ტელეკომპანია "იბერიის" ეთერში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტზე საუბრისას ჟურნალისტ ლალი მოროშკინასა და პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ლალი მოროშკინამ განაცხადა, რომ ის ადამიანები, ვისზეც კომპრომატები არსებობს, თანამდებობას უნდა ჩამოშორდნენ. თაკო ჩარკვიანის თქმით კი, ჯერ კადრების ავთენტურობა არ დადგენილა და ვინმეს თანამდებობიდან ჩამოშორებაზე საუბარი ნაადრევია.
თაკო ჩარკვიანი:
რამ განახა ეს კადრები, როგორ შეძელი ამის ყურება?
ლალი მოროშკინა:
არ გინდა ახლა მორალის კითხვა... როგორ შევძელი და 3 წუთი ვნახე.
იხილეთ ვიდეო
თაკო ჩარკვიანი:
საშინელებაა ლალი, ეს არ არის ეთიკური საქციელი ჟურნალისტისგან.
ლალი მოროშკინა:
ჟურნალისტი რომ ვარ, ამიტომ უნდა მენახა, რომ მცოდნოდა რაზეა საუბარი. ბოლო მომენტამდე მეგონა, რომ ტყუილი იყო ეს კადრები. მე მინდა ერთი რამე ვთქვა, სანამ რეჟიმი არ დასჯილა, მანამდე ეს კადრები სულ იქნება გამოყრილი. დღეს ვისზეც არის კადრები, თავი უნდა შეიკავოს მაღალი თანამდებობისგან იმის გამო, რომ ქვეყანა არ იყოს შანტაჟის ქვეშ. დღეს ქვეყანა ტერორიზმის ქვეშაა და როგორც ქალს, ამის გამო გული მიკვდება. მოდით ამ ყველაფერს სახელმწიფოებრივად შევხედოთ, რადგან მათ მეუღლეები ჰყავთ, მათ გვერდზე დიდი უწყებებია, თავი უნდა შეიკავონ და ცოტა ხანი ჩრდილში გავიდნენ...