ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ყოფილი მეუღლის, ერეკლე კოდუას დაქორწინებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება:
"ქალი, რომელიც ამბობს რომ ოჯახი მესამემ დაუნგრია სუსტია. უჭირს იმის აღიარება, რომ თავად შეცდა სადღაც. რაღაც გამოეპარა, რაღაც ვერ შეცვალა. სადღაც დააგვიანა. ასეთ ქალს არ უნდა საკუთარი შეცდომის აღიარება. ის სუსტია. ოჯახის დანგრევა არც ქალის ბრალია მხოლოდ და არც კაცის. ორივემ "გააფუჭა" რაღაც, სადღაც... მთავარია ეს გაფუჭებული დაინახონ და თუ ვერ ასწორებენ, ერთმანეთის ბედნიერებას ხელი არ შეუშალომ.
იმიტომ რომ, ბედნიერებას ასაკი არ აქვს. ის ყოველთვის მოვა შენთან, თუ ამის საშუალებას მისცემ", - წერს ჟორჟოლიანი.
პოსტზე მიწერილ კომენტარებში ნანუკა ჟორჟოლიანს მეგობრები ამხნევებენ: "შენ ხარ ყველაზე მაგარი გოგო" - წერს ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი; "ეგრეა ნანუკა! ჯერ ოჯახი ინგრევა და არავითარი მესამე და მეოთხე ამის მიზეზეი არაა. ძალიან დიდი სისუსტეა და ალბათ არაღირსეულიც, ოჯახის დანგრევა მესამეს დააბრალო. ბრავო ნანუკა!" - წერს კომენტარში ირინა სარიშვილი.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოდ-ის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუა უკრაინელ გოგონაზე აპირებს დაქორწინებას. სააგენტო "თაიმერთან" საუბარში ტელეწამყვანმა დაადასტურა, რომ მისი ყოფილი მეუღლე უკრაინელი წარმოშობის გოგონასთან ერთად ცხოვრობს.
იხილეთ: ერეკლე კოდუა უკრაინელ გოგონაზე ქორწინდება? – სოდ-ის ყოფილი უფროსის დედის კომენტარი