პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაკარგული საფლავების სია - ყურადღებით წაიკითხეთ! შესაძლოა, ამ სიაში თქვენი წინაპრის გვარ-სახელი ამოიკითხოთ!
დაკარგული საფლავების სია - ყურადღებით წაიკითხეთ! შესაძლოა, ამ სიაში თქვენი წინაპრის გვარ-სახელი ამოიკითხოთ!

"ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­მო­სულს, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის ამ გაქ­ცე­ვის "ღა­ლა­ტი" რომ მე­პა­ტი­ე­ბი­ნა, ჩემს თავს ვუ­თხა­რი, რომ ყო­ვე­ლი დღე ამე­რი­კა­შიც სა­ქარ­თვე­ლო­თი ვი­ცხოვ­რებ­დი", - მე­უბ­ნე­ბა 36 წლის ქუ­თა­ი­სე­ლი მა­ნუ­ჩარ კა­ჭა­ხი­ძე, რო­მე­ლიც მეჩ­ვიდ­მე­ტე­ წე­ლია, სამ­შობ­ლო­დან შორს ცხოვ­რობს,­ 13 წე­ლია, ამე­რი­კა­ში გა­მოს­ცემს ერ­თა­დერთ ქარ­თულ ჟურ­ნალს "მა­მუ­ლი", იკ­ვლევს ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცი­ის ის­ტო­რი­ას, ეძებს და პო­უ­ლობს ქარ­თველ­თა და­კარ­გულ საძ­ვა­ლე­ებს. მა­ნუ­ჩა­რი მოზ­რდილ ყუთს მაჩ­ვე­ნებს:­ - აი, ამ ყუთ­ში მაქვს მო­თავ­სე­ბუ­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბის ჩვიდ­მე­ტი წელი, ის უზარ­მა­ზა­რი მა­სა­ლა, რო­მე­ლიც ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის, წინა თა­ო­ბის ემიგ­რან­ტე­ბის შე­სა­ხებ მო­ვაგ­რო­ვე. ყვე­ლა სა­კი­თხი კვლე­ვას, ოფი­ცი­ა­ლურ ორ­გა­ნო­ებ­თან ხან­გრძლივ მი­მო­წე­რას სა­ჭი­რო­ებ­და. ამ ყუთ­ში მოქ­ცე­ულ ამ­ბებს წიგ­ნად გა­მოვ­ცემ. აქ არ იქ­ნე­ბა დო­კუ­მენ­ტუ­რად და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი არც ერთი სი­ტყვა.

მერი შერ­ვა­ში­ძე და ნიუ-იორ­კის მე­რის ქარ­თვე­ლი მო­ად­გი­ლე

ქარ­თვე­ლე­ბი ამე­რი­კა­ში შეძ­ლე­ბუ­ლად რომ არ ცხოვ­რობ­დნენ, ამას ისიც მოწმ­ობს,­ რომ აგა­რა­კის ასა­გე­ბად შე­ი­ძი­ნეს მი­წის ნაკ­ვე­თი ("ალა­ვერ­დი" და­არ­ქვეს) მხო­ლოდ 50-დო­ლა­რი­ა­ნი წლი­უ­რი სა­წევ­რო­ე­ბით და სიმ­წრით ახერ­ხებ­დნენ­ ყო­ველ­წლი­უ­რი გა­და­სა­ხა­დის გა­დახ­დას. წიგნ­ზე­ მუ­შა­ო­ბი­სას­ და­ვი­წყე ერის­თა­ვე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლოს შეს­წავ­ლა. ნიუ-იორკში "ალა­ვერ­დი" და­ა­ფუძნა სვი­მონ­ (სიკო) სი­და­მონ-ერის­თავ­მა,­ მისი ვაჟი, კონ­სტან­ტი­ნე, 1970-იან წლებ­ში ნიუ-იორ­კის მე­რის მო­ად­გი­ლე გახ­ლდათ, წვე­უ­ლე­ბებ­ზე ქარ­თუ­ლი ჩო­ხით და­დი­ო­და­ ხოლ­მე.

