გაზის გაჟონვის შედეგად თბილისში 22 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევის დროს ის აბაზანაში იმყოფებოდა. უბედური შემთხვევა თემქაზე, ნაქირავებ ბინაში მოხდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით სისიხლის სამართლის საქმე 240-ე პრიმა მუხლით არის აღძრული, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.