მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი მწერლები და პოეტები, რომლებიც 30 წლამდე დაიღუპნენ
ქართველი მწერლები და პოეტები, რომლებიც 30 წლამდე დაიღუპნენ

ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რას ბევ­რი ღირ­სე­უ­ლი პო­ე­ტი და მწე­რა­ლი ჰყავს, რომ­ლებ­მაც თა­ვი­ან­თი შე­მოქ­მე­დე­ბით და­იმ­კვიდ­რეს თა­ვი­სი ად­გი­ლი ქარ­თულ მწერ­ლო­ბა­ში. მათ შო­რის ისე­თე­ბიც არი­ან, რომ­ლებ­მაც ეს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი და სა­ხე­ლი ად­რე­ულ ასაკ­ში მო­იხ­ვე­ჭეს და ტრა­გი­კუ­ლი ბე­დის გამო ცხოვ­რე­ბა ად­რე­ვე და­ტო­ვეს, - თი­თო­ე­ულ­მა 30 წე­ლიც ვერ იცო­ცხლა, სა­მა­გი­ე­როდ, დაგ­ვი­ტო­ვეს საკ­მო­ად მდი­და­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა.

ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლი

რო­მან­ტი­კო­სი პო­ე­ტი ნი­კო­ლოზ (ტატო) ბა­რა­თაშ­ვი­ლი გა­ღა­რი­ბე­ბუ­ლი არის­ტოკ­რა­ტის, მე­ლი­ტონ ბა­რა­თაშ­ვი­ლის ოჯახ­ში 1817 წელს და­ი­ბა­და.

დედა - ეფე­მია, გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნის და ერეკ­ლე II-ის შვი­ლიშ­ვი­ლი გახ­ლდათ.

თბი­ლი­სის კე­თილ­შო­ბილ­თა გიმ­ნა­ზი­ა­ში ნი­კო­ლო­ზის მას­წავ­ლე­ბე­ლი სო­ლო­მონ დო­დაშ­ვი­ლი იყო, რო­მელ­მაც სე­რი­ო­ზუ­ლი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა მას­ზე. გიმ­ნა­ზი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ბა­რა­თაშ­ვი­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ზე ამა­ოდ ოც­ნე­ბობ­და, რად­გა­ნაც უსახ­სრო­ბის გამო ამას ვერ მი­აღ­წია. ხე­იბ­რო­ბის მი­ზე­ზით (გიმ­ნა­ზი­ა­ში სწავ­ლი­სას ფეხი კი­ბე­ზე და­ცე­მით და­ი­შა­ვა) კი პო­ე­ტის გან­ზრახ­ვა მოქ­მედ არ­მი­ა­ში ემ­სა­ხუ­რა, გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი დარ­ჩა. ბა­რა­თაშ­ვი­ლის ყვე­ლა გეგ­მას, ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ხელს უშ­ლი­და მა­მის ოჯა­ხის სრუ­ლი გა­ღა­ტა­კე­ბის საფრ­თხეც. ამი­ტომ პო­ე­ტი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, კან­ცე­ლა­რი­ის რი­გი­თი მო­ხე­ლის ად­გილს დას­ჯე­რე­ბო­და. მის მწვა­ვე უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას თან და­ერ­თო პი­რა­დი დრა­მაც (გა­უ­ზი­ა­რე­ბე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ეკა­ტე­რი­ნე ჭავ­ჭა­ვა­ძი­სად­მი).

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ნა­ხი­ჩე­ვან­ში მაზ­რის მმარ­თვე­ლის თა­ნა­შემ­წედ და­ი­ნიშ­ნა, ხოლო 1845 ივ­ნისს იმა­ვე თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გან­ჯა­ში, სა­დაც ოთხი თვის შემ­დეგ, 27 წლი­სა, მა­ლა­რი­ით მძი­მედ და­ა­ვა­დე­ბუ­ლი და­ი­ღუ­პა. ბა­რა­თაშ­ვი­ლის გად­მოს­ვე­ნე­ბამ 1893 წელს გან­ჯი­დან თბი­ლის­ში (დი­დუ­ბის პან­თე­ო­ნი) ეროვ­ნუ­ლი მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ას გავ­და. 1938 წლი­დან პო­ე­ტის ნეშ­ტი მთაწ­მინ­დის პან­თე­ონ­ში გა­ნის­ვე­ნებს.

გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი

მწე­რა­ლი გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი და­ი­ბა­და 1934 წლის 4 ივ­ლისს თბი­ლის­ში. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სწავ­ლა ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ნაგ­რძო. პირ­ვე­ლი მო­თხრო­ბე­ბი, რომ­ლებ­მაც წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა, ჟურ­ნალ "ცის­კარ­ში" გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

მწერ­ლის სი­ცო­ცხლე­ში მხო­ლოდ შვი­დი მო­თხრო­ბა გა­მოქ­ვეყ­ნდა. მო­თხრო­ბე­ბის პირ­ველ­მა კრე­ბულ­მა ("სა­ლა­მუ­რა~) დღის სი­ნათ­ლე უკვე მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ნახა. რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის პრო­ზამ თა­ვი­დან­ვე მი­ი­პყრო ყუ­რა­დღე­ბა. მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი - ნო­ვე­ლე­ბი, მი­ნი­ა­ტუ­რე­ბი, პი­ე­სა თარ­გმნი­ლია გერ­მა­ნულ, უნ­გრულ, ბულ­გა­რულ, ლიტ­ვურ, ჩე­ხურ, რუ­სულ ენებ­ზე. მწე­რალს შე­სა­ნიშ­ნა­ვი წიგ­ნე­ბი უძღვნა მე­გო­ბარ­მა ნუგ­ზარ წე­რე­თელ­მა: "მე ახ­ლაც ოც­და­ექ­ვსი წლის ვარ~ და "აი, მე, გუ­რა­მი ვდგა­ვარ თქვენს წინ~. მისი სცე­ნა­რე­ბით გა­და­ღე­ბუ­ლია ფილ­მე­ბი – "ალა­ვერ­დო­ბა~, "უსა­ხე­ლო უფ­ლის­ცი­ხე­ლი~. რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი თა­ვის თა­ო­ბა­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი და მწერ­ლუ­რი სტი­ლით, მუ­დამ გან­საც­დელს ეჭი­დე­ბო­და, თით­ქოს ეძებ­და კი­დეც და შე­ე­წი­რა კი­დეც სხვი­სი სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნას.…26 წლის იყო, რო­დე­საც გაგ­რა­ში 1960 წლის 23 აგ­ვის­ტოს ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა, - მღელ­ვა­რე ზღვა­ში უც­ნო­ბი რუსი ქა­ლიშ­ვი­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად გა­და­ეშ­ვა.

დაკ­რძა­ლეს ვა­კის სა­საფ­ლა­ო­ზე.

ლადო ასა­თი­ა­ნი

პო­ე­ტი ლადო ასა­თი­ა­ნი და­ი­ბა­და 1917 წელს ქუ­თა­ის­ში, პე­და­გო­გე­ბის ოჯახ­ში. სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბა მშობ­ლი­ურ სო­ფელ ბარ­დნა­ლა­ში მი­ი­ღო. წარ­მა­ტე­ბით და­ამ­თავ­რა ცა­გე­რის სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ტექ­ნი­კუ­მი, შემ­დეგ კი ქუ­თა­ი­სის პე­და­გო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სტუ­დენ­ტიც გახ­და.

1939 წელს ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პო­ე­ტი სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში გა­იწ­ვი­ეს. სამ­ხედ­რო ექი­მებ­მა გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეს და ავად­მყო­ფი პო­ე­ტი უკან და­აბ­რუ­ნეს.

1940-1941 წლებ­ში გა­მომ­ცემ­ლო­ბას გა­მო­სა­ცე­მად ლექ­სე­ბის პირ­ვე­ლი კრე­ბუ­ლი "წი­ნაპ­რე­ბი" ჩა­ა­ბა­რა. წიგ­ნი 1943 წლეს და­ი­ბეჭ­და და პო­ეტს 10 სა­ავ­ტო­რო ეგ­ზემპლა­რი გა­უგ­ზავ­ნეს. ამ ათი ეგ­ზემპლა­რის გარ­და არც ერთი არ გა­უვრცე­ლე­ბი­ათ, რად­გა­ნაც გა­ა­ნად­გუ­რეს, დაჭ­რეს, რო­გორც არა­საბ­ჭო­თა სუ­ლის­კვე­თე­ბის წიგ­ნი. პო­ე­ტი 26 წლი­სა 1943 წლის ივ­ლის­ში გარ­და­იც­ვა­ლა. დაკ­რძა­ლეს ვა­კის სა­საფ­ლა­ო­ზე. 1968 წელს კი პო­ე­ტის ნეშ­ტი დი­დუ­ბის მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა პან­თე­ონ­ში გა­და­ას­ვე­ნეს.

