"პოპულუსი" - ქართული ეროვნული პროდუქტი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს

"პოპულუსი" - ქართული ეროვნული პროდუქტი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს

ქართველმა სტუდენტებმა ცოტა ხნის წინ ხელნაკეთი ჩანთების ბრენდი შექმნეს, რომლის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს.

ჩანთები ხისგან, თექისგან, მაქმანებისგან და ეროვნული - ხევსურული ნაქარგების კომბინაციისგან მზადდება. "ბიზნესპრესნიუსი" იდეის ავტორსა და წარმოების სულისჩამდგმელს, თინა ოსაძეს ესაუბრა.

ჩანთების წარმოებაზე ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის მენეჯმენტის სტუდენტები თინა ოსაძე, მარიამ სიორდია და სამხატვრო აკადემიის სტუდენტი დავით ვაზაგაშვილი ერთად მუშაობენ.

იხილეთ სიუჟეტი

ბრენდის შექმნის იდეა და აქცენტები. "იდეა დაახლოებით 5-6 თვის წინ გამიჩნდა, როდესაც "ფაბლაბის" ტექნიკას, ლაზერული მჭრელის მუშაობის პრინციპებს გავეცანი და ვუყურე იქ მომუშავე პერსონალს. დიდხანს ვფიქრობდი, რისი გაკეთება შეიძლებოდა და მაშინ გადავწყვიტე ხის ჩანთების გაკეთება. იმ პერიოდში მსგავსი პროდუქტი არავის ჰქონდა. შემდეგ ჩემს მეგობარს ვესაუბრე, რომელიც დიდი ხანია ქარგავს და არაერთ გამოფენაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. მეც ნამუშევარი მქონდა შემოქმედებითი კუთხით. გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ხის ჩანთები, რომლებიც გაფორმებული იქნებოდა ნაქსოვი და ნაქარგი დეტალებით. ნაქარგ დეტალებად ავიღეთ ხევსურული ნაქარგობა და გადავწყვიტეთ, გვემუშავა ეროვნული კულტურის გათვალისწინებით, რაც ადგილობრივ ბაზარზე თავის დამკვიდრებას უფრო გაგვიმარტივებდა. გარდა ამისა, ტურისტებისთვისაც უფრო საინტერესო გახდებოდა ეს პროდუქტი. რადგან ტურისტი იმ პროდუქტით უფრო ინტერესდება, რომელიც ადგილობრივ კულტურაზე მეტყველებს. შემდეგ სხვა დეტალებიც დავამატეთ. ჩვენ იდეალური შესაძლებლობა გვქონდა "ფაბლაბთან" ერთად დაგვეწყო ეს ყველაფერი, რაც მუშაობის პროცესსაც და პროტოტიპირების ეტაპსაც უფრო გაგვიმარტივებდა. დავრეგისტრირდით. 2016 წლის იანვრის ბოლოს დავიწყეთ მუშაობა. ერთი თვეა რაც ვმუშაობთ. 8 მარტს გვქონდა პირველი გამოფენა-გაყიდვა "თბილისი მოლში". ჩემთან ერთად მუშაობენ მარიამ სიორდია და დავით ვაზაგაშვილი".

საწყისი კაპიტალი. "ამ პროექტზე მუშაობა ჩვენ თვითდაფინანსებით დავიწყეთ. სპონსორი არ გვყავდა. საწყისი კაპიტალი 400 ლარი იყო".

პირველი პროტოტიპი. "პირველი პროტოტიპის იდეალური ვარიანტის შესაქმნელად იმდენი დრო და ენერგია დავხარჯეთ, რომ როცა გამოფენაზე პირველი სწორედ ეს პროტოტიპი გაიყიდა, გამიჭირდა, მომხმარებლისთვის გამეტანებინა, ძალიან ვნერვიულობდი. იმდენად დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს თითოეული ჩანთა, გული მწყდება კიდეც, როცა მომხმარებელს მიაქვს, მაგრამ ეს ჩანთები ხომ მომხმარებლისთვის იქმნება. ჩვენი პირველი ჩანთა ამერიკელმა შეიძინა, დედას გაუგზავნა ნიუ-იორკში". Populus. „Populus ლათინური სიტყვაა და ხეს ნიშნავს.

თავიდან, როცა სახელზე მუშაობა და ფიქრი დავიწყეთ, არ გვინდოდა ეს დაკავშირებული ყოფილიყო ინგლისურ წოოდ-თან. ძირითადად, ხის მასალისგან შექმნილ ბრენდებში ყველგან ეს სიტყვა ფიგურირებს. საბერძნეთში პოპულუსის ხე არსებობს. როდესაც პოპულუსის ისტორიას გავეცანი, იქიდან გამომდინარე, რომ მას თავისი ენერგეტიკაც ჰქონდა და ძლიერი მერქანიც, გადავწყვიტე, გამოგვეყენებინა ლათინური სიტყვა და "პოპულუსი" დაგვერქმია".

ბრენდი, ავტორები და ემოცია. "ეს ჩვენთვის ხელოვნებაა, ჩვენი თვითგამოხატვის ერთ-ერთი გზა არის. ჩვენს მიერ შექმნილი თითოეული მოდელი მოტივაციას გვიზრდის, რომ კიდევ ახალი მოდელი შევქმნათ. ყოველი კმაყოფილი მომხმარებელი კი მოტივაციას გვიასმაგებს. თექაზე მუშაობა დიდი ხნის წინ დავიწყე. სკოლის პერიოდში გამოფენა-გაყიდვებისთვის ვემზადებოდი ხოლმე, თექისგან თმის სამაგრებს, ყელსაბამებს, მოსასხამებს ვქმნიდი. ეს იყო ის საქმე, რისი კეთებაც ძალიან მიყვარდა და მსიამოვნებდა. როცა უკვე ხისა და თექის სინთეზზე დავიწყეთ მუშაობა და ქარგვა, რომ ჩანთებზე გამოგვეყენებინა, აღმოვაჩინეთ, რამხელა სიამოვნება და ადრენალინია ამ ყველაფრის კეთებაში. პირველ ეტაპზე ჩვენ თვითონ არ გვჯეროდა, რომ ხე ასეთი მოქნილი და პრაქტიკული იქნებოდა, მაგრამ შექმნილმა პროდუქტმა მოლოდინს გადააჭარბა. ძალიან მოქნილი, პრაქტიკული და კონფორტული გამოვიდა ჩანთები". წაიკითხეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია