საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიმიტრის ავრამოპულოსი - საქართველო მარტო არ არის, ევროპა მის გვერდით დგას
დიმიტრის ავრამოპულოსი - საქართველო მარტო არ არის, ევროპა მის გვერდით დგას

სა­ქარ­თვე­ლო მარ­ტო არ არის, ევ­რო­პა მის გვერ­დით დგას, - ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქო­ში პატ­რი­არ­ქთან სტუმ­რო­ბი­სას ევ­რო­კო­მი­სარ­მა დი­მიტ­რის ავ­რა­მო­პუ­ლოს­მა გა­ნა­ცხა­და.

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა, ილია მე­ო­რემ დღეს სა­პატ­რი­არ­ქო­ში ევ­რო­კო­მი­სა­რი მიგ­რა­ცი­ის, სა­ში­ნაო და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის სა­კი­თხებ­ში დი­მიტ­რის ავ­რა­მო­პუ­ლო­სი დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რებ­თან ერ­თად მი­ი­ღო.

ევ­რო­კო­მი­სა­რი პატ­რი­არ­ქს რო­გორც სა­ბერ­ძნე­თის მო­ქა­ლა­ქე და მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი მი­ე­სალ­მა და მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და უწ­მინ­დეს სა­პატ­რი­არ­ქო­ში დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რებ­თან ერ­თად მისი მი­ღე­ბის­თვის.

ევ­რო­კო­მი­სარ­მა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, ამ თვალ­საზ­რი­სით უკვე ბოლო სტა­დი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან.

ავ­რა­მო­პუ­ლოს­მა ილია მე­ო­რეს გა­ნუ­ცხა­და, რომ სწო­რედ ამ კარ­გი ამ­ბის სათ­ქმე­ლად იმ­ყო­ფე­ბა დღეს სა­პატ­რი­არ­ქო­ში.

"სა­ქარ­თვე­ლოს ღრმა ფეს­ვე­ბი აქვს ევ­რო­პა­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ არის ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი, ის არის ევ­რო­პუ­ლი თა­ვი­სი კულ­ტუ­რი­თა და ის­ტო­რი­ით. სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ას თქვე­ნი წი­ნამ­ძღო­ლო­ბით და ძველ დრო­საც ასე იყო, ძა­ლი­ან ძლი­ე­რი კავ­ში­რე­ბი ჰქონ­და ევ­რო­პას­თან. მე ვარ აქ იმის­თვის, რომ კარ­გი ამ­ბა­ვი გი­თხრათ. გა­სუ­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვენ ძა­ლი­ან მჭიდ­როდ ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დით სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, რათა მომ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო სა­ფუძ­ვლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ევ­რო­პა­ში ვი­ზის გა­რე­შე მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ. ჩვენ ახლა ბოლო სტა­დი­ა­ზე ვიმ­ყო­ფე­ბით. ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტსა და ევ­რო­საბ­ჭოს ევ­რო­კო­მი­სი­ამ შეს­თა­ვა­ზა მი­ი­ღოს ჩვე­ნი მოხ­სე­ნე­ბა. ასე, რომ ძა­ლი­ან მალე სა­ქარ­თვე­ლოს ექ­ნე­ბა ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია და ეს იქ­ნე­ბა ახა­ლი რე­ა­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, რო­დე­საც მისი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი შეძ­ლე­ბენ ვი­ზის გა­რე­შე მოგ­ზა­უ­რო­ბას ევ­რო­პა­ში", - გა­ნა­ცხა­და ევ­რო­კო­მი­სარ­მა.