მირ­ზა გე­ლო­ვა­ნი

პო­ე­ტი მირ­ზა გე­ლო­ვა­ნი თი­ა­ნე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნა­ქა­ლა­ქარ­ში 1917 წელს და­ი­ბა­და. 1936-1939 წლებ­ში ცხოვ­რობ­და თბი­ლის­ში და თა­ვი­სუ­ფალ მსმე­ნე­ლად და­დი­ო­და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. მუ­შა­ობ­და გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში, რე­დაქ­ცი­ა­ში. მისი ლექ­სე­ბი იბეჭ­დე­ბო­და ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­ში. 1939 წელს არ­მი­ა­ში გა­იწ­ვი­ეს.

მირ­ზა გე­ლო­ვან­მა თა­ვის­თა­ვა­დი პო­ე­ტუ­რი სამ­ყა­რო შექ­მნა. მისი ლექ­სე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვა ნა­თე­ლი სა­ხე­ე­ბით, ემო­ცი­უ­რო­ბით... პო­ეტ­მა სულ სამი წელი იტ­რი­ა­ლა დე­და­ქა­ლა­ქის ლი­ტე­რა­ტუ­რულ წრე­ებ­ში, შემ­დეგ კი, ომში წა­სუ­ლი, დრო­დად­რო სამ­შობ­ლო­ში აგ­ზავ­ნი­და ლექ­სებ­სა და წე­რი­ლებს, რომ­ლებ­შიც თბი­ლი­სის მო­ნატ­რე­ბა ჩან­და. გარ­და­იც­ვა­ლა ომის მი­წუ­რულს, 27 წლის ასაკ­ში, 1944 წლის ივ­ლის­ში, რო­დე­საც უკან­გაქ­ცე­ულ მტერს და­დევ­ნე­ბუ­ლი და­სავ­ლეთ დვი­ნის სამ­დი­ნა­რო დაბ­რკო­ლე­ბა­ზე გა­და­დი­ო­და. დაკ­რძა­ლუ­ლია ბე­ლა­რუს­ში, ვი­ტებსკის ოლ­ქის ბე­რენ­კო­ვი­ჩის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სა­ნი­კის საძ­მო სა­საფ­ლა­ო­ზე.

მო­ამ­ზა­და ლალი ფა­ცი­ამ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ქართველი მწერლები და პოეტები, რომლებიც 30 წლამდე დაიღუპნენ

ქართველი მწერლები და პოეტები, რომლებიც 30 წლამდე დაიღუპნენ

ქართულ ლიტერატურას ბევრი ღირსეული პოეტი და მწერალი ჰყავს, რომლებმაც თავიანთი შემოქმედებით დაიმკვიდრეს თავისი ადგილი ქართულ მწერლობაში. მათ შორის ისეთებიც არიან, რომლებმაც ეს დამსახურებული ადგილი და სახელი ადრეულ ასაკში მოიხვეჭეს და ტრაგიკული ბედის გამო ცხოვრება ადრევე დატოვეს, - თითოეულმა 30 წელიც ვერ იცოცხლა, სამაგიეროდ, დაგვიტოვეს საკმოად მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა.

ნიკოლოზ ბარათაშვილი

რომანტიკოსი პოეტი ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილი გაღარიბებული არისტოკრატის, მელიტონ ბარათაშვილის ოჯახში 1817 წელს დაიბადა.

დედა - ეფემია, გრიგოლ ორბელიანის და ერეკლე II-ის შვილიშვილი გახლდათ.

თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში ნიკოლოზის მასწავლებელი სოლომონ დოდაშვილი იყო, რომელმაც სერიოზული გავლენა მოახდინა მასზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, ბარათაშვილი უმაღლესი განათლების მიღებაზე ამაოდ ოცნებობდა, რადგანაც უსახსრობის გამო ამას ვერ მიაღწია. ხეიბრობის მიზეზით (გიმნაზიაში სწავლისას ფეხი კიბეზე დაცემით დაიშავა) კი პოეტის განზრახვა მოქმედ არმიაში ემსახურა, განუხორციელებელი დარჩა. ბარათაშვილის ყველა გეგმას, ყველაფერთან ერთად, ხელს უშლიდა მამის ოჯახის სრული გაღატაკების საფრთხეც. ამიტომ პოეტი იძულებული გახდა, კანცელარიის რიგითი მოხელის ადგილს დასჯერებოდა. მის მწვავე უკმაყოფილებას თან დაერთო პირადი დრამაც (გაუზიარებელი სიყვარული ეკატერინე ჭავჭავაძისადმი).

მოგვიანებით ნახიჩევანში მაზრის მმართველის თანაშემწედ დაინიშნა, ხოლო 1845 ივნისს იმავე თანამდებობაზე განჯაში, სადაც ოთხი თვის შემდეგ, 27 წლისა, მალარიით მძიმედ დაავადებული დაიღუპა. ბარათაშვილის გადმოსვენებამ 1893 წელს განჯიდან თბილისში (დიდუბის პანთეონი) ეროვნული მანიფესტაციას გავდა. 1938 წლიდან პოეტის ნეშტი მთაწმინდის პანთეონში განისვენებს.

