ხანდახან ადამიანები ისე ცდილობენ სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენას, ზომიერების გრძნობას კარგავენ, ეს სწორედ ასეთი შემთხვევებია...
ერთოთახიანი იტალიურ სტილში
ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ეს ბინა მართლაც ერთოთახიანია. მოსკოვის მდებარე ეს საცხოვრებელი რემონტამდე 36 კვადრატული მეტრის ფართის ტიპური ბინა იყო, თუმცა მისმა პატრონმა, ახალგაზრდა გოგონამ მთლიანად გარდაქმნა ყველაფერი. მან იტალიურ სტილში გაარემონტა ბინა - ყველაფერში ეხმარებოდა მამამისი. ოცნების განსახორციელებლად კედლები მოანგრიეს და ერთოთახიანი ბინა სტუდიოდ გადააქციეს. იტალიიდან გამოიწერეს შესაფერისი ავეჯი. შეიძლება, ვიღაცას მოეწონოს კიდეც, თუმცა ფოტოებიდანაც ჩანს, რომ აშკარად ზედმეტია ეს ყველაფერი. სახლის პატრონი ამბობს, რომ მისთვის ეს ზღაპარია და იქ თავს შესანიშნავად გრძნობს.
ოქროს "სამეული"
ძვირფასი ინტერიერების მოყვარული ადამიანის ეს სახლი ასევე რუსეთშია, მაგადანში. სამოთახიან ბინაში კედლები არ დაუნგრევიათ და არც მათ მოპირკეთებაზე უზრუნიათ - საკმაოდ იაფფასიანი შპალერი აქვთ გაკრული, ოღონდაც, ოქროსფერი. დეკორი კი სულ მასიურია, მოჩუქურთმებული და ოქროსფერი. შუა საუკუნეების სასახლეს ჰგავს, ოღონდ ძალიან მდარეს. XXI საუკუნეს მხოლოდ ტელევიზორი მოგაგონებთ, ოღონდ ისიც მოოქროვილ ჩარჩოშია ჩასმული.
როგორც ჩანს, სახლის მფლობელებს არ აღელვებთ ის ფაქტი, რომ მასიური ავეჯი და ბევრი აქსესუარი ბინის სივრცეს ვიზუალურად ძალიან ამცირებს. აბაზანაც კი "მოოქროვილია". სარეცხი მანქანაც კი, რომლის სითეთრეც ოდნავ იჭყიტება ამ სიჭრელეში, უშველებელი ხელოვნური ოქროსფერი ბუჩქით დაუმალავთ