დი­მიტ­რის ავ­რა­მო­პუ­ლო­სის თქმით, შორს არ არის ის დღე, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლის შემ­დეგ ევ­რო­კავ­ში­რის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი გახ­დე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლო მარ­ტო არ არის. ევ­რო­პა მის გვერ­დით დგას და ვცდი­ლობთ იმ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბას, რაც არ­სე­ბობს. ჩვენ არას­დროს არ უნდა ურვყოთ, ის ძლი­ე­რი და მჭიდ­რო სუ­ლი­ე­რი კავ­ში­რე­ბი, რაც სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­პას შო­რის არ­სე­ბობს", - აღ­ნიშ­ნა დი­მიტ­რის ავ­რა­მო­პუ­ლოს­მა.

ევ­რო­კო­მი­სარ­მა სა­უბ­რი­სას ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ მის­თვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, რო­გორ დიდ პა­ტივს სცე­მენ პატ­რი­არ­ქს და რო­გორ უყ­ვართ იგი.

"თქვენ ბრძან­დე­ბით ერთ-ერთი პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან დიდი ხნის წინ და­ი­წყო ის საქ­მი­ა­ნო­ბა, მო­გემ­ზა­დე­ბი­ნათ გზა, რათა სა­ქარ­თვე­ლო გამ­ხდა­რი­ყო ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი. ეს არის არა მარ­ტო სტრა­ტე­გი­უ­ლი, არა­მედ სუ­ლი­ე­რი პერ­სპექ­ტი­ვაც თქვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. სა­ქარ­თვე­ლომ უახ­ლო­ეს წარ­სულ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ტკი­ვი­ლი გა­ნი­ცა­და და ბევ­რი გა­სა­ჭი­რი ჰქონ­და. სა­ქარ­თვე­ლო იმ­სა­ხუ­რებს თა­ვი­სუფ­ლე­ბას, მეტ შე­საძ­ლებ­ლო­ბას პროგ­რე­სის­თვის, გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის­თვის", - გა­ნა­ცხა­და ევ­რო­კო­მი­სარ­მა.

დი­მიტ­რის ავ­რა­მო­პუ­ლოს­მა სა­უბ­რი­სას ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ იგი შეხ­ვდა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს, რომ­ლებ­მაც იგი და­არ­წმუ­ნეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო სწორ გზა­ზე დგას.

ევ­რო­კო­მი­სა­რის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა პარ­ტია და ორ­გა­ნი­ზა­ცია უნდა გა­ერ­თი­ან­დეს, რათა ქვე­ყა­ნა გახ­დეს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი. დი­მიტ­რის ავ­რა­მო­პუ­ლოს­მა ამა­ში პატ­რი­არ­ქის როლს ხაზი გა­უს­ვა.

"თქვენ ძა­ლი­ან დიდი როლი გაქვთ სა­ხელ­მწი­ფოს ერ­თი­ა­ნო­ბა­ში. მინ­და გი­თხრათ, რომ ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით სარ­გებ­ლობთ არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მის სა­ზღვრებს გა­რე­თაც. თქვენ ბრძან­დე­ბით ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი და პა­ტივ­ცე­მუ­ლი რე­ლი­გი­უ­რი წი­ნამ­ძღო­ლი ქრის­ტი­ა­ნო­ბა­ში და მე ამას ვამ­ბობ რო­გორც მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი და რო­გორც ძმა", - გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­რის ავ­რა­მო­პუ­ლოს­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

დიმიტრის ავრამოპულოსი - საქართველო მარტო არ არის, ევროპა მის გვერდით დგას

დიმიტრის ავრამოპულოსი - საქართველო მარტო არ არის, ევროპა მის გვერდით დგას

საქართველო მარტო არ არის, ევროპა მის გვერდით დგას, - ამის შესახებ საპატრიარქოში პატრიარქთან სტუმრობისას ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა განაცხადა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ დღეს საპატრიარქოში ევროკომისარი მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსი დელეგაციის წევრებთან ერთად მიიღო.

ევროკომისარი პატრიარქს როგორც საბერძნეთის მოქალაქე და მართლმადიდებელი მიესალმა და მადლობა გადაუხადა უწმინდეს საპატრიარქოში დელეგაციის წევრებთან ერთად მისი მიღებისთვის.

ევროკომისარმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად მუშაობის შემდეგ, ამ თვალსაზრისით უკვე ბოლო სტადიაზე იმყოფებიან.

ავრამოპულოსმა ილია მეორეს განუცხადა, რომ სწორედ ამ კარგი ამბის სათქმელად იმყოფება დღეს საპატრიარქოში.

"საქართველოს ღრმა ფესვები აქვს ევროპაში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი, ის არის ევროპული თავისი კულტურითა და ისტორიით. საქართველოს ეკლესიას თქვენი წინამძღოლობით და ძველ დროსაც ასე იყო, ძალიან ძლიერი კავშირები ჰქონდა ევროპასთან. მე ვარ აქ იმისთვის, რომ კარგი ამბავი გითხრათ. გასული თვის განმავლობაში, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა მომზადებულიყო საფუძვლები საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში ვიზის გარეშე მოგზაურობის შესახებ. ჩვენ ახლა ბოლო სტადიაზე ვიმყოფებით. ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოს ევროკომისიამ შესთავაზა მიიღოს ჩვენი მოხსენება. ასე, რომ ძალიან მალე საქართველოს ექნება ვიზალიბერალიზაცია და ეს იქნება ახალი რეალობა საქართველოსთვის, როდესაც მისი მოქალაქეები შეძლებენ ვიზის გარეშე მოგზაურობას ევროპაში", - განაცხადა ევროკომისარმა.

დიმიტრის ავრამოპულოსის თქმით, შორს არ არის ის დღე, როდესაც საქართველო აუცილებელი პროცედურების გავლის შემდეგ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდება.

"საქართველო მარტო არ არის. ევროპა მის გვერდით დგას და ვცდილობთ იმ ურთიერთობების გაღრმავებას, რაც არსებობს. ჩვენ არასდროს არ უნდა ურვყოთ, ის ძლიერი და მჭიდრო სულიერი კავშირები, რაც საქართველოსა და ევროპას შორის არსებობს", - აღნიშნა დიმიტრის ავრამოპულოსმა.

ევროკომისარმა საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ მისთვის კარგად არის ცნობილი, საქართველოს მოსახლეობა და ქართველი ხალხი, როგორ დიდ პატივს სცემენ პატრიარქს და როგორ უყვართ იგი.

"თქვენ ბრძანდებით ერთ-ერთი პიროვნება, რომელმაც ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო ის საქმიანობა, მოგემზადებინათ გზა, რათა საქართველო გამხდარიყო ევროკავშირის წევრი. ეს არის არა მარტო სტრატეგიული, არამედ სულიერი პერსპექტივაც თქვენი ქვეყნისთვის. საქართველომ უახლოეს წარსულში ძალიან ბევრი ტკივილი განიცადა და ბევრი გასაჭირი ჰქონდა. საქართველო იმსახურებს თავისუფლებას, მეტ შესაძლებლობას პროგრესისთვის, განვითარებისთვის, ეკონომიკური ზრდისთვის", - განაცხადა ევროკომისარმა.

დიმიტრის ავრამოპულოსმა საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ იგი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, რომლებმაც იგი დაარწმუნეს, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას.

ევროკომისარის თქმით, საქართველოში ყველა პარტია და ორგანიზაცია უნდა გაერთიანდეს, რათა ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი. დიმიტრის ავრამოპულოსმა ამაში პატრიარქის როლს ხაზი გაუსვა.

"თქვენ ძალიან დიდი როლი გაქვთ სახელმწიფოს ერთიანობაში. მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი პატივისცემით სარგებლობთ არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. თქვენ ბრძანდებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პატივცემული რელიგიური წინამძღოლი ქრისტიანობაში და მე ამას ვამბობ როგორც მართლმადიდებელი და როგორც ძმა", - განაცხადა დიმიტრის ავრამოპულოსმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."