გურამ რჩეულიშვილი

მწერალი გურამ რჩეულიშვილი დაიბადა 1934 წლის 4 ივლისს თბილისში. სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა ისტორიის ფაკულტეტზე უნივერსიტეტში განაგრძო. პირველი მოთხრობები, რომლებმაც წარმატება მოუტანა, ჟურნალ "ცისკარში" გამოაქვეყნა.

მწერლის სიცოცხლეში მხოლოდ შვიდი მოთხრობა გამოქვეყნდა. მოთხრობების პირველმა კრებულმა (`სალამურა~) დღის სინათლე უკვე მისი გარდაცვალების შემდეგ ნახა. რჩეულიშვილის პროზამ თავიდანვე მიიპყრო ყურადღება. მისი ნამუშევრები - ნოველები, მინიატურები, პიესა თარგმნილია გერმანულ, უნგრულ, ბულგარულ, ლიტვურ, ჩეხურ, რუსულ ენებზე. მწერალს შესანიშნავი წიგნები უძღვნა მეგობარმა ნუგზარ წერეთელმა: `მე ახლაც ოცდაექვსი წლის ვარ~ და ,,აი, მე, გურამი ვდგავარ თქვენს წინ~. მისი სცენარებით გადაღებულია ფილმები – `ალავერდობა~, `უსახელო უფლისციხელი~. რჩეულიშვილი თავის თაობაში გამორჩეული იყო ცხოვრებისეული და მწერლური სტილით, მუდამ განსაცდელს ეჭიდებოდა, თითქოს ეძებდა კიდეც და შეეწირა კიდეც სხვისი სიცოცხლის გადარჩენას.…26 წლის იყო, როდესაც გაგრაში 1960 წლის 23 აგვისტოს ტრაგიკულად დაიღუპა, - მღელვარე ზღვაში უცნობი რუსი ქალიშვილის გადასარჩენად გადაეშვა.

დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე.

ლადო ასათიანი

პოეტი ლადო ასათიანი დაიბადა 1917 წელს ქუთაისში, პედაგოგების ოჯახში. საშუალო განათლება მშობლიურ სოფელ ბარდნალაში მიიღო. წარმატებით დაამთავრა ცაგერის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი, შემდეგ კი ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტიც გახდა.

1939 წელს ტუბერკულოზით დაავადებული პოეტი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. სამხედრო ექიმებმა გულისხმიერება გამოიჩინეს და ავადმყოფი პოეტი უკან დააბრუნეს.

1940-1941 წლებში გამომცემლობას გამოსაცემად ლექსების პირველი კრებული "წინაპრები" ჩააბარა. წიგნი 1943 წლეს დაიბეჭდა და პოეტს 10 საავტორო ეგზემპლარი გაუგზავნეს. ამ ათი ეგზემპლარის გარდა არც ერთი არ გაუვრცელებიათ, რადგანაც გაანადგურეს, დაჭრეს, როგორც არასაბჭოთა სულისკვეთების წიგნი. პოეტი 26 წლისა 1943 წლის ივლისში გარდაიცვალა. დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე. 1968 წელს კი პოეტის ნეშტი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.

მირზა გელოვანი

პოეტი მირზა გელოვანი თიანეთის რაიონის სოფელ ნაქალაქარში 1917 წელს დაიბადა. 1936-1939 წლებში ცხოვრობდა თბილისში და თავისუფალ მსმენელად დადიოდა უნივერსიტეტში. მუშაობდა გამომცემლობაში, რედაქციაში. მისი ლექსები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში. 1939 წელს არმიაში გაიწვიეს.

მირზა გელოვანმა თავისთავადი პოეტური სამყარო შექმნა. მისი ლექსები გამოირჩევა ნათელი სახეებით, ემოციურობით... პოეტმა სულ სამი წელი იტრიალა დედაქალაქის ლიტერატურულ წრეებში, შემდეგ კი, ომში წასული, დროდადრო სამშობლოში აგზავნიდა ლექსებსა და წერილებს, რომლებშიც თბილისის მონატრება ჩანდა. გარდაიცვალა ომის მიწურულს, 27 წლის ასაკში, 1944 წლის ივლისში, როდესაც უკანგაქცეულ მტერს დადევნებული დასავლეთ დვინის სამდინარო დაბრკოლებაზე გადადიოდა. დაკრძალულია ბელარუსში, ვიტებსკის ოლქის ბერენკოვიჩის რაიონის სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოზე.

მოამზადა ლალი ფაციამ