მუ­შა­ო­ბი­სას მერი შერ­ვა­ში­ძის მე­უღ­ლის, გი­გუ­შა ერის­თა­ვის გვარ­საც წა­ვა­წყდი და საფ­რან­გეთ­ში ერის­თა­ვე­ბის საფ­ლა­ვე­ბის ძებ­ნა და­ვი­წყე. მერი შერ­ვა­ში­ძის შე­სა­ხებ ჩვენ რე­ვაზ თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ფილ­მით შე­ვი­ტყვეთ. მან სი­ცო­ცხლე­ში ინა­ხუ­ლა გა­ლა­კტი­ო­ნის მუზა... ვი­ცო­დი, რომ მერი ლე­ვილ­ში იყო დაკ­რძა­ლუ­ლი, თუმ­ცა, მისი საფ­ლა­ვი არა­სო­დეს მე­ნა­ხა. ძებ­ნი­სას ლევ­ილის ყვე­ლა საფ­ლა­ვის ქვის აღ­წე­რა მო­ვა­ხერ­ხე. გი­გუ­შა ერის­თა­ვი­სა და მერი შერ­ვა­ში­ძის გან­სას­ვე­ნე­ბე­ლი კი არ­სად ჩან­და. ბო­ლოს სენ-ჟე­ნე­ვი­ე­ვის სა­საფ­ლა­ო­ზე მი­ვა­გე­ნი. ქვას აწე­რია: "რუ­სე­თის დე­დოფ­ლის სე­ფე­ქა­ლი".

ჰო­ლი­ვუდ­ში დაკ­რძა­ლუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი

ჰო­ლი­ვუ­დის სა­საფ­ლა­ო­ზე გა­ნის­ვე­ნე­ბენ: ნეს­ტორ ერის­თა­ვი (არა­ერთ კი­ნო­სუ­რათ­ში თა­მა­შობ­და) და მისი მე­უღ­ლე ანა, ცნო­ბი­ლი ბა­ლე­რი­ნა და მსა­ხი­ო­ბი თა­მარ თუ­მა­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც გრე­გო­რი პეკ­თან ერ­თად უამ­რავ ფილმშია გა­და­ღე­ბუ­ლი. იქ­ვეა დაკ­რძა­ლუ­ლი ჰო­ლი­ვუ­დის ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი სილ­ვია ეშლი-ჯორ­ჯა­ძე, თა­ვად დი­მიტ­რი ჯორ­ჯა­ძის მე­უღ­ლე, რომ­ლის საფ­ლა­ვის ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დაკარგული საფლავების სია - ყურადღებით წაიკითხეთ! შესაძლოა, ამ სიაში თქვენი წინაპრის გვარ-სახელი ამოიკითხოთ!

დაკარგული საფლავების სია - ყურადღებით წაიკითხეთ! შესაძლოა, ამ სიაში თქვენი წინაპრის გვარ-სახელი ამოიკითხოთ!

"ემიგრაციაში წამოსულს, საკუთარი თავისთვის ამ გაქცევის "ღალატი" რომ მეპატიებინა, ჩემს თავს ვუთხარი, რომ ყოველი დღე ამერიკაშიც საქართველოთი ვიცხოვრებდი", - მეუბნება 36 წლის ქუთაისელი მანუჩარ კაჭახიძე, რომელიც მეჩვიდმეტე­ წელია, სამშობლოდან შორს ცხოვრობს,­ 13 წელია, ამერიკაში გამოსცემს ერთადერთ ქართულ ჟურნალს "მამული", იკვლევს ქართული ემიგრაციის ისტორიას, ეძებს და პოულობს ქართველთა დაკარგულ საძვალეებს. მანუჩარი მოზრდილ ყუთს მაჩვენებს:­ - აი, ამ ყუთში მაქვს მოთავსებული ჩემი ცხოვრების ჩვიდმეტი წელი, ის უზარმაზარი მასალა, რომელიც ამერიკაში მცხოვრები ქართველების, წინა თაობის ემიგრანტების შესახებ მოვაგროვე. ყველა საკითხი კვლევას, ოფიციალურ ორგანოებთან ხანგრძლივ მიმოწერას საჭიროებდა. ამ ყუთში მოქცეულ ამბებს წიგნად გამოვცემ. აქ არ იქნება დოკუმენტურად დაუდასტურებელი არც ერთი სიტყვა.

