გასულ კვირას მოსკოვში წლის ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ქორწილი გაიმართა. რუსი მილიარდერის მიხაილ გუცერიევის ვაჟის ქორწილი დაუზუსტებელი ინფორმაციით, 50 მილიონი დოლარი დაჯდა.
ცნობილია, რომ ქორწილში პატარძალს ელი სააბის კაბა ეცვა, რომელიც 700 ათასი რუბლი ღირდა, ქორწილში მოწვეული მომღერლების ჰონარარმა კი 5-7 მილიონი ევრო შეადგინა. ძვირადღირებულ ქორწილებზე არც სხვა ცნობილი ადამიანები ამბობენ უარს. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.
შონ პარკერი და ალექსანდრა ლენასი
"ფეისბუქის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მილიარდერი შონ პარკერი და მისი მეორე ნახევარი ალექსანდრა ლენასი 2013 წელს დაქორწინდნენ. ჟურნალ People-ს მონაცემებით, წყვილმა ქორწილის ცერემონიაზე 9 მილიონი დოლარი დახარჯა. სხვა ხარჯებთან ერთად, ქორწილის შემდეგ პარკერს 2,5 მილიონი დოლარი ჯარიმის გადახდა მოუწია დაცულ ტერიტორიაზე ქორწილის გადახდისთვის.
ჩელსი კლინტონი და მარკ მეზვინსკი
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბილ კლინტონისა და ამჟამინდელი საპრეზიდენტო კანდიდატის ჰილარი კლინტონის ქალიშვილის ჩელსი კლინტონისა და ბანკირ მარკ მეზვინსკის ქორწილზე დანახარჯმა 5 მილიონი დოლარი შეადგინა. პატარძალს ქორწილში ვერა ვონგის კაბა ეცვა. ქეითერინგ კომპანიების მომსახურების სანაცვლოდ, კლინტონებმა 750 ათასი დოლარი გადაიხდეს.
დონალდ ტრამპი და მელანია კნაუსი
ამერიკის საპრეზიდენო კანდიდატმა, მილიარდერმა დონალდ ტრამპა ახალგაზრდა მოდელზე მელანი კნაუსზე 2005 წელს იქორწინა. მილიარდერისთვის ეს მესამე ქორწინება იყო. შესაბამისად, ქორწილმა შედარებით "მოკრძალებულად“ ჩაიარა - ცერემონია 1 მილიონი დოლარი დაჯდა. პატარძალს კრისტიან დიორის 100 000 დოლარად ღირებული კაბა ეცვა განაგრძეთ კითხვა
ასევე წაიკითხეთ: რუსეთის ყველაზე მდიდრული ქორწილები - რა უჯდებათ ოლიგარქებს შვილების ბედნიერება