე იქნა მიღებული. ყრილობის მონაწილე დელეგატებს 2 საკითხზე უნდა გაეცათ პასუხი: უნდა დატოვოს თუ არა "ეროვნულმა ფორუმმა" კოალიციის შემადგენლობა და როგორ უნდა მიიღოს პარტიამ მონაწილეობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ყრილობა მედიისთვის დახურულია.

ყრილობის დაწყებისას ჩატარებული ე.წ. სარეიტინგო გამოკითხვის შედეგების მიხედვით, პარტიის წევრთა უმრავლესობა მხარს კოალიციის შემადგენლობიდან გასვლას და არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას უჭერს. სარეიტინგო კენჭისყრის შედეგები ჟურნალისტებს "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა რევაზ შავიშვილმა გააცნო. ყრილობის ბოლოს კი ჩატარდება კენჭისყრა, სადაც აღნიშნულ თემაზე პარტია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

"წინასწარი მონაცემები ასეთია: 461 დელეგატიდან 360 დელეგატი მხარს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას უჭერს, 97 - საარჩევნო ბლოკში, ხოლო 4-მა თავი შეიკავა. კოალიციის დატოვებასთან დაკავშირებულ კითხვაზე 342 დელეგატი აფიქსირებს, რომ კოალიციიდან გავდივართ, 117 - ვრჩებით კოალიციაში, 2-მა თავი შეიკავა. ასეთია გამოკითხვის წინასწარი მონაცემები. ამ საკითხებზე ყრილობაზე მიდის კამათი. შემდეგ ჩატარდება ღია კენჭისყრა, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ", - განუცხადა ჟურნალისტებს რევაზ შავიშვილმა.

როგორც ჟურნალისტებს "ეროვნული ფორუმის" ლიდერმა კახა შარტავამ განუცხადა - "ჩვენი განსხვავებული პოზიციები, მოსაზრებები, ბუნებრივია, პოლიტიკური კრიზისის საფუძვლად არ უნდა იქცეს". შარტავამ მედიასთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნებამდე დარჩენილ დროში მთავრობის, უმრავლესობის მუშაობას ხელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეშალოს. "არჩევნებამდე ჩვენ მშვიდად, წყნარად უნდა მივიდეთ და შევასრულოთ დანაპირები, რაც კოალიციას ჰქონდა. შეთანხმება იყო ოთხწლიანი - არჩევნებიდან არჩევნებამდე, რაც გულისხმობდა ხელისუფლების ეტაპობრივ ჩანაცვლებას და ერთპარტიული პოლიტიკური სივრცის მრავალპარტიული შეჯიბრის არენად გადაქცევას", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას კახა შარტავაემ.

"ეროვნული ფორუმის" კიდევ ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ კი მედიას განუცხადა, რომ თუკი "ეროვნული ფორუმის" ყრილობა კოალიციიდან და საპარლამენტო უმრავლესობიდან გასვლას გადაწყვეტს, იგი პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტს დატოვებს."ეროვნული ფორუმის" საპარლამენტო უმრავლესობაში ყოფნა არის ტექნიკური საკითხი, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი. მაგრამ ეს არ არის სტრატეგიული თემა, ეს უფრო ტაქტიკის საკითხია. კოალიციიდან გასვლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ლოგიკა გულისხმობს უმრავლესობიდან გასვლასაც, მაგრამ ჯერ პარტიის წევრებს მოვუსმენ", - აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა. მისივე შეფასებით, კოალიცია ფაქტობრივად შენარჩუნებული არ არის და ის მხოლოდ ფორმალურად არსებობს.

"ეროვნულ ფორუმს" მთავრობაში მინისტრები არ ჰყავს, საპარლამენტო უმრავლესობაში კი, 6-კაციანი ფრაქციით არის წარმოდგენილი. პარლამენტის სპიკერატში "ეროვნულ ფორუმს" აქვს 1 ადგილი - პარლამენტის ვიცე-სპიკერია გუბაზ სანიკიძე. ასევე "ეროვნული ფორუმის" წარმომადგენლებს დაკავებული აქვთ პარლამენტის კომიტეტების მოადგილეების პოსტები. "ეროვნული ფორუმის" უმრავლესობის შემადგენლობიდან გასვლა, დღის წესრიგში, სავარაუდოდ, მათ მიერ აღნიშნული თანამდებობების დატოვებას გამოიწვევს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."