მერი შერვაშიძე და ნიუ-იორკის მერის ქართველი მოადგილე

ქართველები ამერიკაში შეძლებულად რომ არ ცხოვრობდნენ, ამას ისიც მოწმ­ობს,­ რომ აგარაკის ასაგებად შეიძინეს მიწის ნაკვეთი ("ალავერდი" დაარქვეს) მხოლოდ 50-დოლარიანი წლიური საწევ­როებით და სიმწრით ახერხებდნენ­ ყოველწლიური გადასახადის გადახდას. წიგნზე­ მუშაობისას­ დავიწყე ერისთავების საგვარეულოს შესწავლა. ნიუ-იორკში "ალავერდი" დააფუძნა სვიმონ­ (სიკო) სიდამონ-ერისთავმა,­ მისი ვაჟი, კონსტანტინე, 1970-იან წლებში ნიუ-იორკის მერის მოადგილე გახლდათ, წვეულებებზე ქართული ჩოხით დადიოდა­ ხოლმე.

მუშაობისას მერი შერვაშიძის მეუღლის, გიგუშა ერისთავის გვარსაც წავაწყდი და საფრანგეთში ერისთავების საფლავების ძებნა დავიწყე. მერი შერვაშიძის შესახებ ჩვენ რევაზ თაბუკაშვილის ფილმით შევიტყვეთ. მან სიცოცხლეში ინახულა გალაკტიონის მუზა... ვიცოდი, რომ მერი ლევილში იყო დაკრძალული, თუმცა, მისი საფლავი არასოდეს მენახა. ძებნისას ლევ­ილის ყველა საფლავის ქვის აღწერა მოვახერხე. გიგუშა ერისთავისა და მერი შერვაშიძის განსასვენებელი კი არსად ჩანდა. ბოლოს სენ-ჟენევიევის სასაფლაოზე მივაგენი. ქვას აწერია: "რუსეთის დედოფლის სეფექალი".

ჰოლივუდში დაკრძალული ქართველები

ჰოლივუდის სასაფლაოზე განისვენებენ: ნესტორ ერისთავი (არაერთ კინოსურათში თამაშობდა) და მისი მეუღლე ანა, ცნობილი ბალერინა და მსახიობი თამარ თუმანიშვილი, რომელიც გრეგორი პეკთან ერთად უამრავ ფილმშია გადაღებული. იქვეა დაკრძალული ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი სილვია ეშლი-ჯორჯაძე, თავად დიმიტრი ჯორჯაძის მეუღლე, რომლის საფლავის ძიება მიმდინარეობს.

განაგრძეთ კითხვა

"სასწაული მოხდა, რეანიმაციაში იწვა და ეს ამბავი რომ გაიგო, მაშინვე უკეთ გახდა, იტირა ამ დაფასებისთვის" - ემოციური კადრები მთაწმინდიდან, სადაც დავით სოკოლოვს ვარსკვლავი გაიხსნეს

"მედიასთან კარგი თანამშრომლობის მაგალითი საკმაოდ ბევრია, ამაზე საჯარო მადლობა მაშინაც ვთქვი და ახლაც ვიტყვი" - ნინო გიორგობიანი

"არ დაიძვრება ავტობუსი, თუ მოქალაქე პირბადის გარეშე ავა" - რომელ საათამდე იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი და რა წესების დაცვა მოგიწევთ?