მთიანი ყარაბაღის ე.წ.თავდაცვის სამინისტრო - აზერბაიჯანული არმიის დანაკარგებმა 200 ჯარისკაცს გადააჭარბა

მთიანი ყარაბაღის ე.წ.თავდაცვის სამინისტრო - აზერბაიჯანული არმიის დანაკარგებმა 200 ჯარისკაცს გადააჭარბა

მთიანი ყარაბაღის ე.წ.თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანული არმიის დანაკარგებმა 200 ჯარისკაცს გადააჭარბა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია, კერძოდ news.am ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ყარაბაღში ვითარება კვლავ დაძაბულია. მთიანი ყარაბაღის ე.წ.თავდაცვის სამინისტროს ცნობით, არმია აგრძელებს წინააღმდეგობის გაწევას და აზერბაიჯანულ დანაყოფებს მძიმე დარტყმებს აყენებს.

ე.წ.თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პირველ და ორ აპრილს აზერბაიჯანული მხარის დანაკარგმა 200 ადამიანს გადააჭარბა.

"მხოლოდ ტალიშის მიმართულებით 30-მდე აზერბაიჯანელი ჯარისკაცია განადგურებული. ასევე მარტაკერტას მიმართულებით განადგურებულია ორი ტანკი, ორი უპილოტო საფრენი აპარატი და ჩრდილოეთის მიმართულებით ჩამოგდებულია ერთი ვერტმფრენი. ყველაზე ძლიერი შეტაკებები სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებითაა. სამწუხაროდ, ბრძოლების შედეგად დანაკარგები აქვს ყარაბაღის მხარესაც", - აცხადებენ მთიანი ყარაბაღის ე.წ.თავდაცვის სამინისტროში.

მთიან ყარაბაღში სიტუაცია მკვეთრად 2 აპრილს დაიძაბა. სომხეთი და აზერბაიჯანის მხარეებმა ერთმანეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებული შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.

ორივე ქვეყნის ოფიციალური წყაროები ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ. სხვადასხვა წყაროს ცნობით, შეიარაღებულ დაპირისპირებაში ავიაციაც მონაწილეობს. მხარეები მხოლოდ მოწინააღმდეგის რიგებში არსებული მსხვერპლის Dშესახებ ინფორმაციასაც ადასტურებენ.

ინტერპრესნიუსი

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა