სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აზერბაიჯანი მზად არის "კონფლიქტის სამხედრო გზით დარეგულირებისთვის"
აზერბაიჯანი მზად არის "კონფლიქტის სამხედრო გზით დარეგულირებისთვის"

აზერ­ბა­ი­ჯა­ნი მზად არის, კონ­ფლიქ­ტის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გზით და­რე­გუ­ლი­რე­ბი­დან სამ­ხედ­რო და­რე­გუ­ლი­რე­ბა­ზე გა­და­ვი­დეს. ამის შე­სა­ხებ რუ­სეთ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ელჩმა ფო­ლად ბულ­ბულ ოღ­ლიმ რა­დი­ო­სად­გურ "Говорит Москва"-ს ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და. "ჩვენ მზად ვართ სა­კი­თხის მშვი­დო­ბი­ა­ნი გა­და­წყვე­ტის­თვის. მაგ­რამ მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით თუ არ გა­და­წყდა, მა­შინ სამ­ხედ­რო გზას მივ­მარ­თავთ", - გა­ნა­ცხა­და ელჩმა. მი­სი­ვე თქმით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ის 21% სომ­ხე­თის ჯა­რის მიერ არის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი.

ამას­თან, რო­გორც აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო "ტრენ­დი" იტყო­ბი­ნე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ცალ­მხრივ რე­ჟიმ­ში წყვეტს კონ­ტრშე­ტე­ვით ოპე­რა­ცი­ას. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა. უწყე­ბა აღ­ნიშ­ნავს, რომ აზერ­ბა­ი­ჯან­მა შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტრუქ­ტუ­რე­ბის მო­წო­დე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მი­ი­ღო და "სომ­ხე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე კონ­ტრშე­ტე­ვებ­სა და სა­პა­სუ­ხო ზო­მებს აჩე­რებს".

თა­ვის მხრივ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ვა­გიფ დი­არ­გახ­ლიმ რუ­სულ სა­ა­გენ­ტო "რია ნო­ვოს­ტის" გა­ნუ­ცხა­და, რომ სომ­ხე­თის მხრი­დან "პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რის პა­სუ­ხი მკაც­რი იქ­ნე­ბა და შე­ტე­ვი­თი ოპე­რა­ცია კვლავ გა­ნახ­ლდე­ბა".

მა­ნამ­დე, უწყე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სომ­ხურ­მა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში ცე­ცხლის შე­წყვე­ტის რე­ჟი­მი 130-ჯერ და­არ­ღვია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

აზერბაიჯანი მზად არის "კონფლიქტის სამხედრო გზით დარეგულირებისთვის"

აზერბაიჯანი მზად არის "კონფლიქტის სამხედრო გზით დარეგულირებისთვის"

აზერბაიჯანი მზად არის, კონფლიქტის დიპლომატიური გზით დარეგულირებიდან სამხედრო დარეგულირებაზე გადავიდეს. ამის შესახებ რუსეთში აზერბაიჯანის ელჩმა ფოლად ბულბულ ოღლიმ რადიოსადგურ "Говорит Москва"-ს ეთერში განაცხადა. "ჩვენ მზად ვართ საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის. მაგრამ მშვიდობიანი გზით თუ არ გადაწყდა, მაშინ სამხედრო გზას მივმართავთ", - განაცხადა ელჩმა. მისივე თქმით, აზერბაიჯანის ტერიტორიის 21% სომხეთის ჯარის მიერ არის ოკუპირებული.

ამასთან, როგორც აზერბაიჯანული სააგენტო "ტრენდი" იტყობინება აზერბაიჯანი ცალმხრივ რეჟიმში წყვეტს კონტრშეტევით ოპერაციას. ამის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. უწყება აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანმა შესაბამისი გადაწყვეტილება საერთაშორისო სტრუქტურების მოწოდებების გათვალისწინებით მიიღო და "სომხეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტრშეტევებსა და საპასუხო ზომებს აჩერებს".

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ვაგიფ დიარგახლიმ რუსულ სააგენტო "რია ნოვოსტის" განუცხადა, რომ სომხეთის მხრიდან "პროვოკაციული საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში, აზერბაიჯანული მხარის პასუხი მკაცრი იქნება და შეტევითი ოპერაცია კვლავ განახლდება".

მანამდე, უწყებამ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 130-ჯერ დაარღვია.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."