ილჰამ ალიევი - კონფლიქტმა უნდა ჰპოვოს გადაწყვეტა, რომელიც დაფუძნებული იქნება აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობაზე

ილჰამ ალიევი - კონფლიქტმა უნდა ჰპოვოს გადაწყვეტა, რომელიც დაფუძნებული იქნება აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობაზე

კონფლიქტმა უნდა ჰპოვოს გადაწყვეტა, რომელიც დაფუძნებული იქნება აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობაზე, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ამერიკაში ბირთვული უსაფრთხოების სამიტის მიმდინარეობისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

პრეზიდენტის თქმით, აზერბაიჯანი გააგრძელებს ძალისხმევას, რათა ყარაბაღის კონფლიქტი მშვიდობიანად დარეგულირდეს.

"სამწუხაროდ, სომხეთი მუდამ აყენებს პირობებს, რათა ოკუპირებული ტერიტორიები გათავისუფლდეს. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას, რათა კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდეს, თუმცა კონფლიქტმა უნდა ჰპოვოს გადაწყვეტა, რომელიც დაფუძნებული იქნება აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობაზე", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

სიტყვით გამოსვლისას მან ასევე აღნიშნა, რომ გაერო-მ ოთხი რეზოლუცია მიიღო, რომელიც მთიან ყარაბაღს უკავშირდება.

"ეს რეზოლუციები რჩება ფურცელზე. ვიმეორებ, ეს რეზოლუციები საჭიროებს უსწრაფეს უპირობო გამოყვანას სომხეთის შეიარაღებული ძალების ჩვენი ტერიტორიიდან. უკვე 20 წელია, რაც ჩვენი მიწების ოკუპაცია გრძელდება", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ინტერპრესნიუსი

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა